საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87753

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 ოქტომბერს ალექსანდრე ხიმშიაშვილს სოფელ ლესაში ილიას საღამოს გამართვა სურდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ნოემბერში ეფროსინე ქიქოძემ და ეკატერინე ბახტაძისამ ხონში ქალთა წრე დააარსეს.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელმა ლეჟავამ მოსკოვის უნივერსიტეტის სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ხონში ეფროსინე ქიქოძისა და ეკატერინე ბახტაძის მიერ დაარსებული ქალთა წრის მიზანი ქველმოქმედება და თვითგანვითარება იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს გენერალ-მაიორი მიხეილ ივანეს ძე ასტაფიევი კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების (დაფუძნდა 1850 წელს) პრეზიდენტი იყო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა კ. აბაშისპირელის (კონსტანტინე გამსახურდიას) ლექსი „აი, რა ქნა ლორელაიმ!“.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, შალვა დადიანი მოძრავი დასის რეჟისორი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს გენერალ-მაიორი ტიხანოვი დაღესტნის სამხედრო გუბერნატორის მოადგილე იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სტამბაში იბეჭდებოდა კოტე მესხის „ჯუზეპე გარიბალდი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სტამბაში იბეჭდებოდა ლუკა რაზიკაშვილის პოემა „ახუნდი“.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნერსე ნერსესოვი ქედაბეგის სპილენძის ქარხნის დირექტორი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს იოსებ იოსების ძე პენჩინსკი კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების (დაფუძნდა 1850 წელს)ვიცე-პრეზიდენტი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს რაფიელ დავითის ძე ერისთავი და ივანე ფრანცის ძე იანიცკი კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების (დაფუძნდა 1850 წელს) საბჭოს წევრები იყვნენ.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს პლატონ ავლევის ძე გრგინბეგოვი და ივანე დავითის ძე სულხანოვი კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების (დაფუძნდა 1850 წელს) საბჭოს წევრები იყვნენ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ შალვა დადიანმა სტატია გამოაქვეყნა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს სახელმწიფო მრჩეველი ნიკოლოზ პროკოფის ძე სიტოვსკი კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების (დაფუძნდა 1850 წელს) საბჭოს მდივანი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კოლეგიის ასისტენტი ხავიერ პეტრეს ძე ლევიცკი კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების (დაფუძნდა 1850 წელს) ხაზინადარი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კ. ფ. ბროშნოივსკი კავკასიის სამედიცინო საზოგადოების თავმჯდომარე იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ნ. მ. აკინფიევი კავკასიის სამედიცინო საზოგადოების თავმჯდომაერის მოადგილე იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ი. ი. გეიდემანი კავკასიის სამედიცინო საზოგადოების პირველი მდივანი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ს. ფ. სცეპურა კავკასიის სამედიცინო საზოგადოების მეორე მდივანი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ნ. ე. ბუში კავკასიის სამედიცინო საზოგადოების მდივნობის კანდიდადტი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს მ. კ. სობესტიანსკი კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ხაზინადარი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს გ. ვ. გურკო კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ხაზინადარი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს პ. ა. გლავიცკი კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ბიბლიოთეკარი იყო.