რეგისტრირებული ფაქტები81763
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილებაში მუშაობდა გუბერნიის მდივანი იოსებ იაკობის ძე ილუშევიჩი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას ა. ოვაკჯანოვმა 1. 10 მანეთი შესწირა, ვ. ვ. მაქსიმოვმა – 7 აბაზი, ვ. ვოლსკიმ, ბ. ჭეიშვილმა და იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავამ მანეთ-მანეთი შესწირეს.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სტ. ფირალაშვილი ქუთაისის გუბერნიის მუშათა დაზღვევის საკრებულოს წევრად აირჩიეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 12 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ედმონდ ედმონდის ძე ფრიკი ინჟინერი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ნესტორ კალანდარიშვილი და დომენტი ჩხაიძე დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ელისო კალანდაძე და პოლიკარპე მაქსიმეს ძე თალაკვაძე დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე ჩერნიკოვმა ახალი სისტემის გიტარა გამოიგონა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იაკიმე კირთავას ლოსაბერიძის მოკვლა ედებოდა ბრალად.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე სომეხთა კათალიკოსი მკრტიჩ I ბაქოსა და თბილისში ვიზიტს გეგმავდა.