საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87753

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 იანვარს გრიგოლ მანთაშოვმა პოლიციაში განაცხადა, რომ ტყავების საწყობიდან მოჰპარეს 400 თუმნის ღირებულების სხვადასხვაგვარი ტყავი. მას ეჭვი ჰქონდა ვანო არუთინოვზე. მოპარული საქონელი აღმოაჩინეს პარუნბეგოვის ქარვასლაში და საქმე გამოსაძიებლად გადასცეს გამომძიებელს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ მანთაშოვი იყო ვაჭარი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს დავით გიორგის ძე ერისთავი თავადი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 იანვარს ერევნის მოედანზე გრიგოლ ალიბეგოვის ჩაის მაღაზია გაძარცვეს და ჩაი ყუთებით გაიტანეს.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის თანამშრომელი კუზმა ივანეს ძე მულინი იყო გუბერნიის მდივანი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „დემეტრეს ჩივილი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილსა და დავით გიორგის ძე ერისთავს ქართული დრამატული საზოგადოების ძველი მმართველობისაგან უნდა ჩაებარებინათ საქმეები და ქონება – ბიბლიოთეკა, აქსესუარები და გარდერობი, რაც ორასი-სამასი თუმნის ღირებულების იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი იყო თავადი.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების წევრი იყო.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით გიორგის ძე ერისთავი იყო ქართული დრამატული საზოგადოების წევრი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით მე-2 გილდიის ვაჭარი იყო გრ. ალიბეგოვი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილის ფელეტონი „ბერძენ-რომაელთა და ქართველთ ზოგიერთ ჩვეულებათა მსგავსება“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, ქართველი ხალხი საქმეს მხოლოდ იმიტომ მიჰყოფდა ხელს, რომ თავისი მოძმისთვის საქმე გაეფუჭებინა და გზა გადაეღობა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე იყო მომარაგების მინისტრის მოადგილე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ გაზეთი, რომელიც მკითხველს თავის ნაკლოვანებებს, უყურადღებოდ დარჩენილ მოვლენებს თუ არ უხსნიდა და ანახებდა, მის ბეჭდვას არანაირი აზრი არ ჰქონდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ მას შემდეგ, რაც „ივერია“ გაზეთად გადაკეთდა ქვეყნის საშინაო საქმეებზე აღარ წერდა, რაც ძალიან დიდი ნაკლი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილმა ორმოქმედებიან კომედიაში „პარიზელ ბიჭში“ ამედეის როლი ვერ ითამაშა კარგად, თუმცა ცუდადაც არ შეუსრულებია. ამედეის პერსონაჟი არ იყო აქტიური, თუმცა ამ შემთხვევაში მსახიობს უნდა გაეცოცხლებინა და მეტი ელფერი შეეძინა როლისთვის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ იმედს იტოვებდა ქართველი ადამიანი არ გაძუნწდებოდა და ოდესაში მყოფ სასოწარკვეთილ სტუდენტებს დაეხმარებოდა. შეძლებისდაგვარად ყველას უნდა გაეღო დახმარება, რადგან თითოეული გროშიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, ოდესიდან ქართველი სტუდენტები ატყობინებდნენ, რომ მიუხედავად კარგად სწავლისა და ბევრი მცდელობისა ვერაფერს გახდნენ, ფინანსური სახსრები ვერ მოიპოვეს და დახმარება სჭირდებოდათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ თვისებები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლამონდომებულ ქართველ ახალგაზრდებს ჰქონდათ – კეთილშობილური სითამამე, თავგანწირვა, თუნდაც ვაჟკაცური წინდაუხედავობა ყველა ადამიანისთვის აუცილებელი თვისება იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ ქართველი სტუდენტები იმდენად მონდომებულები იყვნენ უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ მიეღოთ, უსახსრობას არ უშინდებოდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ ქართველი ახალგაზრდები ცდილობდნენ ოდესის უნივერსიტეტში მოხვედრას და უმაღლესი განათლების მიღებას. ოდესაში ბევრი ქართველი სწავლობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ნ. მ. ჯორჯაძეს სამმოქმედებიან კომედიაში „სადავო მფლობელობაში“ თავისი როლი არ ჰქონდა ნასწავლი და არც სუფლიორს უსმენდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ანდრონიკოვისამ სამმოქმედებიან კომედიაში „სადავო მფლობელობაში“ თავადის ასულის ქეთევანის როლი კეთილსინდისიერად შეასრულა. ეს როლი მის რეპერტუარში ძალიან კარგი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგმა სამმოქმედებიან კომედიაში „სადავო მფლობელობაში“ მარდად ითამაშა და ზოგიერთ ეპიზოდში საუცხოოდაც კი.