რეგისტრირებული ფაქტები81758
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 29 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მამა დავითის ტაძარში ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 3 წლისთავზე პანაშვიდი გადაიხადა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 აგვისტოს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ნატალია გაბუნიას ხსოვნის აღსანიშნავად ყოველწლიურად, მის დაბადების დღეზე, 3 თებერვალს, წარმოდგენა გაემართა. წარმოდგენიდან მიღებული თანხა გაბუნიას სახელზე დაწესებულ სტიპენდიას დაემატებოდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 30 აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილებას (გამგეობის თავმჯდომარე – ტ. კახიძე) თბილისიდან აცნობებენ, რომ ყალამშიისა და გიორგიწმინდის სკოლების მასწავლებლები – დავით ძეძამიძე და არისტოკლე რამინიშვილი, – ორივე კარგი სპეციალისტია: ორივემ კარგი საფუძველი შეუქმნა მათდამი რწმუნებულ სკოლებს. სწორედ ამიტომ მიაჩნია მთავარ გამგეობას, რომ სასურველია, კავკავის სკოლაში გადასვლის ნაცვლად, ისინი თავიანთ ადგილებზე დარჩნენ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 31 აგვისტოს ზუბალაშვილების სახალხო სახლში ქართულმა დრამატულმა დასმა იოსებ ივანიძის, შაქრო საფაროვისა და ნებიერიძის მონაწილეობით წარმოადგინა სპექტაკლი „ძველი და ახალი თაობა“.
1910
ტიპი: თანამდებობა
1904 წლიდან 1910 წლის პირველ სექტემბრამდე კონსტანტინე მაქსიმეს ძე სუხიევი განჯის ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის პირველი სექტემბრიდან 1912 წლის პირველ თებერვლამდე კონსტანტინე ანთაძე იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ ზესტაფონის საეკლესიო სამრევლო სკოლის რჯულის მასწავლებლად დანიშნა.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის (დაარსდა 1909 წლის 4 ოქტომბერს) ორ კლასში 43 მოსწავლე სწავლობდა.