რეგისტრირებული ფაქტები81839
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა ქართულ თეატრში წარმოადგინა ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის „მეგობრობა“ და ივანე გედევანის ძე გომართელის „დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ნამდვილმა წევრებმა დაბა ცხინვალიდან გაუგზავნეს საზოგადოების წევრობის მსურველთა სია და სთხოვეს ამ პირთა წევრებად მიღება უახლოეს დროში, რადგან ცხინვალის მაცხოვრებელთა ჯგუფს განზრახული ჰქონდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების დაარსება დაბა ცხინვალში.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივან სამსონ ფირცხალავას ილია მაჭავარიანმა გაუგზავნა დაბა ცხინვალში საზოგადოების წევრობის მსურველთა სია და სთხოვა გამგეობას ამ პირთა წევრებად მიღება.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 მარტს ქართულ თეატრში ეკატერინე გაბაშვილის თაოსნობით გაიმართა „გასამართლება „სამშობლოს“ გმირების ქეთევან ლიონიძისა და ლევან ხიმშიაშვილისა“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 მარტს ქართულ თეატრში გამართულ წარმოდგენაში „გასამართლება „სამშობლოს“ გმირების ქეთევან ლიონიძისა და ლევან ხიმშიაშვილისა“ კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი ნაფიც მსაჯულთა მამასახლისის როლს ასრულებდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 მარტს ქართულ თეატრში გამართულ წარმოდგენაში „გასამართლება „სამშობლოს“ გმირების ქეთევან ლიონიძისა და ლევან ხიმშიაშვილისა“ ილია ზურაბიშვილი მსაჯულთა თავმჯდომარის როლს ასრულებდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 მარტს ქართულ თეატრში გამართულ წარმოდგენაში „გასამართლება „სამშობლოს“ გმირების ქეთევან ლიონიძისა და ლევან ხიმშიაშვილისა“ ბრალდებულ ქეთევანის როლს თამარა გოგოლაშვილი ასრულებდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორის 1910 წლის 17 მარტის განკარგულებით, აგრაფინა ბერიძე მარტვილის ერთკლასიანი სასწავლებლის პედაგოგად გადაიყვანეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 18 მარტის წერილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილება (გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) მთავარ გამგეობას სთხოვს, განუმარტონ – ფილიალის წევრებს აქვთ თუ არა საერთო კრებაზე დასწრებისა და გადამწყვეტი ხმის უფლება.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 18 მარტის წერილი შეეხება ილიას ფონდის მოხმარების გეგმის შემუშავებას: ქუთაისის ფილიალი (გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას სთავაზობს ჩაატაროს ანკეტური გამოკითხვა აღნიშნულ საკითხზე, გაიგოს განყოფილებათა გამგეობებისა და შემომწირველთა აზრი, რათა საზოგადოება მეტი თანაგრძნობით მოეკიდოს ილიას ფონდს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალიდან (გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) მთავარ გამგეობას სთხოვეს, დაებრუნებინა წინა წლის აპრილის საორგანიზაციო კრების ოქმი და დამსწრე წევრთა სია (დედანი ან ასლი), რადგან ფილიალისთვის ორივე ძალიან საჭირო დოკუმენტი იყო.