რეგისტრირებული ფაქტები87744
სორტირება თარიღი მზარდობით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ გამოგზავნილი საზოგადოების მოსკოვში მყოფ წევრთა ინიციატივა — შესაბამისი გასამრჯელოს ფასად ღარიბი სტუდენტებისთვის ეთარგმნინებინათ საბავშვო და სახალხო წიგნები. კრების დადგენილებით, ქშწკგ საზოგადოება ყველანაირად ხელს შეუწყობდა ამ ინიციატივის განხორციელებას.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ყალამშიისა და გომარეთის სკოლების რევიზორად პეტრე სურგულაძე დანიშნა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ამავე საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ და გამგეობის მდივანმა თამარ აბაშიძემ შეატყობიენეს, რომ ფულის შესაგროვებელ ყულაბებს გახსნიდნენ, მთავარ გამგეობას კი გაუგზავნიდნენ ოქმს ამის შესახებ.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა სამსონ ფირცხლავამ თელავის განყოფილებას აუწყა, რომ იმ დღიდან თელავის განყოფილებას შეეძლო, საზოგადოების წესდებისა და ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის თანახმად, მოქმედების დაწყება.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა საისტორიო-საარქეოლოგო სექციისთვის გადაეცათ ბიბლიოთეკა-მუზეუმის ილია ჭავჭავაძის სახლში გადატანის გეგმა, რომელიც სვიმონ კლდიაშვილმა შეადგინა. მას ერთ კვირაში უნდა წარედგინა მოხსენება ამ გეგმის განხორციელების შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლის თხოვნა ხელთუბნის სკოლის ხელახლა გახსნის შესახებ. მას და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს დაევალათ სკოლის შენობის დათვალიერება და ხარჯების გამოთვლა, რა ოდენობის თანხა დასჭირდებოდა მის შეკეთებას.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება ბიბლიოთეკა-მუზეუმის ილია ჭავჭავაძის სახლში გადატანის შესახებ.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის მოხსენება ბათუმის სკოლის რევიზიის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მოხსენების ასლი უნდა გაეგზავნათ ბათუმის სკოლის სამზრუნველოში და მიეწერათ, რომ გალობისა და ხატვის სწავლებისთვის მეტი ყურადღება მიექციათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გაეცნენ გიორგი საბას ძე უთურაშვილის ანგარიშს გომარეთის სკოლის რემონტისა და ქონების მამასახლისისთვის ჩაბარების შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს იაკობ გოგებაშვილის წინადადება ოსმალეთის ქართველობისთვის „დედა ენის“ 500 ეგზემპლარის გაგზავნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს თბილისიდან გორში ჩასული მსახიობების მონაწილეობით დადგმულ კომედიაში „ხანუმა“ მონაწილეობდნენ ელისაბედ ჩერქეზიშვილი, შალვა დადიანი. კომედიის შემდეგ კი დებმა თარხნიშვილებმა შეასრულეს სიმღერები და დიდი მოწონება დაიმსახურეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ვაჟა-ფშაველას თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან დახმარების შესახებ. გამგეობამ მას უარი უთხრა, რადგან ფონდში „თავისუფალი“ თანხა არ იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა დავით კარიჭაშვილი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს აკაკი წერეთლის თხოვნა 3-4 თვის პენსიის წინასწარ აღების შესახებ საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით. გამგეობამ გადაწყვიტა, მისთვის 3 თვის პენსია გადაეცათ. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სოფიო თარხნიშვილის თხოვნა, ხალხში გასავრცელებლად „დედაენის“ 40 ეგზემპლარისა და ამდენივე რვეულის მიცემის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით მისთვის 20-20 წიგნი და რვეული უნდა მიეცათ. განჩინებას დავით კარიჭაშვილმა მოაწერა ხელი.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 2 ივლისს ქუთაისის ფილიალის გამგეობა (თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) თხოვნით მიმართავს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თბილისის მთავარ გამგეობას: აცნობონ, თუ აქვთ შემუშავებული უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოების გახსნისა და მოქმედების რაიმე საერთო წესი ან ინსტრუქცია.

