რეგისტრირებული ფაქტები87753
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის ოქტომბერში ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანი გარდაიცვალა. იგი 23 ოქტომბერს ახალ სენაკში ჩამოასვენეს და 24 ოქტომბერს დაკრძალეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს მღვდელმა ოდენოვმა სურამის სახალხო ბიბლიოთეკას „ბარამიანი“ და „მოლა-მასრადინა“ შესწირა, ივანე გრინოვმა – ლერმონტოვის „დემონი“ და ნინოშვილის „ჩვენი ქვეყნის რაინდი“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 ნოემბერს ცაგერის საკრებულოს ტაძარში ლეჩხუმის თავადაზნაურობამ გადაიხადა ლუარსაბ მიხეილის ძე ყრუაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომელზეც თავადაზნაურობის წინამძღოლი იასონ გელოვანი სიტყვით გამოვიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 37-ე სხდომას დაესწრნენ ნიკოლოზ ელიავა, დავით კარიჭაშვილი, ივანე გომართელი და ივანე რატიშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 37-ე სხდომას დაესწრნენ გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე ჯაფარიძე, გიორგი დეკანოზიშვილი და არჩილ ჯორჯაძე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვერა ბაქრაძე სასწავლო წლის დასრულებამდე ჭიათურის საქალაქო სასწავლებლის პედაგოგად დანიშნეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ელენა ნაზაროვა სასწავლო წლის დასრულებამდე ჭიათურის საქალაქო სასწავლებლის პედაგოგად დანიშნეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კარპეზ ჟღენტმა ლონდონიდან მწუხარება გამოთქვა დავით ჟღენტის გარდაცვალების გამო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 ნოემბერს ბათუმში გაიმართულ ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოზე იოსებ გრიშაშვილმა ლექსები წაიკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ლ დეკემბერს ქუთაისის წიგნსაცავის დარბაზში ექიმთა საზოგადოების გამგეობის მორიგ კრებაზე ექიმ კონსტანტინე ტყეშელაშვილს რეფერატი უნდა წაეკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ხონის ქალთა წრემ, რომლის თავმჯდომარეც ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა იყო, რამდენიმე ღარიბ მოსწავლეს სწავლის საფასური გადაუხადა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 28 ნოემბერს ემილია და ეკატერინე ქუთათელაძეები ხონის ქალთა წრის გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გრიგოლ გიორგის ძე გიგინეიშვილმა მომღერალთა გუნდს შესაკრებად და სამეცადინოდ ქუთაისში ბინა უფასოდ დაუთმო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში ილუზიონისტმა იასინსკიმ გორში წარმოდგენის გამართვა გადაწყვიტა, მაგრამ წარმოდგენის სანახავად ერთი მაყურებელიც კი არ მივიდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობაში ბანკის ოპოზიციის წევრებმა საჩივარი შეიტანეს. ისინი საგანგებო კრების მოწვევას და ილია ჭავჭავაძის, პეტრე გრუზინსკისა და ლევან ჩერქეზიშვილის ნაცვლად, რომლებმაც 20 მაისის კრებაზე თანამდებობა დატოვეს, ახალი კადრების არჩევას ითხოვდნენ.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში ქუთაისის საოლქო სასამართლოში 1895 წელს ურიების წინააღმდეგ აჯანყებულების საქმე განიხილეს. პროცესის თავმჯდომარე იყო ლიტოვჩენკო, პროკურორი კი – ჟუკოვსკი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1-ელ მაისს პეტრე სურგულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, ვალის სანაცვლოდ მიეღოთ მის მიერ თარგმნილი პოლ ბერის წიგნი „დაწყებითი ცოდნა მეცნიერებიდან“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ხონის ქალთა წრეში, რომლის თავმჯდომარეც ეფროსინე ჭიჭინაძე იყო 80-მდე ქალი ირიცხებოდა.

