საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87744

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის დეკემბერში გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის თავმჯდომარეობით გამართულ შავი ქვის მრეწველთა კრებაზე გადაწყვიტეს, რკინიგზის მთავრობის წინაშე აღეძრათ შუამდგომლობა, რომ ჭიათურის საწარმოს მუშებს შავი ქვის საქმეებთან დაკავშირებით კავკასიაში უფასოდ ემოგზაურათ.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით (რედაქტორი ვალერიან გუნია), დიდუბის მაცხოვრებლებს განზრახული ჰქონდათ დამოუკიდებელი სააღებმიცემო ამხანაგობის დაარსება.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ზემო რაჭაში 900 საჟენი სამოსახლო ადგილი 100-200 მანეთი ღირდა, ონში – 500-1000 მანეთამდე, ნასახლარი – 100-220 მანეთამდე და სახნავი – 40-100 მანეთამდე. სწორედ ასეთი მაღალი ფასების გამო ხალხი მიწებს ვერ ყიდულობდა, არ ჰქონდა სარჩო საბადებელი და იძულებული ხდებოდა რაჭიდან გადასახლებულიყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ რაჭაში თითო კომლს 2 ¼ დესეტინა მიწა ეკუთვნოდა, თითო სულს – ¼ , რაც არასაკმარისი იყო ადამიანს თავი ერჩინა და შემოსავალი ჰქონოდა. სწორედ ეს ყველაფერი იყო მიზეზი ადამიანების რაჭიდან გადასახლებისა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ რაჭაში მოსავალი არ მოდიოდა და 1882 წელს სწორედ შიმშილმა აიძულა ადამიანები მამა-პაპისეული ადგილიდან გადასახლებულიყვნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სარჩო-საბადებლის მოსაპოვებლად მამა-პაპისეული ადგილიდან 1882 წლამდე ონიდან 120 კომლი გადასახლდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სარჩო-საბადებლის მოსაპოვებლად ქართველების მამა-პაპისეული ადგილიდან გადასახლება და სხვა ადგილას დამკვიდრება რაჭაში 1880 წელს გახშირდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ქართველი ადამიანი მამა-პაპისეული ადგილიდან პირველად 1879 წელს გადასახლდა და სხვა ადგილას დამკვიდრდა სარჩო-საბადებლის მოსაპოვებლად. ამ წელს ონიდან ერთი კაცი გადასახლდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ქართველების მამა-პაპისეული ადგილიდან გადასახლებამ და სხვა ადგილას დამკვიდრებამ ყველაზე მეტად რაჭაში იჩინა თავი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ადგილ-მამულების ნაკლებობა და სარჩო-საბადებლის არქონა ქართველ ხალხს აიძულებდა მამა-პაპისეული ადგილი მიეტოვებინა და სხვაგან ეძებნა საცხოვრებელი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კონსტანტინე კარლის ძე ტომსონი იყო მხატვარი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ სევასტი ნიკოლოზის ძე პოდა იყო არქიტექტორი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მთავარი სამმართველოს ტიპოგრაფიაში ფაქტორად მსახურობდა კონსტანტინე კარლის ძე ტომსონი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ქართველების მამა-პაპისეული ადგილიდან გადასახლებისა და სხვა ადგილას დამკვიდრების ერთ-ერთი მიზეზი ადგილ-მამულების ნაკლებობა იყო.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ თევდორე თევდორეს ძე ბრანდტი იყო აგრონომიის კანდიდატი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ივანე ლაზარეს ძე კაიტმაზოვი იყო სახელმწიფო მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის საცენზურო კომიტეტში მსახურობდა ივანე ლაზარეს ძე კაიტმაზოვი, ცენზორი აღმოსავლური ენების განხრით.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ალექსანდრე პეტრეს ძე მაქსიმოვიჩი იყო ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ნიკანორ ოსიპის ძე ნოვინსკი იყო არქიტექტორი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ნიკანორ ოსიპის ძე ნოვინსკი იყო ტიტულარული მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს ამიერ და იმიერკავკასიის საგზაო-სამშენებლო კომიტეტის კანცელარიასთან მსახურობდა ნიკანორ ოსიპის ძე ნოვინსკი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-ის მიხედვით, პავლე პეტრეს ძე ზალსკი იყო გუბერნიის მდივანი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ სევასტი ნიკოლოზის ძე პოდა იყო საიმპერატორო კარის მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს ამიერ და იმიერკავკასიის საგზაო-სამშენებლო კომიტეტში მსახურობდა პავლე პეტრეს ძე ზალსკი, რომელიც იყო VIII კლასის საქმისმწარმოებელი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს ამიერ და იმიერკავკასიის საგზაო-სამშენებლო კომიტეტში მსახურობდა სევასტი ნიკოლოზის ძე პოდა, VIII კლასის საქმისმწარმოებელი.