საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი ბოდიშს უხდის ივანე გომართელს ამ თხზულების ნაჩქარევად დაწერის გამო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი აღიარებდა, რომ ავადმყოფობის გამო საკმაოდ უხეირო ნაწარმოები გამოუვიდა და ამის გამო ბოდიშს უხდიდა ივანე გომართელს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი უზიარებდა ივანე გომართელს მოსაზრებას, რომ მის ბიოგრაფიაში ყველაზე საინტერესო აღსაწერად იყო ის პერიოდი, როცა მთავრობამ იგი სხვა 40 ბავშვთან ერთად რუსეთის სამხედრო სასწავლებელში სასწავლებლად გაამგზავრა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი აღიარებდა, რომ მისი ცხოვრება საკმაოდ ერთფეროვანი იყო ორი ფაქტის გამოკლებით, ერთი − რუსეთის სამხედრო გიმნაზიაში სასწავლებლად გამგზავრება იყო, მეორე კი − არშემდგარი დუელი პალმთან.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი ამცნობდა ივანე გომართელს, რომ მის არშემდგარ დუელზე პალმთან, ალბათ, მას ჯაყელი მოუყვებოდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში აღიარებდა, რომ უფროსობამ იგი საზიზღარ ინტრიგებში გახვია.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ უფროსები უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდნენ და მათთან ბრძოლამ საშინლად მოქანცა და დააავადა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი ურჩევდა ივანე გომართელს, მოეკითხა გრიქუროვის მაღაზიაში მისი თხზულების „მრევლში“ სომხური თარგმანი, რომელსაც თან ახლდა მწერლის მოკლე ავტობიოგრაფია, ან მოენახა მთარგმნელი ყაზარ კარაპეტიანცი, ვინც ერთ წამში უთარგმნიდა ხსენებულ ავტობიოგრაფიას, თუ კი თხზულება მაღაზიაში აღარ მოიპოვებოდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მან დუელში გამოიწვია გრიგოლ პალმი.

1907

ტიპი: განათლება

1907 წლის 14 ივლისს თამარ ბებურიშვილმა დაამთავრა პეტროგრადის ბესტუჟევის კურსები.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წლის 16 ივლისს სოფ. გუბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოსებ ოქროპირის ძე კახაია გარდაიცვალა.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წლის 17 ივლისს პოლიციამ სადგურში მიმავალი ქუთაისელი სოციალ-დემოკრატი აბრამ რიჟინაშვილი მოკლა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის აგვისტოს დასაწყისში საგურამოში ილია ჭავჭავაძესთან ჩავიდა მისი ბიძაშვილი ზაალ ნოშრევანის ძე ჭავჭავაძე და დარჩა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 1-ელ აგვისტომდე ილია ჭავჭავაძემ ყვარლელ ნათესავ იური ჭავჭავაძეს წერილობით სთხოვა, გაერკვია, რატომ არ პასუხობდა მოურავი მის გზავნილებს.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 1-ელ აგვისტომდე ილია ჭავჭავაძემ მიიღო ნოშრევან ჯაფარიძის წერილი. მოურავი თავს იმართლებდა პასუხის დაგვიანებისთვის და უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ ილია ჭავჭავაძემ საქმის გასარკვევად ნათესავს მიმართა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 1-ელ აგვისტომდე ილია ჭავჭავაძემ ორ დეპეშა და წერილი გაუგზავნა ყვარლის მოურავ ნოშრევან ჯაფარიძეს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის აგვისტოს ბოლოს საგურამოს ყოფილმა მზარეულმა ხარიტონ შიოშვილმა მზარეულ სოფიო უნდილაშვილს საიდუმლოდ უთხრა, ილია ჭავჭავაძეს მალე მოკლავენ, რადგან გლეხებს ავიწროებს და თან პარტია უკმაყოფილოა მისი რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრობითო. უნდილაშვილმა კი ეს ამბავი დიმიტრი ჯაშის ცოლს, დარია ნიკოლოზის ასულ ჯაშს გაუმხილა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 1-ელ აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ საპასუხო წერილი გაუგზავნა ნოშრევან ჯაფარიძეს. მისწერა, რომ წერილსა და ორ დეპეშაზე პასუხის მიუღებლობის გამო მისი შეშფოთება და ამბის გასაგებად ნათესავის შეწუხება ბუნებრივი იყო. დაარიგა, რა ფასად გაეყიდა თითო საპალნე ღვინო.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წლის აგვისტოში დაჭერილი პორფილე პაიჭაძის სასამართლო 5 წელი გაგრძელდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 8 აგვისტოს სოფ. კახის ქრისტიანთა საზოგადოების საერთო კრებამ განიხილა ვასილ ტარტარაშვილის თხოვნა, დახმარებოდნენ შვილის, ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მოწაფე გიორგი ტარტარაშვილისთვის სწავლის გასაგრძელებლად საჭირო თანხის მოპოვებაში, რადგან თვითონ ვასილს ავადმყოფობის გამო აღარ შესწევდა საამისო ძალა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 8 აგვისტოს სოფელ კახის ქრისტიანთა საზოგადოების სათემო ყრილობის მონაწილენი ერთობლივი თხოვნით მიმართავენ ცნობილ ქველმოქმედებს, ძმებ ზუბალაშვილებს – საჭირო თანხით შეეწიონ გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილს, რათა მან შეძლოს სწავლის გაგრძელება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. ხელს აწერენ: ვასილ ბაჩალიაშვილი, ალექსი ბაჩალიაშვილი, მიხეილ ოთარაშვილი, ანდრეი ოთარაშვილი, ალექსანდრე ოთარაშვილი, სანდრო ოთარაშვილი, ანდრია ზურაბაშვილი, ვასილ ზურაბაშვილი, იაკობ ზურაბაშვილი, დავით ზურაბაშვილი, გიორგი ზურაბაშვილი, ვასილ თაგოშვილი, გაბრიელ თაგოშვილი, მიხეილ როსტიაშვილი, ვანო როსტიაშვილი, პლატონ ტარტარაშვილი, მოსე კუსაშვილი. დასახელებულ პირთა თხოვნით ხელს აწერს მიხეილ ხუციშვილი, ხელმომწერთა ნამდვილობას ადასტურებს სოფლის მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.

