რეგისტრირებული ფაქტები87744
სორტირება თარიღი მზარდობით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, წიგნებით ვაჭრობის ინსტრუქცია დავით კარიჭაშვილის შესწორების გათვალისწინებით მიეღოთ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ საისტორიო-საარქივო სექცია ილია ჭავჭავაძის სახლში ბიბლიოთეკის გადატანის თაობაზე არქიტექტორს უნდა მოლაპარაკებოდა, შემდეგ გეგმა და ხარჯთაღრიცხვა უნდა შეედგინათ და საზოგადო კრებაზე წარედგინათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრის, კონსტანტინე ანთაძის წერილი ყვირილის განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების თაობაზე. კრების დადგენილებით, მომავალ საზოგადო კრებამდე თავმჯდომარეობა მის მოადგილეს უნდა გაეწია, ხოლო ამ თანამდებობაზე თუ არავინ იყო დანიშნული, დაუყოვნებლივ აერჩიათ.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილის ინიციატივა, მოსკოვის ქართული საზოგადოების გამგეობას ან კერძო პირს შეეკრიბა საწევრო გადასახადები. ასევე განიხილეს მისი თხოვნა, საზოგადოება მოსკოვის ქართველობას წიგნების გამოცემასა და პედაგოგიური მუზეუმის დაარსებაში დახმარებოდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 4 ივნისს მამა იოანე ზედაზნელის მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იოანემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს სთხოვა დაებრუნებინათ მისთვის ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძისა და საგურამოს ახალი მოურავის მიერ ჩამორთმეული მიწა, რომელიც ოლღა გურამიშვილმა 1907 წლის 30 ოქტომბერს შესწირა მონასტერს ილიას სულის მოსახსენებლად.
1909
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილება 1909 წელს დაარსდა. განყოფილების თავმჯდომარედ მღვდელი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე აირჩიეს.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილება მთავარ გამგეობას ყვირილაში არსებული კერძო ქალთა პროგიმნაზიის თავინთ სახელზე გადმოტანას სთხოვს.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებამ (თავმჯდომარე – კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე) საკვირაო სკოლის გახსნის თაობაზე სათანადო ნებართვა მიიღო.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების საკვირაო სკოლა გაიხსნა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს დაბა ყვირილაში პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძის მოწვევით (ესწრებოდა 30 კაცი) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების დამფუძნებელი წინასწარი კრება გაიმართა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 10 იანვარს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე (თავმჯდომარე – კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე) შოროპნის მაზრაში ახალგორის, ჩხარისა და ყვირილის განყოფილებების გახსნა გადაწყდა. გამგეობის ფუნქციონირების ადგილად კი დაბა ყვირილა განისაზღვრა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 10 იანვარს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე (თავმჯდომარეობდა პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე) სახალხო სკოლებისა და სამკითხველოების გახსნა გადაწყდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 10 იანვარს კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე, ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძე, ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე და პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების წევრები იყვნენ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 28 ივლისს ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 28 ივლისს მელიტონ მალაქიას ძე გაჩეჩილაძე და ნიკოლოზ სერგის ძე მესხი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 28 ივლისს ტარიელ გიორგის ძე ინასარიძე და ალექსანდრე მიხეილის ძე წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრობის კანდიდატები გახდნენ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 28 ივლისს ვლადიმერ ილიას ძე ჩხეიძე, სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე და ბესარიონ ოქროპირის ძე გაჩეჩილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების (თავმჯდომარე – კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე) 1909 წლის შემოსავალი 382 მანეთს შეადგენდა. (წარმოდგენებიდან 108 მანეთი შევიდა, ლექციებიდან – 27, საწევრო გადასახადი 123 მანეთი იყო, სხვადასხვა შემოწირულობა კი – 117 მანეთი).
1909
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების ( სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე – ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძე) 1909 წლის გასავალი 337 მანეთი და 32 კაპიკი იყო.(სამკითხველოსთვის შეძენილი ჟურნალ-გაზეთების ხარჯი 67 მანეთსა და 39 კაპიკს შეადგენდა, ბიბლიოთეკარის ჯამაგირი – 48 მანეთს, სასწავლო ნივთების შესაძენი – 50 მანეთსა და 85 კაპიკს, განყოფილებისა და ბიბლიოთეკის შეასაკეთებელი – 92 მანეთსა და 65 თეთრს, წვრილმანი ხარჯები კი 78 მანეთი და 43 თეთრი იყო.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებამ (თავმჯდომარე – კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე) 14 სხდომა ჩაატარა, გაირჩა 34 საქმე. საზოგადოებას ამ დროისთვის ჰქონდა ერთი ბიბლიოთეკა დაბა ყვირილაში.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 26 იანვრის 1 საათზე თავმჯდომარის ამხანაგის, კონსტანტინე დავითის ძე ანთაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების სხდომა გაიმართა. სხდომას 25 წევრი ესწრებოდა.

