რეგისტრირებული ფაქტები87744
სორტირება თარიღი მზარდობით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა მდივან სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას უთხრა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიის დანაკლისზე პასუხისმგებლობა შესაძლოა მას დაკისრებოდა, ამიტომ სხდომა უნდა დაეტოვებინა. ფირცხალავამ წასვლამდე განაცხადა, რომ როდესაც ის მდივნად დანიშნეს, უკვე აღარ მოქმედებდა წესდება, რომელიც მაღაზიაზე პასუხისმგებლობას მდივანს აკისრებდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა წაიკითხა 1880 წელს შედგენილი ინსტრუქცია საზოგადოების წიგნის მაღაზიის მართვის შესახებ.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ გამგეობას მოახსენა, რომ წიგნის მაღაზიის გამგემ, შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილმა საჭიროდ მიიჩნია დაკარგული 64 წიგნის შესახებ ცნობების ხელმეორედ შემოწმება. შემოწმების შედეგები სარევიზიო კომისიის ანგარიშს არ დაემთხვა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა იძულებული გახდა სხდომა დაეტოვებინა, რის შემდეგაც საქმის წარმოება დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს დაევალა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ გამგეობის 9 წევრიდან 8 საზოგადოების წიგნის მაღაზიაზე პასუხისმგებლად მიიჩნევდა წიგნის მაღაზიის გამგე შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს, ხოლო 6 ფიქრობდა, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა საზოგადოების მდივან სამსონ გიორგის ძე ფირცხალავასაც.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი მაღაზიის დაკეტვის წინააღმდეგ გამოვიდა. მისი აზრით, სჯობდა მაღაზიის გამგისთვის შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილისთვის მაღაზიის საწყობი ჩამოერთმიათ და სხვისთვის გადაეცათ, მაღაზიაში კი – წიგნები დაეთვალათ და სია გამგისთვის ჩაებარებინათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, საზოგადოების წიგნის მაღაზიაში წიგნები იაკობ სოლომონის ძე ღულაძის, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძისა და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის თანდასწრებით დათვლილიყო და სია ჩაბარებოდა შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს, რომელსაც შემდეგ გაყიდული წიგნები უნდა აღერიცხა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს წიგნის მაღაზიის ანგარიში ყოველ საღამოს გადაეცა ბუღალტრისთვის, ხოლო ნავაჭრი მდივნისთვის ჩაებარებინა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის პირველ მაისს თამარ ხარაბაძეს დაენიშნა სტიპენდია 8 მანეთი, ხოლო გიორგი ებრალიძესა და იასონ ჩხენკელს – 10-10 მანეთი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს შიო ქუჩუკაშვილის თხოვნა საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგედ ხელახლა დანიშვნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის მაისში ირკუტსკიდან მატარებლით გამოქცეულმა თედო სახოკიამ თბილისში მეგობრები მოინახულა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის მაისში მატარებლით გამოქცეული თედო სახოკია თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა.
1909
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1909 წლის მაისში ციმბირის გადასახლებიდან გამოქცეულ თედო სახოკიას ბათუმში მეუღლე ნადე კეკლია და ორი წლის ქალიშვილი თინა დახვდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის მაისში ციმბირის გადასახლებიდან საქართველოში გამოქცეულ თედო სახოკიას ბათუმში დახვდნენ მეგობარი ბეგები, რომლებმაც თედო საზღვარზე გადასაყვანად ერთ ლაზს ჩააბარეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის მაისში სამშობლოში გამოქცეული თედო სახოკია ბათუმში ნავში ჩასვეს და ლაზთა თანხლებით ხოფისკენ გაამგზავრეს.