პირები
წყარო

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 8 აგვისტოს სოფელ კახის ქრისტიანთა საზოგადოების სათემო ყრილობის მონაწილენი ერთობლივი თხოვნით მიმართავენ ცნობილ ქველმოქმედებს, ძმებ ზუბალაშვილებს – საჭირო თანხით შეეწიონ გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილს, რათა მან შეძლოს სწავლის გაგრძელება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. ხელს აწერენ: დანიელ ტარტარაშვილი, ანტონ ტარტარაშვილი, მიხეილ ტარტარაშვილი, კოსტა ტარტარაშვილი, ნიკოლაი ტარტარაშვილი, დიმიტრი ტარტარაშვილი, სოლომონ ტარტარაშვილი, ალექსანდრე ტარტარაშვილი, თევდორე თამაზაშვილი, შიო თამაზაშვილი, კოსტა თამაზაშვილი, მაქსიმე თამაზაშვილი, სოლომონ თამაზაშვილი, ალექსანდრე თამაზაშვილი, გიორგი როსტიაშვილი, კოსტა შვიოშვილი, მიხეილ შვიოშვილი, იობ ნადირაშვილი, ნიკოლაი ნადირაშვილი; ჩამოთვლილ პირთა თხოვნით ხელს აწერს ივანე ოთარაშვილი. დადგენილებისა და ხელის მომწერთა ნამდვილობას ბეჭდითა და ხელმოწერით ადასტურებს სოფლის მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.

პირები
დანიელ ტარტარაშვილი ანტონ ტარტარაშვილი მიხეილ ტარტარაშვილი კოსტა ტარტარაშვილი ნიკოლაი ტარტარაშვილი დიმიტრი ტარტარაშვილი სოლომონ ტარტარაშვილი ალექსანდრე ტარტარაშვილი გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილი თევდორე თამაზაშვილი შიო თამაზაშვილი კოსტა თამაზაშვილი მაქსიმე თამაზაშვილი სოლომონ თამაზაშვილი ალექსანდრე თამაზაშვილი გიორგი როსტიაშვილი კოსტა შვიოშვილი მიხეილ შვიოშვილი იობ ნადირაშვილი ნიკოლაი ნადირაშვილი ივანე ოთარაშვილი გაბრიელ ჯანაშვილი სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი
წყარო

1907

ტიპი: ღონისძიება

სოფელ კახის ქრისტიანთა სათემო ყრილობა ერთობლივი თხოვნით მიმართავს ცნობილ ქველმოქმედებს, ძმებ ზუბალაშვილებს – შეეწიონ გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილს ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად საჭირო თანხით. ხელმომწერნი: დიმიტრი ქიტიაშვილი, ალექსანდრე ქიტიაშვილი, შაქრო ბეგმამადაშვილი, ალექსი ბეგმამადაშვილი, იოსიფ ბაბაჯანაშვილი, ვასილ ბაბაჯანაშვილი, თევდორე როსტიაშვილი, ილია როსტიაშვილი, დიმიტრი როსტიაშვილი, ნიკოლოზ გამხარაშვილი, მოსიკო გამხარაშვილი, ალექსეი გამხარაშვილი, გიორგი გამხარაშვილი, სერგო გამხარაშვილი, გრიგორ გამხარაშვილი, ქიტა ზურაბაშვილი, სანდრო ზურაბაშვილი, ანდრეი ჯანაშვილი, ვასილ ჯანაშვილი, მიხეილ ხუციშვილი; თხოვნისა და ხელმოწერათა ნამდვილობას ბეჭდითა და ხელის მოწერით ადასტურებს სოფლის მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.

