რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს სტრაჟნიკთა პრაპორშჩიკ დიმიტრი მგელაძის დაჭრის ორგანიზება თევდორე კიკვაძეს დააბრალეს, რის გამოც იგი იძულებული გახდა სასწრაფოდ გაშორებოდა ოზურგეთს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს სტრაჟნიკთა პრაპორშჩიკ დიმიტრი მგელაძეზე თავდასხმის დროს თევდორე კიკვაძე მაკვანეთში იმყოფებოდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს სოფელ ნიგოითში საგუბერნიო კონფერენციაზე თევდორე კიკვაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა სახელმწიფო დუმაში წარსადგენ დეპუტატთა მეორე არჩევნები.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს სოფელ ნიგოითში ჩატარებულ მეორე სახელმწიფო დუმაში დეპუტატთა ამრჩევ საგუბერნიო კონფერენციას ესწრებოდნენ ბუდუ მდივანი, პოლიკო კიკალიშვილი და სხვა ბოლშევიკები.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წელს სოფელ ნიგოითში ჩატარებულ მეორე სახელმწიფო დუმაში დეპუტატთა ამრჩევ საგუბერნიო კონფერენციაზე ასარჩევი კანდიდატები იყვნენ კაკი წერეთელი და გრიშა ლორთქიფანიძე.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს სოფელ ნიგოითში ჩატარებულ სახელმწიფო დუმაში წარსადგენ დეპუტატთა მეორე ამრჩევ საგუბერნიო კონფერენციში სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის სახელით თევდორე კიკვაძე მონაწილეობდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს გურიაში სტრაჟნიკთა პრაპორშჩიკ დიმიტრი მგელაძეზე თავდასხმის შემდეგ პოლიცია ამ თავდასხმის ხელმძღვანელის ძებნას შეუდგა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს, მეორე სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ, იანვრის დიდთოვლიან ღამეს, თევდორე კიკვაძის სახლს მაკვანეთში ინგუშთა რაზმი დაესხა თავს გენერალ ტოლმაჩოვის განკარგულებით. კიკვაძე დაიჭირეს და ოზურგეთში წაიყვანეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს, მეორე სახელმწიფო დუმის რწმუნებულთა არჩევნების წინ დაპატიმრებულმა თევდორე კიკვაძემ იოლად დააღწია თავი ციხეს.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 5 იანვარს გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა მიხეილ მაჩაბელს მისწერა, რომ სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევასთან დაკავშირებით პეტერბურგში ხშირმა მისვლა-მოსვლამ ილია ჭავჭავაძე გაკოტრების პირას მიიყვანა. ადრესანტი წუხდა ამის გამო და აპირებდა, თავად-აზნაურთა კრებაზე დაესვა საკითხი ილიასთვის ამ ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
1907
ტიპი: გარდაცვალება
1907 წლის 14 იანვარს ნიკოლოზ ხუდადოვი ჭეშმარიტ რუსთა პარტიის წევრმა რევოლვერით მოკლა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს შაქრო შავიშვილის თხოვნა ჯამაგირის მომატებასთან დაკავშირებით.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სამზრუნველოდან წარდგენილი მოხსენება დომენტი ოყროშიძის ძველი სენაკის სკოლის ინსპექტორად დანიშვნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით ოყროშიძე ამ თანამდებობის დროებით შემსრულებლად აირჩიეს. განჩინებას ხელი მოაწერა თავმჯდომარის ამხანაგმა ნიკო ცხვედაძემ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გაეცნენ თეირანში მცხოვრებ იასონ მენაბდის მოხსენებას საქართველოდან ჩასული ორი საპატიო სტუმრის შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს მდივნის მოხსენება გრიგოლ დადიანის პრემიის ახალი საკონკურსო ვადის დანიშვნის შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ისიდორე კვიცარიძის თხოვნა მისთვის წიგნების ხარჯებისათვის კრედიტის გახსნასთან დაკავშირებით. გამგეობის გადაწყვეტილებით, მისი თხოვნა დააკმაყოფილეს (15 თუმნის კრედიტით).
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 23 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ ჩუბინაშვილის მოხსენება რუსულ-ქართული ლექსიკონის 500 ეგზემპლარის შესყიდვის შესახებ. გამგეობამ თანხის არქონის გამო უარი თქვა ჩუბინაშვილის წინადადებაზე.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 23 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სენაკის სკოლის მასწავლებლის, პოლიკარპე ლორთქიფანიძის თხოვნა ამავე სკოლის ინსპექტორად დანიშვნის შესახებ.

