საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81218

1862

ტიპი: ღონისძიება

1862 წლის 2 სექტემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება კავკასიაში სამხედრო უწყებათა სასწავლებლების დაარსების შესახებ.

1862

ტიპი: ღონისძიება

1862 წლის 25 სექტემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება ქუთაისის სამხედრო პოლკის შექმნის შესახებ.

1862

ტიპი: ღონისძიება

1862 წლის 28 სექტემბერს დაიბადა დავით კლდიაშვილი, თუმცა დოკუმენტებში სხვა თარიღია მოხსენიებული.

1862

ტიპი: გარდაცვალება

1862 წლის 22 დეკემბერს ნავენახევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გრიგოლ მიხეილის ძე მესხი გარდაიცვალა.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს ტერ-მიქელიანის მიერ გახსნილი წიგნის მაღაზია და სამკითხველო დარბაზი არსებობდა.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს ყველის მეწარმე ჩაბოლდს გაუფორმდა კონტრაქტი, რომლის მიხედვით იგი ხუთი წლის განმავლობაში უნდა დახმარებოდა წალკის რაიონში მდებარე გერმანულ კოლონია ალექსანდერსჰილფს ყველის წარმოების საქმეში.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოს ხაზინიდან დაიფარა ყველის მეწარმე ჩაბოლდის შვეიცარიიდან თბილისსა და უკან მგზავრობის ხარჯები, რამაც 426 მანეთი შეადგინა.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს შვეიცარიიდან ჩამოყვანილი ყველის მეწარმე ჩაბოლდისთვის კავკასიის სამეფისნაცვლოს ხელფასის სახით დაუნიშნავს 400 მანეთი ყოველწლიურად.

1863

ტიპი: მფლობელობა

1863 წელს ალექსანდრ ფონ კუჩენბახის მიერ გახსნილი ყველის მაღაზია მდებარეობდა გოლოვინის პროსპექტზე, მაკარ ორბელიანის სახლში.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს ალექსანდრ ფონ კუჩენბახის მიერ გახსნილი შვეიცარიული ყველის მწარმოებელი საწარმო თბილისს ამარაგებდა მაღალი ხარისხის ყველითა და კარაქით.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს პრუსიის იმპერიის ქვეშევრდომ ალექსანდრ ფონ კუჩენბახს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვისგან სესხის სახით მიუღია 21000 მანეთი საქართველოში შვეიცარიული ყველის საწარმოს გასახსნელად.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს პრუსიის იმპერიის ქვეშევრდომ ალექსანდრ ფონ კუჩენბახს, თბილისიდან 100 ვერსტის მანძილზე გაუხსნია დაწესებულება, სადაც შვეიცარიულ ყველს ამზადებდნენ.

1863

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ცენზურის ნებართვა „საქართველოს მოამბის“ მეორე ნომრის გამოცემაზე.

1863

ტიპი: მფლობელობა

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ნებართვა საცენზურო კომიტეტისაგან „საქართველოს მოამბის“ პირველი ნომრის დაბეჭდვაზე.

1863

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1863 წელს ენფიანჯიანცის სტამბამ დაგვიანებით დაიწყო ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ ბეჭდვა.

1863

ტიპი: სტატუსი

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ცენზურის ნებართვა „საქართველოს მოამბის“ მეშვიდე ნომრის გამოცემაზე.

1863

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1863 წელს ილია ივანე პოლტარაცკისთან ერთად თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

1863

ტიპი: სტატუსი

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ცენზურის ნებართვა „საქართველოს მოამბის“ მეცხრე და მეათე ნომრების გამოცემაზე.

1863

ტიპი: სტატუსი

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ ერთდროულად მიიღო ცენზურის ნებართვა „საქართველოს მოამბის“ მესამე, მეოთხე და მეხუთე ნომრების გამოცემაზე.

1863

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1863 წელს ილია ჭავჭავაძესთან საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა გეოგრაფიული საზოგადოების წევრი ლეონარდ ზაგურსკი.

1863

ტიპი: სტატუსი

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ცენზურის ნებართვა „საქართველოს მოამბის“ მეექვსე ნომრის გამოცემაზე.

1863

ტიპი: სტატუსი

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ცენზურის ნებართვა „საქართველოს მოამბის“ მერვე ნომრის გამოცემაზე.