რეგისტრირებული ფაქტები87753
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს გუბერნიის მდივანი პავლე ოსიპის ძე კულშინი თბილისის კანცელარიის ჩინოვნიკი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ბარბარე ჯორჯაძის შვილმა, მიხეილ ზაქარიას ძე ჯორჯაძემ დედისა და იოსებ დავითაშვილის საფლავებზე ძეგლების დასადგმელად 5 თუმანი გაიღო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის მაისში ნიკოლოზ ცხვედაძემ ვერ დააკმაყოფილა არსენ გედევანიშვილის თხოვნა, რადგან საზოგადოებას არ ჰქონდა საკმარისი სახსრები, რომ მისთვის წიგნები და საკანცელარიო ნივთები საჩუქრად გადაეცათ.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ხაბურზანია ოჩამჩირის სასამართლოში მომრიგებელი მოსამართლის მოადგილედ დაინიშნა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი ქართველთა დრამატული საზოგადოების ქუთაისში დადგმული წარმოდგენების რეჟისორი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში ელისაბედ ანდრუშკევიჩისა ოლგას ქუჩაზე მდებარე ქალთა სკოლაში ხელსაქმის მასწავლებლად დაინიშნა.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წელს კონსტანტინე დიმიტრის ძე ბაქრაძე, სილოვან თომას ძე ხუნდაძე, დავით გიორგის ძე წულუკიძე, ალექსანდრე გიორგის ძე წულუკიძე და სხვ. ქართველთა დრამატული საზოგადოების ქუთაისში დადგმული წარმოდგენების მაკონტროლირებელი კომისიის წევრები იყვნენ.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წელს დაარსდა სააღებმიცემო ამხანაგობა „შუამავალი“, რომლის დროებითი გამგეობის წევრები იყვნენ: ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და გარსევან გიორგის ძე რატიანი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 4 დეკემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ სპექტაკლში „ორი ობოლი“ მონაწილეობდნენ მარიამ საფაროვა-აბაშიძისა, ბარბარე ავალიშვილისა, თამარა ივანიძე, საყვარელიძე და სხვ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე ელენე ხელთუფლიშვილმა და ბ. შუბლაძემ ლექსები წაიკითხეს.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლუარსაბ მიხეილის ძე ყრუაშვილი გარდაცვალებამდე ფოთის გამგეობის წევრი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 4 დეკემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასის დადგმულ სპექტაკლში „ორი ობოლი“ მონაწილეობდნენ: კონსტანტინე ყიფიანი, სვიმონ სვიმონიძე, გედევან გედევანოვი, ვიქტორ გამყრელიძე, კოტე შათირიშვილი, კონსტანტინე მარჯანიშვილი, კანდელაკი, თამაზოვი და სხვ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიმონ ქვარიანმა და ალექსანდრე გარსევანიშვილმა ლექციები წაიკითხეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ძმებმა ფ. და მ. თოდრიებმა გადაწყვიტეს სოფ. იანეულის სკოლისთვის შენობა იჯარით აეღოთ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის სექტემბერში მაღაროელი იოსებ ხუმარას ძე საფარაშვილი თიანეთის სამმართველომ საეჭვო სიმპტომებით თბილისის საავადმყოფოში გაგზავნა. პაციენტს კეთრი აღმოაჩნდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში ტერმოსესოვისა ავლაბარში მდებარე ქალთა სკოლის პედაგოგად დაინიშნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. იანეულში სკოლის შენობის გაფართოება გადაწყვიტეს. ამ საკითხის მოგვარება ი. და მ. კეკელიძეებს, დ. ბერიძესა და პ. ბ. თოდრიას დაავალეს.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში არვანიტაკისა ოლგას ქუჩაზე მდებარე ქალთა სკოლის პედაგოგად დაინიშნა.