პირები
გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილი იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი დიმიტრი ქიტიაშვილი ალექსანდრე ქიტიაშვილი შაქრო ბეგმამადაშვილი ალექსი ბეგმამადაშვილი იოსიფ ბაბაჯანაშვილი ვასილ ბაბაჯანაშვილი თევდორე როსტიაშვილი ილია როსტიაშვილი დიმიტრი როსტიაშვილი გრიგორ გამხარაშვილი მოსიკო გამხარაშვილი სერგო გამხარაშვილი გიორგი გამხარაშვილი ნიკოლოზ გამხარაშვილი ალექსეი გამხარაშვილი ქიტა ზურაბაშვილი სანდრო ზურაბაშვილი ანდრეი ჯანაშვილი ვასილ ჯანაშვილი მიხეილ ხუციშვილი გაბრიელ ჯანაშვილი
წყარო

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 8 აგვისტოს სოფელ კახის ქრისტიანთა საზოგადოების სათემო ყრილობის მონაწილენი ერთობლივი თხოვნით მიმართავენ ცნობილ ქველმოქმედებს, ძმებ ზუბალაშვილებს – საჭირო თანხით შეეწიონ გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილს, რათა მან შეძლოს სწავლის გაგრძელება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. მთხოვნელები: გიგოლი ლომაშვილი, ქრისტო ლომაშვილი, გიორგი ლომაშვილი, მიხაილ ლომაშვილი, შიო ლაპიაშვილი, გიორგი ოთარაშვილი, მათე ოთარაშვილი, ივანე ბაბუციშვილი, მაქსიმე ბაბუციშვილი, მიხეილ ბაბუციშვილი, აბრამ ბაბუციშვილი, ნიკოლაი ფოლადაშვილი, ირაკლი ფოლადაშვილი, ალექსანდრე ფოლადაშვილი, დიმიტრი ფოლადაშვილი, დიმიტრი ბაჩალიაშვილი, ალექსანდრე ბაჩალიაშვილი, სტეფანე ბაჩალიაშვილი, ივანე ბაჩალიაშვილი, ისაკო ბაჩალიაშვილი; ჩამოთვლილ პირთა ნაცვლად ხელს აწერს ვასილ იზაშვილი; საბუთისა და ხელმომწერთა ნამდვილობას ადასტურებს სოფლის მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.

პირები
გიგოლი ლომაშვილი ქრისტო ლომაშვილი გიორგი ლომაშვილი მიხაილ ლომაშვილი შიო ლაპიაშვილი გიორგი ოთარაშვილი მათე ოთარაშვილი ივანე ბაბუციშვილი მაქსიმე ბაბუციშვილი მიხეილ ბაბუციშვილი აბრამ ბაბუციშვილი ნიკოლაი ფოლადაშვილი ირაკლი ფოლადაშვილი ალექსანდრე ფოლადაშვილი დიმიტრი ფოლადაშვილი დიმიტრი ბაჩალიაშვილი ალექსანდრე ბაჩალიაშვილი სტეფანე ბაჩალიაშვილი ივანე ბაჩალიაშვილი ისაკო ბაჩალიაშვილი ვასილ იზაშვილი გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილი გაბრიელ ჯანაშვილი პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი
წყარო

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 8 აგვისტოს სოფელ კახის ქრისტიანთა სათემო ყრილობამ ძმებ ზუბალაშვილებს მისწერა გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილისათვის ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად საჭირო თანხით დახმარების შესახებ. წერილს ხელს აწერენ: ივან აბულოვი, ალექსანდრე ბატაშვილი, ნიკოლოზ ჭუჭუხაშვილი, მირიან, თამაზ, მიხეილ და ლევან ჯანაშვილები, გიორგი, ნიკოლოზ, ვასილ, კოსტა, მოსე და გევორქ ოქრიჯანაშვილები, ნიკოლოზ და ვასილ ნურაშვილები. თხოვნისა და ხელმოწერათა ნამდვილობას ბეჭდითა და ხელის მოწერით ადასტურებს სოფლის მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.