რეგისტრირებული ფაქტები87752
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს გიორგი ივანეს ძე პავლენოვი მთიელი ხალხის განყოფილების უფროსის დამხმარე იყო.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 24 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ქუთაისის წმინდა ნინოს სახ. სასწავლებელში გამართულ პუშკინის საღამოზე ნიკოლოზ დავითის ძე მაჭავარიანმა თხზულება წაიკითხა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 24 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ თბილისში ებრაელთა მასკარადი გაიმართებოდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 24 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ რამდენიმე ქველმოქმედს გადაწყვეტილი ჰქონდა უფასო სასადილოს დაარსება ხელმოკლე ადამიანებისთვის.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 24 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ლ. შანცერი ჭაჭისგან სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებისა და ღვინის წარმოებისთვის თბილისის ახლოს ლაბორატორიის გამართვას აპირებდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს ალექსანდრე სტეფანეს ძე ოგოლინი კავკასიის ოლქის მთავარი სამმართველოს თბილისის სასამართლო პალატის თავმჯდომარედ მუშაობდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს პეტრე ალექსანდრეს ძე პეშუროვი კავკასიის ოლქის მთავარი სამმართველოს თბილისის სასამართლო პალატის დეპარტამენტის უფროსი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს იასე ადამის ძე ანდრონიკაშვილი კავკასიის ოლქის მთავარი სამმართველოს თბილისის სასამართლო პალატის წევრი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს მიხეილ თეოდორეს ძე მიხაილოვი კავკასიის ოლქის მთავარი სამმართველოს თბილისის სასამართლო პალატის წევრი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს იაკობ ივანეს ძე რაშეტი კავკასიის ოლქის მთავარი სამმართველოს თბილისის სასამართლო პალატის წევრი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს მიხეილ ივანეს ძე სპიროვი კავკასიის ოლქის მთავარი სამმართველოს თბილისის სასამართლო პალატის წევრი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს ალექსანდრე პეტრეს ძე ვიტკოვსკი კავკასიის ოლქის მთავარი სამმართველოს თბილისის სასამართლო პალატის წევრი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს ალექსანდრე პავლეს ძე სმიტენი კავკასიის ოლქის მთავარი სამმართველოს თბილისის სასამართლო პალატის წევრი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს პეტრე იაკობის ძე ბუზლო კავკასიის ოლქის მთავარი სამმართველოს თბილისის სასამართლო პალატის წევრი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 13 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის სეიმის სხდომისთვის გამოქვეყნდა ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკის კაბინეტის წევრთა სია, რომლის მიხედვითაც ნოე რამიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 13 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის სეიმის სხდომისთვის, გამოქვეყნდა ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკის კაბინეტის წევრების სია, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე ხატისოვი ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.
2012
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ ჯღარკავას გლეხთა გამათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა პეტრე ქარდავას, ყარამან ანჩაბაძის, ალექსანდრე მიქელაძის, ილია ლომთათიძისა და ვანო რევიშვილის საქმე დაამტკიცა. მათ სხვადასხვა ვადით კატორღა ჰქონდათ მისჯილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველ და ორ ივნისს პეტრე მ. ჩინიჯევი, გ. ე. გრიგოლია, ს. გ. წერეთელი, ე. ი. დიატკინი, ვ. ა. დიმიტროვსკი და მ. ნ. ავდიევი სურსათის სამინისტროში გამართულ თათბირს ესწრებოდნენ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ბათუმის რკინიგზის ოზურგეთთან ახლოს გატარებამ ქალაქში ფაეტონებისა და დილიჟანის მოთხოვნილება გააჩინა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ოდესის სასულიერო სემინარიის ქართველი სტუდენტები რედაქციას გაზეთის უსასყიდლოდ მიწოდებისთვის მადლობას უთვლიდნენ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, თბილისის სასამართლოს განყოფილებამ ახალქალაქში საქმეების განხილვა დაიწყო.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „ნოვოე ვრემიას“ ცნობით, პეტერბურგში მინისტრთა კაბინეტმა ბაქოდან ნავთობსადენის გაყვანის საქმე განიხილა.

