რეგისტრირებული ფაქტები87744
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვიქტორ ნიკოლოზის ძე გეევსკი მებაღეობის სკოლის შენობის კურთხევას მუშტაიდის ბაღში დაესწრო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი მუშტაიდის ბაღში დაესწრო მებაღეობის სკოლის შენობის კურთხევას სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პროფესორი ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონს ესტუმრა სოფელ მუხრანში მარნებისა და ვენახების დასათვალიერებლად.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი იყო არნოლდ თევდორეს ძე მორიცი.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ რაჭველი ადამიანი თავშენახული, შრომისმოყვარე, ფრთხილი, დამზოგველი, გონიერად მომჭირნე და ძლიერი იყო. ძალიან დასანანი იქნებოდა ასეთი ადამიანები თუ ქვეყანას დააკლდებოდნენ და სხვაგან გადასახლდებოდნენ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ რაჭის მკვიდრები დიდ გაჭირვებაში იყვნენ უნაყოფო მიწებისა და შიმშილის გამო. რაჭაში 46 501 დესეტინა ტყე იყო და თუკი სახელმწიფო ქონებათა გამგეობა უფლებას მისცემდა ხალხს გამოეყენებინა ეს მიწები, მაშინ შრომისმოყვარე და დაუზარელი რაჭველი თავის მიწას წალკოტად აქცევდა, რის შემდეგაც აღარ მოუწევდა მამა-პაპისეული ადგილიდან გადასახლება.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქუთაისელმა ივანე ბაქრაძემ ბორჩალოს მაზრაში, დისიხის სასოფლო საზოგადოებაში, ბერძენი მოქალაქე მოკლა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გრიგოლ შიოევი თბილისში მცხოვრები ბერძენი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილის სტამბაში დაიბეჭდა შემდეგი წიგნები: „მეთევზის შვილი“, „შრომა და სიმდიდრე“, „გმირი როლანდი“, „დროა გონს მოვიდეთ“, „ფუტკრის გონიერი მოვლა-მოშენება“, „ლინჰარდი და გერტრუდა“, „ხტუნია ციყვუნია“, ბოკლის „ცივილიზაციის ისტორია“, პოემა „შიო თავადი“, „როგორ ცხოვრობენ ჩინელები“, „ცხენის წურბელა“, „მაჰმადი“, „დარვინიზმი“ (I და II წიგნი).
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მოქალაქე ისიდორე თხელაძე წყალში დაიხრჩო. ტრაგედია გორის მაზრაში მოხდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ყვავილებით მოსართავად რატიანმა, ალ. პაპოვმა, კუბიცკიმ და სიკორსკიმ 30-30 კაპიკი გაიღეს, გარდანოვმა და ბუხრაძემ – 15-15 კაპიკი.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მოქალაქე ივანე ბაქრაძემ ყარსის რკინიგზის 121-ე ვერსზე გრიგოლ შიოევი მოკლა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა გამოსცა იოსებ ცისკარიშვილის მიერ რუსულიდან ნათარგმნი წიგნი „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“ საქონლის ჭირის განადგურების მეთოდებზე.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის პირველ ივნისს ქუთაისის გუბერნატორმა ხელი მოაწერა დადგენილებას შაბათ-კვირას სავაჭრო საქმიანობის 12-დან 6 საათამდე წარმოების შესახებ დადგენილებას. ვაჭრები გლ. კემულარია, იაკინთე ალიბეგოვი და მამაჯანოვი დადგენილებას არ ემხრობოდნენ და საკითხის თავიდან განხილვას ითხოვდნენ.

