საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87744

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს კოლეგიის მდივანი ანდრეი გრიგოლის ძე ლისოვსკი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილებაში მუშაობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მუსტაფა ბეკ ვექილოვი აზერბაიჯანის მთავრობამ საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლად დანიშნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთ „ტაიმსში“ გენერალ დენიკინის მიმართ ამიერკავკასიის რესპუბლიკების განწყობის შესახებ სტატია გამოქვეყნდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბრიტანული „თაიმსი“ წერდა, რომ 1919 წლის დეკემბერში შემდგარ აზერბაიჯანის ახალ მთავრობაში ზოგიერთი პარტია დამოუკიდებლობას ემხრობოდა, თუმცა იძულებული იყო თავისი პოლიტიკა პანისლამიზმისთვის შეესაბამებინა და ბოლშევიზმს მიმხრობოდა. აზერბაიჯანისა და საქართველოს გარდა დენიკინის წინააღმდეგი იყო დაღესტნის რესპუბლიკა. მასთან მეგობრულ დამოკიდებულებაში მხოლოდ სომხეთი რჩებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლონდონის „თაიმსი“ წერდა, რომ დენიკინსა და საზონოვს  სომხეთისა და დაღესტნის ავტონომიურობა რომ ეღიარებინათ, წინ წასწევდნენ ანტიბოლშევიკურ ბრძოლას. მიწისა და პოლიტიკური თავისუფლების დაკარგვის შიში იყო მათდამი მტრული განწყობის მიზეზი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლონდონის „თაიმსი“ წერდა, რომ ბაქოში წასული დენიკინი პეტროვსკში გაემგზავრა და იქიდან გადაწყვიტა ენზელის დაცვა. ბაქოში ეს ქმედება გაიგეს როგორც ბლოკადის სურვილი და ხელმძღვანელობა ბოლშევიკებს შეუერთდა.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორი გრიგორი ჩალხუშიანი სომხეთის მთავრობასთან იყო დაახლოებული.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორ გრიგორი ჩალხუშიანს,  განზრახული ჰქონდა რუსეთში დაბრუნება და იმ ძალასთან მუშაობა, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავდა რუსი ხალხის ნებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორი გრიგორ ჩალხუშიანი ქვეყნის დატოვების მიზნით საქართველოს მთავრობისგან ნებართვის აღებას ცდილობდა, რისთვისაც თბილისში რამდენიმე დაახლოებული ადამიანი – სამხედრო პირი, საზოგადო მოღვაწე და ვექილი გამოგზავნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიგოითში მაჭუტაძის ტყიდან სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაჰქონდათ შეშა, რაც ტყის გაჩეხვასთან ერთად ახალი სათესი მიწების მატებასაც მოასწავებდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 5 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ტარას დიაჩკოვი დანიშნეს ახალქალაქის მაზრის უფროსად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს მიხეილ ნასიძის ახალი წიგნი „ქართველი მწერლები, ვახტანგ მე-VI-ე“, რომელიც დაიბეჭდა გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში და 3 შაური ღირდა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 24 მარტს სოფელ კახის მამასახლისის, არჩილ ტარტარაშვილის შვილი სიმონი დაედევნა გაქცეულ ავაზაკს, რომელმაც ის სასიკვდილოდ დაჭრა.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით სიმონ არჩილის ძე ტარტარაშვილი სოფელ კახის მამასახლისის არჩილ ტარტარაშვილის შვილი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 24 მარტს სოფელ კახის მამასახლისმა არჩილ ტარტარაშვილმა სოფელ ალათემურში დაიჭირა ავაზაკი, რომელსაც მცველად მიხეილ ოთარაშვილი მიუჩინა და კახში გაგზავნა. გზაში ავაზაკმა ხელები გაითავისუფლა, ოთარაშვილი მძიმედ დაჭრა და გაიქცა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაწვრილებით დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ და რა სახის დაზიანებები მიიღო ვარძიის მონასტრის წინამძღოლმა მამა კალისტრატემ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აპრილს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრება უნდა გამართულიყო, რომელზეც უნდა განეხილათ საზოგადოების ნამდვილი წევრის, ამბარცუმ ენფიაჯიანცის მოხსენება თამბაქოს თესვისა და მოყვანის შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 4 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე უნდა განეხილათ სოფიო კეზერელ-კოპაძის თხოვნა, რომლის სახლები 1885 წლის აღწერით ძალიან ძვირად იყო შეფასებული.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 4 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე უნდა განეხილათ ივანე გვანცალაძის თხოვნა მის კუთვნილებაში არსებული სახლების დასაფასებელი გადასახადისაგან გათავისუფლების შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 4 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე უნდა განეხილათ არტემ ლაზაროვის თხოვნა, შეემცირებინათ 1885 წლის მამულის დასაფასებელი გადასახადი და გაეთავისუფლებინათ ძველი დავალიანებისგან.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 4 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე უნდა განეხილათ ვასილ გაბაშვილის მოხსენება უკანონოდ დაწესებული გადასახადის შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 3 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 4 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე უნდა განეხილათ სოლომონ ბადალაშვილის მოხსენება არხთან დაკავშირებით გამგეობის უკანონო ქმედების შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 4 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე უნდა განეხილათ ნამჩენკოს თხოვნა ქალაქისგან ნაყიდი მიწის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე უნდა განეხილათ ექიმ გლავაცკისთვის სახელმწიფოს ქონებიდან პენსიის დანიშვნის საკითხი.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს VII კლასის საგუბერნიო მრჩეველი ნიკოლოზ ივანეს ძე მოროზოვი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს ფინანსური განყოფილების ბუღალტერი იყო.