საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87752

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში ქალაქის განათების საკითხის გადასაჭრელად ხმოსან ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვის წინადადებით შექმნილმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიის გადაწყვეტილებით თბილისის განათებაზე ქალაქის თვითმმართველობას უნდა ეზრუნა. 

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნიკოლოზ ნაცვლიშვილმა სინოდის კანტორის კანცელარიაში დაიწყო მუშაობა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს გიორგი აფანასის ძე ძიუბენკო სახელმწიფო ქონების სამაზრო რწმუნებული და გუბერნიის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კორნელი ქუთათელაძე საფოსტო კანტორაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ევგენია აფანასიევა საფოსტო კანტორაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გევორქ სამუელიანცი საფოსტო კანტორაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ტერ-სარქისოვს თბილისში, „სასახლის ნომრების“ ეზოში, სავაჭრო დუქანი ჰქონდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს მ. მიქელაძე ოზურგეთში დადგმულ პიესაში მონაწილეობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პროკოფი ბერაია საფოსტო კანტორაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს დიაკვანმა გიორგი მერაბის ძე გეგეჭკორმა მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის ფული და წიგნები შეაგროვა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს ვასილ ურუშაძე ოზურგეთში წარმოდგენილ პიესაში მონაწილეობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ელიზბარ ბერაია საფოსტო კანტორაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში გუბერნიის მდივანმა მაღალოვმა სიღნაღის ხაზინაში ბუღალტრად დაიწყო მუშაობა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს რამზან ჯიბრაილ-ოღლი საფოსტო კანტორაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს ოზურგეთში სცენისმოყვარეებმა ალექსანდრე ყაზბეგის სამმოქმედებიანი დრამა „არსენა“ წარმოადგინეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 24 ოქტომბერს შემოქმედში ბჟუჟზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა დასრულდა. მშენებლობა ი. ბაბინაშვილის ინიციატივით დაიწყო. მშენებლობის დასრულებიდან 3 დღეში ბჟუჟი ისე ადიდდა, რომ ნახევარი ხიდი დაანგრია.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ივლისში ივანე ჯაბადარმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 10.35 მანეთი შესწირა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 25 ოქტომბერს ალექსანდრე პლეშკოვის 3 წლის ქალიშვილი ხუნაგის დიაგნოზით საავადმყოფოში დააწვინეს და სახლს დეზინფექცია ჩაუტარეს.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 10 მარტს გაენათის მონასტერში გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზე ბლაღოჩინ ერმოლაოზ კანდელაკის მიერ წარმოთქმული სიტყვა იმავე წლის ოქტომბერში თავართქილაძის სტამბამ წიგნაკად გამოსცა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს ოზურგეთში სცენისმოყვარეებმა ვალერიან გუნიას პიესა „მონადირე“ წარმოადგინეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ალექსანდრე ბერიშვილი საფოსტო კანტორაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში სომხური თეატრის დასმა სათავადაზნაურო თეატრში დადგა ვოდევილი „200 000“, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ტერ-დავითიანი ასრულებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ ვანო ლოლუას სტატიის ნაცვლად გრიგოლ კოლხიდელის წერილი გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ივლისში ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო — 12 მანეთი გადაიხადა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 13 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის სეიმის სხდომისთვის გამოქვეყნდა ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკის კაბინეტის წევრების სია, რომლის მიხედვითაც ავეტიქ სააკიანი სურსათის მინისტრად დაინიშნა.