საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87753

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს VII კლასის ტიტულოვანი მრჩეველი გრიგოლ ეგნატეს ძე იგნატიევი და კოლეგიის მრჩეველი ალექსი მაქსიმეს ძე ბროდსლავსკი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს კანცელარიაში საქმისმწარმოებლებად მუშაობდნენ.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს VIII კლასის ტიტულოვანი მრჩეველი ნიკოლოზ გრიგოლის ძე როგოვენკო და კოლეგიის ასისტენტი კონსტანტინე ავგუსტის ძე ჟაბა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს კანცელარიაში საქმისმწარმოებლებად მუშაობდნენ.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კოლეგიის მდივანი აქვსენტი თევდორეს ძე სამოილენკო და კოლეგიის ასისტენტი ნიკოლოზ ზაქარიას ძე უდოვიჩენკო კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში რეგისტრატორებად მუშაობდნენ.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს VII კლასის კოლეგიის მრჩეველი გრიგოლ კარლოს ძე მელიქ-ნუბაროვი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში თარჯიმნად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს X კლასის საგუბერნიო მდივანი ვლადიმერ ფერდინანდის ძე დე-ვილერ დე ლილ-ადამი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში თარჯიმნად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს არკადი ექვთიმეს ძე მაისეევი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში თარჯიმნად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს X კლასის გუბერნიის მდივანი ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ერმოლაევი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში თარჯიმნად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კოლეგიის რეგისტრატორი ნიკოლოზ დანიელის ძე სმირნოვი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში თარჯიმნად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ტიტულიანი მდივანი, სენატორი ევგენი პავლეს ძე სტარიცკი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს საბჭოს წევრი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ტიტულიანი მრჩეველი, სენატორი ალდრ სტეფანეს ძე ოგოლინი თბილისის სასამართლო პალატის თავმჯდომარე იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ტიტულიანი მრჩეველი ნიკოლოზ ივანეს ძე ბარანოვსკი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში დეპარტამენტის დირექტორი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს გენერალ-მაიორი სერგეი ნიკიტას ძე ტრუბეცკოი კავკასიის მეფისნაცვლის მრჩეველი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს მელქომ კასპარიანი-ლომიძე კავკასიის მეფისნაცვლის მრჩეველი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ნიკოლოზ ივანეს ძე პრიბილი კავკასიის მეფისნაცვლის მრჩეველი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ირაკლი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი კავკასიის მეფისნაცვლის მრჩეველი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს თედო ჟორდანია გურია-სამეგრელოს სამრევლო სკოლების ზედამხედველი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს დეკანოზი ესტატე ელიაშვილი საეკლესიო მუზეუმის გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის ოქტომბერში მაქსიმე შარაძის სტამბაში ალექსანდრე მირაქოვის თარგმნილი წიგნი „ნაპერწკალი“ დაიბეჭდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში ქრისტეფორე ვერმიშევი თბილისის გუბერნიის გამგეობაში სახელმწიფო ქონების განმკარგველი უწყების თანამშრომელი იყო და გუბერნატორს საქალაქო მმართველობის მეოთხე წევრის თანამდებობაზე სურდა მისი დანიშვნა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში პ. მ. არღუთაშვილის ნაცვლად თბილისის გამგეობის წევრად ქრისტეფორე ავაკუმის ძე ვერმიშოვი აირჩიეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 21 ოქტომბერს, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე რომანოვის გამეფების სადღესასწაულო დღეს, სიონის ტაძარში ეგზარქოსმა ვლადიმერმა გორის ეპისკოპოს ალექსანდრესთან ერთად წირვა და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში ფოსტის თანამშრომელი, კოლეგიის რეგისტრატორი გურიელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში პოლიციელმა სულაძემ თავისი სურვილით დატოვა სამსახური.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე ნაძალადევში, გრიგოლ ჩარკვიანის სახლში, მოყვარული მსახიობები წარმოდგენებს მართავდნენ. წარმოდგენებზე დასასწრები ბილეთები იაფი ღირდა და მაყურებელი ბევრი ჰყავდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ დ. მესხმა სტატია „ჯარში გასაყვანი ახალგაზდების საგულისხმოთ“ გამოაქვეყნა.