რეგისტრირებული ფაქტები81928
სორტირება თარიღი მზარდობით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, 29 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის მოსახსენებელი პანაშვიდი წიწამურში გადაეხადათ, ხოლო 30-ში – მთაწმინდაზე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, ხელთუბნის სკოლის შენობის მოსაწესრიგებლად 25 მანეთი გამოეყოთ და მეთვალყურეობა მღვდელ გიორგი ბიბილურისთვის ეთხოვათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ია კარგარეთელის წინადადება მეტეხის ციხის ტუსაღებისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ 5 მანეთის წიგნების გაგზავნა გადაწყვიტა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს და გადაწყვიტეს დაეკმაყოფილებინათ სტიპენდიატ თამარ ხარაბაძის თხოვნა ერთი თუმნით დახმარების თაობაზე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, ილია ჭავჭავაძის ანდერძთან დაკავშირებით მომდევნო სხდომაზე მიეწვიათ ვექილები: გიორგი გვაზავა, ირაკლი გუნცაძე და ივანე ზურაბიშვილი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება ახალი წევრების ასარჩევად საგანგებო საზოგადო კრების მოწვევის თაობაზე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა მიხეილ გაჩეჩილაძის თხოვნა საზოგადოების წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მას გაეხსნებოდა 25 თუმნის კრედიტი ორი თავმდების ხელმოწერით.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გრიგოლ ჩარკვიანის თხოვნა საზოგადოების წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მას უარი უთხრა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ისიდორე კვიცარიძის თხოვნა საზოგადოების წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მას გაეხსნებოდა კრედიტი 500 მანეთის ოდენობით (ამაში მისი ძველი კრედიტიც იგულისხმებოდა) ორი თავმდების ხელმოწერით.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბესარიონ ტყებუჩავას თხოვნა წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის შესახებ და გადაწყვიტეს, მისთვის უარი ეთქვათ.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 29 აგვისტოს ბაქოში არსებული ქართული დრამატული დასი (არსებობდა 1903 წლიდან და სისტემატურად მართავდა საქველმოქმედო წარმოდგენებს) შეუერთდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თეატრალურ კომისიას.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 აგვისტოდან 1910 წლის პირველ იანვრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართულმა დასმა წარმოადგინა შემდეგი სპექტაკლები: „პატარა კახი“, „მარუჩა“, „თამარ ცბიერი“ და „სიძე-სიმამრი“. ოთხივე წარმოდგენას ერთად 1700 მაყურებელი დაესწრო. სპექტაკლების შემოსავალმა 1287 მანეთი და 29 კაპიკი შეადგინა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის პირველი სექტემბრიდან ივლიანე გაბუნია ახალ-სენაკის ნორმალური ორკლასიანი სახაზინო სასწავლებლის პედაგოგად გადაიყვანეს.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის პირველი სექტემბრიდან 1910 წლის პირველ სექტემბრამდე კონსტანტინე ანთაძე იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ ზესტაფონის საკვირაო სკოლის რჯულის მასწავლებლად დანიშნა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის სექტემბერში ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა საზოგადოებისათვის შესაწირად გადაცემული წიგნების ჩამონათვალი: XVI საუკუნის მეტაფრაზი, ხუცური ხელნაწერი, XVII საუკუნის ხელნაწერები – მარხვანი, პატარა კურთხევანი, ლოცვანი, ზატიკი, ხუცური, ღვთისმშობლის სვინაქსარი და საქრისტიანო მოძღვრება, XVIII საუკუნის ხელნაწერები – ღვთისმშობლის დაუჯდომელი და პარაკლისი, სადღესასწაულო, ანტონ კათალიკოსის გრამატიკა, ქართლის მოქცევა, XIX საუკუნის გეოგრაფია და არითმეტიკა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის სექტემბერში ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა ჩამონათვალი იმ წიგნებისა, რომლებიც მას საზოგადოებისათვის შესწირეს: „სახარება“ „პალიმპსესტი“, „მარგალიტნი“, „მამათა სიტყვანი“, „საუკუნის მარხვანი“, XVI საუკუნის „საგალობელნი“, XVII საუკუნის „ზიარების ლოცვანი“ და XVIII საუკუნის „ხელთუქმნელი ხატის პარაკლისი“.
1909
ტიპი: მფლობელობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ ქალაქის ცენტრში სკოლის ასაშენებლად მიწა შეიძინა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის სექტემბერში პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის სექტემბერში ივანე გომართელი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრობის კანდიდატი იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის სექტემბერში იოსებ იმედაშვილი ქართული დრამატული საზოგადოების საქმისმწარმოებლად მიიწვიეს.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის შემოდგომაზე ქუთაისში გამართულ მეურნეთა ყრილობაზე თავმჯდომარედ იაკობ ფანცხავა აირჩიეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის შემოდგომაზე ქუთაისის გუბერნიაში გვალვის გამო საგანგებოდ მოწვეულ ყრილობაზე, თავმჯდომარე იაკობ ფანცხავამ ისაუბრა მოსახლეობის შიმშილისგან დახსნის სტრატეგიების შესახებ.