საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87753

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გიორგი ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი ინჟინერი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ჩალხუშიანმა შმაგილოვთან ერთად ძეგვის ხიდის აფეთქება სცადა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ლ ნოემბერს ჟენევის ქართულ ბიბლიოთეკა-სამკითხველოში ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიება ალექსანდრე დავითის ძე თორაძის სიტყვით გამოსვლით დაიწყო.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 2 დეკემბერს სოფ. კაცხში ბასილ კაპანაძემ გერვასი ჭუმბურიძე ხანჯლით მოკლა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 დეკემბერს გ. ს. ქუთათელაძე თბილისის საგუბერნიო ციხიდან სამ ტუსაღთან ერთად გაიპარა, მაგრამ ისევ დააპატიმრეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის აგვისტომდე ბესარიონ იოსელიანი გურიანთის ბოქაული იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ალექსანდრე დავითის ძე თორაძე ჟენევის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარე იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს იოსებ ყიფშიძე პეტერბურგის ინსტიტუტის სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი იყო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სასამართლო პალატის მიერ გამართლებულ ფარნა გეგელიას ადმინისტრაციული წესით როსტოვში აგზავნიდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ნოემბერში პლატონ კაციტაძემ საშა იაგორის ძე კუზანოვი დაჭრა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 30 ოქტომბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა დადგა სპექტაკლი „ორ ცეცხლ შუა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ბარბარე ავალიშვილისა, ვასო აბაშიძე, კოტე ყიფიანი და სხვ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს სოსო მერკვილაძემ გამოსცა წიგნაკი „ხალხური ანდაზები და გამოცანები“, რომელსაც სოფლის მასწავლებლებს სემინარიის პირდაპირ მდებარე „Восточный магазин“-ში უფასოდ ურიგებდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა განცხადება სოსო მერკვილაძის მიერ შედგენილი წიგნაკის „ხალხური ანდაზები და გამოცანები“ გამოცემის შესახებ.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს დამსახურებული სახელმწიფო მოხელე ტიბერი ივანეს ძე ვერჟბიცკი კავკასიის საფოსტო ოლქის მმართველის თანაშემწე იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს საგანგებო დავალებათა მოხელე ადამ ეგნატეს ძე ოსტროვსკი კავკასიის საფოსტო ოლქის მმართველის თანაშემწე იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს მელიტონ სტეფანეს ძე გოროდენსკი კავკასიის საფოსტო ოლქის მმართველის კანცელარიაში მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს VII კლასის კოლეგიის რეგისტრატორი აკიმ იაკობის ძე გრეჩინსკი კავკასიის საფოსტო ოლქში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს VIII კლასის კოლეგიის ასისტენტი კაზიმირ ოსიპეს ძე სლავინსკი კავკასიის საფოსტო ოლქში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ტიტულიანი მრჩეველი ა. ს. ვოიცკი საფოსტო ოლქში ფოსტის მიმოქცევის აღმწერად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს უფროსი სახელმწიფო მოხელე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ადოლფ ალექსანდრეს ძე რემერტი კავკასიის სამედიცინო განყოფილების სამოქალაქო ნაწილის თბილისის ოლქის მედიცინისა და მინერალური წყლების განყოფილების უფროსი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს სახელმწიფო მოხელე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ვასილის ძე სკოროვი კავკასიის სამედიცინო განყოფილების სამოქალაქო ნაწილის თბილისის ოლქის მედიცინისა და მინერალური წყლების განყოფილების წევრი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კოლეგიის მრჩეველი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი იაკობ იაკობის ვერლინი კავკასიის სამედიცინო განყოფილების სამოქალაქო ნაწილის თბილისის ოლქის მედიცინისა და მინერალური წყლების განყოფილებაში მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ვ. კაჩკოვმა ბაგრატის ტაძრის ზღუდის გამკეთებელ კომისიას 5 მანეთი შესწირა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ელ ნოემბერს ჟენევის ქართულ ბიბლიოთეკა-სამკითხველოში გამართულ ილია ჭავჭავაძის იუბილეზე სიტყვით გამოვიდა გ. კერესელიძე.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სტეფანოვი სანიტარული და სამედიცინო ინსპექტორი იყო.