რეგისტრირებული ფაქტები81707
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 25 ოქტომბერს ალექსანდრე პლეშკოვის 3 წლის ქალიშვილი ხუნაგის დიაგნოზით საავადმყოფოში დააწვინეს და სახლს დეზინფექცია ჩაუტარეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს ოზურგეთში სცენისმოყვარეებმა ვალერიან გუნიას პიესა „მონადირე“ წარმოადგინეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში სომხური თეატრის დასმა სათავადაზნაურო თეატრში დადგა ვოდევილი „200 000“, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ტერ-დავითიანი ასრულებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ ვანო ლოლუას სტატიის ნაცვლად გრიგოლ კოლხიდელის წერილი გამოქვეყნდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის ივლისში ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო — 12 მანეთი გადაიხადა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 13 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის სეიმის სხდომისთვის გამოქვეყნდა ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკის კაბინეტის წევრების სია, რომლის მიხედვითაც ავეტიქ სააკიანი სურსათის მინისტრად დაინიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 აგვისტოს ევგენი ჩიჯავაძემ „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ქუთაისის მაზრის სოფელ კულაშში საჭირო იყო საზოგადოებრივი სამკითხველოს დაარსება.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს სიმონ ჭეიშვილი ოზურგეთში წარმოდგენილ პიესაში მონაწილეობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 13 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის სეიმის სხდომისთვის გამოქვეყნდა ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკის კაბინეტის წევრების სია, რომლის მიხედვითაც გრიგოლ გიორგაძე სამხედრო მინისტრად დაინიშნა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 3 დეკემბერს უთუ ბასილია სენაკის სამაზრო სატუსაღოდან ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილეში გადაიყვანეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 28 ოქტომბერს ტიგრან ავეტისოვმა პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა კარაპეტ მნაცაკანოვი, რომელსაც ავეტისოვისთვის ჯიბიდან საათი და სხვა ნივთები ამოუცლია. ქურდს მოპარული ნივთები ჯიბეში უპოვეს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა პლატონ და თომა დგებუაძეების, ბაგრატ ჭანტურიას, გრიგოლ ჯანაშიასა და აკაკი კოხოძის საქმე დაამტკიცა. მათ სხვადასხვა ვადით კატორღა ჰქონდათ მისჯილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 13 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის სეიმის სხდომისთვის გამოქვეყნდა ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკის კაბინეტის წევრების სია, რომლის მიხედვითაც ფათალი ხან ხოისკი იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.
1887
ტიპი: ორგანიზაცია
1887 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ „მოსკოვსკიე ვედმოსტის“ ინფორმაციით, იმიერ კასპიის ოლქი კავკასიის მმართველობას აღარ დაექვემდებარებოდა და საკუთარი გამგეობა მიენიჭებოდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიას“ დავით ნაზარიშვილი ქუთაისიდან სწერდა, რომ 8 თებერვალს, კვირას, სოფ. გოჩაჯიხაიშში გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის კრება გაიმართა, რომელსაც 106 კაცი დაესწრო.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიას“ დავით ნაზარიშვილი ქუთაისიდან სწერდა, რომ 8 თებერვალს, კვირას, სოფ. გოჩაჯიხაიშში გამართულ გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის კრებაზე, რომელსაც 160 კაცი ესწრებოდა, ბოლოს 40 წევრი დარჩა, რომელთაც წესდების დარღვევით მიიღეს გადაწყვეტილება.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ დიდმარხვის წინა კვირაში ახალციხეში იქაური საქალებო სკოლის სასარგებლოდ საქველმოქმედო წარმოდგენები ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე გაიმართა, სადაც 200 მანეთი შეგროვდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ახალციხეში რამდენიმე კაცისგან შემდგარმა კომიტეტმა გაჭირვებული ხალხის დასახმარებლად 600 მანეთი შეაგროვა.