რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს ნიკო გვარაძის რეჟისორობით ხონში გამართული პირველი წარმოდგენიდან მიღებული შემოსავალი 33 მან. და 90 კაპ. იყო.
1907
ტიპი: ღონისძიება
რაჟდენ წივწივაძის მიერ ხონში 1907 წელს აშენებული თეატრი რამდენიმე წელიწადში გაიყიდა, მფლობელმა 475 მანეთი იზარალა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლიდან ექიმი პოლიკო ლაზარეს ძე კიკალიშვილი ხონის თეატრის წევრთა ყველა კრებას ესწრებოდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლიდან დათიკო ბახტაძე, ერასტო კენჯერაძე და ილია მამფორია ხონის თეატრის წარმოდგენებში მონაწილეობდნენ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლიდან ლადო ზერაგია, ვლადიმერ ნადარეიშვილი და კოლია წივწივაძე ხონის თეატრის წარმოდგენებში მონაწილეობდნენ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლიდან ექიმი პოლიკო ლაზარეს ძე კიკალიშვილი მატერიალურად ეხმარებოდა ხონის თეატრს.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის შემდეგ ნიკოლოზ ჩხეიძე რუსეთის მეოთხე სახელმწიფო დუმაში მენშევიკთა ფრაქციის თავმჯდომარე იყო.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს ირაკლი წერეთელს პატიმრობა 1917 წლამდე აღმოსავლეთ ციმბირის გუბერნიაში ცხოვრების უფლებით შეუცვალეს.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წელს ირაკლი გიორგის ძე წერეთელი ქუთაისის გუბერნიიდან მეორე სახელმწიფო დუმის დეპუტატად აირჩიეს.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წელს ირაკლი წერეთელი ქუთაისში სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე იყო.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის შემდეგ ნიკოლოზ ჩხეიძე რუსეთის მესამე სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო თბილისის გუბერნიიდან.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს ანანია სალუქვაძე მეორედ დაიჭირეს და ერთი თვის შემდეგ გაათავისუფლეს.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს ირაკლი წერეთელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 5-წლიანი კატორღა 6 წლით პატიმრობით შეუცვალეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს იოსებ ოცხელმა სიმონ ქვარიანი ქუთაისის გიმნაზიის მასწავლებლად მიიწვია.
1907
ტიპი: გარდაცვალება
1907 წელს გარსო მამაცაშვილმა ორი ტერორისტი მეგობრის მკვლელობისთვის პოლიციელი იმნაძე მოკლა.

