საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87756

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გ. ზ. ჩაჩიბაია იყო თბილისის სასამართლო პალატის წევრი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დავით კასრაძის პუბლიკაცია „ცისფერი მეკობრეები“, რომელიც ეძღვნება ცისფერყანწელთა მოღვაწეობას.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ია ეკალაძე იყო მასწავლებელი ჩოხატაურში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ დოქტორ ლუთფის ცნობით, თურქეთ-სომხეთის საზღვრები შეიძლება შეუერთდეს აზერბაიჯანს და თუ პატარა სომხეთი დაარსდა გოგჩის ტბის დასავლეთით, მაშინ შეიძლება ახალი მაჰმადიანური სახელმწიფო წარმოიქმნას. ლუთფის აზრით, ამას ადასტურებს ნახიჩევანის ოლქში დაწყებული სამზადისი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ია ეკალაძის პუბლიკაცია „წერილები გურიიდან“, რომელშიც ავტორი განიხილავს სკოლებისა და მასწავლებელთა პრობლემებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კოტე ყიფიანის პუბლიკაცია „თეატრი და მსახიობი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვარს, 13 საათზე, აკაკი ჩხენკელი ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმი ნიკოლოზ სოლომონის ძე ღოღობერიძე გარდაიცვალა ეპიდემიასთან ბრძოლის დროს პარტახტიანი სახადით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ დოქტორი ლუთფის ცნობით, საზღვრებზე ოსმალები არ ავიწროებდნენ სომხებს, მაგრამ არზრუმში შედგა ძლიერი რაზმი სომეხთა წინააღმდეგ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გიორგი პავლეს ძე ერაძე იყო საქართველოს მომარაგების მინისტრი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვრის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შორაპნის სამაზრო კონფერენცია მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სთხოვდა, საჩხერის რაიონში საველე შტაბის მიერ უსაფუძვლოდ დაპატიმრებული ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის საქმის გამოკვლევა და დამნაშავეთა ვინაობის გამოძიება დავალებოდა სენატის საგანგებო რევიზიას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვრის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შორაპნის სამაზრო კონფერენციამ დეპეშა გაუგზავნა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას საჩხერეში საველე შტაბის მიერ ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის დაპატიმრების შესახებ.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის იანვარში გარდაიცვალა დიმიტრი ელიჩუხუს ძე გიგინეიშვილი.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 3 იანვრის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შორაპნის სამაზრო კონფერენციამ გამოიკვლია საჩხერეში საველე შტაბის მიერ ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის დაპატიმრებისა და გასამართლების საქმე.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საჩხერის სარაიონო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გუჯეჯიანს საჩხერის რაიონის საველე შტაბმა 6 წელი კატორღა მიუსაჯა პარტიული პროპაგანდისათვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონიკა გოცაძე იყო გაზეთ „ერთობის“ წერილის ავტორი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნესტორ ვაშაძის პუბლიკაცია „გიორგი გუჯეჯიანის საქმე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ დოქტორ ლუთფის ცნობით, ქართველები მომხრეები იყვნენ მშვიდობიანად ეცხოვრათ კავკასიის მაჰმადიანებთან და დაღესტანში ძლიერი მთავრობა უნდოდათ, რათა საქართველო დაცული ყოფილიყო ჩრდილოეთიდან. ლუთფის აზრით, ამისათვის თურქული პრესა უნდა ეცადოს, რომ ქართველებით ისარგებლოს მაჰმადიანური პოლიტიკის მიზნების მისაღწევად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ დოქტორ ლუთფის ცნობით, საქართველო სახიფათოდ მიიჩნევდა სომხების დამკვიდრებას ყარსისა და არტაანის ოლქებში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ დოქტორ ლუთფის ცნობით, ქართველები სათანადოდ აფასებდნენ ყარსის, არტაანისა და ბათუმის ოლქებში მცხოვრები მაჰმადიანების ძალას, და არ ეხებოდნენ მაჰმადიანთა თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, გარდა ბათუმისა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ დოქტორ ლუთფის ცნობით, ყარსის და არტაანის ოლქებში ძლიერი ორგანიზაციები დაარსდა, რის მიზეზადაც ის სომხების ქართველებთან შეუთავსებლობას ასახელებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ დოქტორ ლუთფის ცნობით, ნახიჩევანის, ორდუბათის და ჯულფის მხარეს მაჰმადიანები დაეპატრონნენ და სომხეთის მფლობელობა ვეღარ გაგრძელდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ დოქტორ ლუთფის ცნობით, არეზის გასწვრივ მდებარე თურქულ ოლქებში სომხები აწარმოებდნენ თავდასხმას, მაგრამ ადგილობრივმა მაჰმადიანებმა უკან დაახევინეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ გაზეთ „ჩაკატამის“ ცნობით, სომხურ ვილაიეთებში გაგზავნილი დოქტორი ლუთფი არზრუმიდან სტამბოლში დაბრუნდა და თურქული გაზეთის რედაქტორს საქართველოსა და სომხეთის შესახებ ცნობები გადასცა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი ელიჩუხუს ძე გიგინეიშვილი იყო ბოლშევიკებთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული პარტიზანული რაზმის უფროსის, შტაბ-როტმისტრ ევგენი სოლომონის ძე აბხაზავას ბიძა.