საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87756

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 26 სექტემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რომანოზ ძამსაშვილის სტატია საცხენისის სკოლის შესახებ, რომლის ზედამხედველმა სკოლის გასაახლებლად გამოყოფილი თანხა საკუთარი მიზნებისთვის მოიხმარა. ძამსაშვილის აზრით, სკოლაში არსებული ვითარება სახალხო სკოლათა დირექტორს, სერგეი სტრელეცკის უნდა გამოეკვლია.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გევორქ აზიზიანცი იყო IV ხარისხის ტელეგრაფისტი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ეგორ ტერ-პეტროსოვი იყო თბილისის ცენტარლური სადგურის I ხარისხის ტელეგრაფისტი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დიდი ხნის სამსახურისთვის ეგორ ტერ-პეტროსოვი დააჯილდოვეს „გუბერნიის სეკრეტარის“ ხარისხით.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიაში” დაიბეჭდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის ფელეტონი „რა მოეთხოვება ქართულ ლიტერატურას“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიაში” გამოქვეყნდა ილია ლუკას ძე ბახტაძის ფელეტონი „ჩემი აღსარება“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიის” მიხედვით, შკურინსკი იყო გენერალ-მაიორი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიის” მიხედვით, შკურინსკის სახლს ცეცხლი მოეკიდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიის” მიხედვით, თბილისის რკინიგზის უფროსის თანაშემწე ცაგარელი სახლის გაქურდვაში ბრალს სდებდა ქუთაისელ გლეხს ნესტორ ბაქურაძეს (ბაკურაძეს), რომელიც ადრე მასთან მუშაობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიის” მიხედვით, გაქურდეს თბილისის რკინიგზის უფროსის თანაშემწე ცაგარელი, რომლის სახლიდანაც წაიღეს 306 მანეთის ღირებულების სხვადასხვა ვერცხლისა და ოქრო ნივთები, ერთი თამასუქი 140 მანეთისა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიის” მიხედვით, თბილისის რკინიგზის უფროსის თანაშემწე იყო ცაგარელი.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიის” მიხედვით, სახლის გაქურდვაში ბრალდებული ნესტორ ბაკურაძე დაკავებული იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა აკაკი როსტომის ძე წერეთლის სტატია „სამეგობრო წერილი, ვითომ მეგობრებს“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა მ. მ. საფაროვის განცხადება, რომ ქართულ თეატრ „ბენეფისში“ საღამოს რვა საათზე გაიმართებოდა ქართული დრამატული დასისაგან წარმოდგენილი სამმოქმედებიანი კომედია „ბედნიერი დღე“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 26 სექტემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ რომანოზ ძამსაშვილის სტატია თელავის ადმინისტრაციის უსაქმურობისა და უპასუხისმგებლობის შესახებ.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 26 სექტემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ რომანოზ ძამსაშვილის სტატია თუ როგორ უსაქმურად, მხოლოდ დროსტარებაში ატარებდნენ ცხოვრებას თელავის მაცხოვრებლები.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 26 სექტემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „ნ......ს“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 26 სექტემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ყაზბეგის პიესა „ერთი უბედურთაგანი“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 26 სექტემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნ. მთვარელიშვილის სტატია, რომელშიც წარმოდგენილი იყო ცნობები „ანტონ I, საქართველოს კათალიკოსი“-ს ცხოვრების შესახებ.

1854

ტიპი: ღონისძიება

1854 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვმა მოითხოვა მისი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება და შვებულებით საზღვარგარეთ გაშვება.

1854

ტიპი: ავტორობა

1854 წლის პირველ მარტს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი განკარგულება სამთავრობო სენატისადმი. განკარგულება ეხებოდა კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის გადაყენებას დაკავებული თანამდებობიდან.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 14 ნოემბერს გენერალ-ლეიტენანტმა ივანე მალხაზის ძე ანდრონიკოვმა თურქები დაამარცხა ახალციხის მახლობლად.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის ნოემბერში ალექსანდროპოლიდან გენერალ-მაიორ დიმიტრი თამაზის (თომას) ძე ორბელიანის ხელმძღვანელობით დაძრულ ქარავანს თავს დაესხნენ ქურთები.

1853

ტიპი: თანამდებობა

1853 წლის 30 ოქტომბერს პოლკოვნიკი ყორღანოვი გურიის რაზმს მეთაურობდა თურქებთან გამართულ ბრძოლაში.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის ნოემბერში გენერალ-მაიორ დიმიტრი თამაზის (თომას) ძე ორბელიანის ჯარებმა არტილერიის დახმარებით უკუაგდო თურქთა შემოტევა.