რეგისტრირებული ფაქტები87756
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 მარტის გაზეთ ივერიაში გამოქვეყნდა განცხადება, რომ დაიბეჭდა ნიკოლოზ ბარათაშვილის „ლექსნი თქმულნის“ მესამე კრებული და იყიდებოდა გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში. წიგნის ფასი იყო ორი აბაზი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 მარტის გაზეთ ივერიაში გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ახლადდაბეჭდილი საყმაწვილო წიგნი „რობინზონ კრუზო“, რომელიც ორი შაური ღირდა.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წლის 9 მაისის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს დიმიტრი ყიფიანი, მის ამხანაგად – ილია ჭავჭავაძე, წევრებად – რაფიელ ერისთავი, ივანე მაჩაბელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე და ალექსანდრე სარაჯიშვილი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გრიგოლ ბალანჩივაძე იყო ხონელი მოვაჭრე.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ნოემბერში თელავში გაიმართა ლიტერატურული საღამო ივანე პავლეს ძე როსტომაშვილის უფასო საქალებო სასწავლებლების სასარგებლოდ. შემოსავალი იყო 40 მანეთი, ხარჯის გარდა დარჩა 30 მანეთი, რომელიც სასწავლებელს გადასცეს.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 9 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ი. ივერიაძის „თვალის ერთი გადავლება სამცხე-კლარჯეთის ისტორიაზე“, რომელიც მიუძღვნეს ქობულეთისა და ბათუმის ბეგებს გულო-აღა კაიკაციშვილს და ყურშუმ-აღა ჭყონიას.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გარდაცვლილი იყო სალომე სოლომონის ასული სიდამონ-ერისთავი.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ზაქარია ნიკოლოზის ძე სიდამონ-ერისთავისა და ნინო ნიკოლოზის ასული გერიჩისას დედა იყო სალომე სოლომონის ასული სიდამონ-ერისთავი.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ზაქარია ნიკოლოზის ძე სიდამონ-ერისთავისა და ნინო ნიკოლოზის ასული გერიჩისა და-ძმანი იყვნენ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ზაქარია ნიკოლოზის ძე სიდამონ-ერისთავისა და ნინო ნიკოლოზის ასული გერიჩის განცხადება, რომ 13 იანვარს ვერის წმ. ნიკოლოზის ტაძარში დილის 10 საათზე გაიმართებოდა სალომე სოლომონის ასული სიდამონ-ერისთავის გარდაცვალების მეორმოცე დღის პანაშვიდი და ნათესავებს სთხოვდნენ მიბრძანებულიყვნენ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, არტემ შავერდოვი გადაიყვანეს სამუშაოდ თბილისში 4 დღით.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, არტემ შავერდოვი მუშაობდა სიღნაღის ტელეგრაფის სადგურში.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, არტემ შავერდოვი იყო მე-4 ხარისხის ტელეგრაფისტი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, პავლე გამრეკელოვი გადაიყვანეს თბილისში სამუშაოდ ორი თვით.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, პავლე გამრეკელოვი იყო მე-3 ხარისხის ტელეგრაფისტი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კარაპეტ ალიხანოვი იყო სარაყამიშის ტელეგრაფის სადგურის IV ხარისხის ტელეგრაფისტი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსი მანუჩაროვი იყო ართინის (ართვინის) ტელეგრაფის სადგურის IV ხარისხის ტელეგრაფისტი.

