რეგისტრირებული ფაქტები81763
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს კოლეგიის მრჩეველი სულხან ივანეს ძე თუმანოვი კავკასიის ოლქის გლეხებთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს კანცელარიაში მუშაობდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს კოლეგიის ასისტენტი სიმონ სიმონის ძე შუკინი კავკასიის ოლქის გლეხებთან ურთიერთობის სამმართველოს კანცელარიაში მუშაობდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს VIII კლასის კოლეგიის მრჩეველი მიხეილ ეგნატეს ძე თამამშევი კავკასიის ოლქის გლეხებთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს საერთო განყოფილებაში მუშაობდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში ლუიზა მარგარეტ ნიკოლსონმა ბაქოში კონცერტი გამართა. ბაქოს შემდეგ მას კონცერტი თბილისში ჰქონდა დაგეგმილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ოქტომბერში წვრილი კრედიტის ინსპექტორი მ. ჯაფარიძე სოფ. ნიგოზეთის სკოლის მასწავლებლებს შეხვდა და სოფელში წვრილი კრედიტის ამხანაგობის დაარსების შესახებ მოელაპარაკა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში კავკავში შუვალოვის სტამბის თანამშრომლებმა საკუთარი გამსესხებელ-შემნახველი სალაროს დაარსება გადაწყვიტეს და 22 ოქტომბერს ამ საქმისთვის 40 მანეთი შეაგროვეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 ლის 24 ოქტომბერს პოლიციელმა ილია დგებუაძემ აბასთუმანში ყაჩაღი თეიმურაზ ბერიშვილი დააკავა.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წელს, თბილისის ახალი თეატრის მშენებლობის დროს, პავლე შტერნი არქიტექტორ ვიქტორ შრეტერის მოადგილე იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს კოლეგიის ასისტენტი ალბერტ თეოდორეს ძე ზალცმანი კავკასიის ოლქის გლეხებთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს საერთო განყოფილებაში მუშაობდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს VIII კლასის სახელმწიფო მოხელე ალექსანდრე დავითის ძე ერიციანი კავკასიის ოლქის მთავარ სამმართველოში მუშაობდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს დამსახურებული სახელმწიფო მოხელე მიხეილ მიხეილის ძე ზნაჩკო-იავორსკი კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი არტემ ივანეს ძე იოანისიანი კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს ივანე მიხეილის ძე იურჩენკო კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს კაპიტანი მირზა ფათალი ახუნდოვი კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს სახელმწიფო მრჩეველი გიორგი კარლის ძე დროზდოვი კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს ანდრის მათეს ძე ბაიკოვი კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს პოდპორუჩიკი ნიკოლოზ ავგუსტის ძე ფონ დერ ნონი კავკასიის ოლქის მეფისნაცვლის მთავარი მმართველობის წევრი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს ქუთაისის ქართულ თეატრში გიორგი ნიკოლოზის ძე იშხნელის ბენეფისი იყო დანიშნული.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მიტროპოლიტმა პალადიმ ნინო ორბელიანისას მეტეხის ტაძრის რესტავრაციისას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის დეკემბერში იღუმენი ევსევი ჭიჭინაძე გარდაიცვალა. იგი მოწამეთას მონასტრის ეზოში უნდა დაეკრძალათ.