საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87744

1909

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობა (მდივანი სამსონ ფირცხალავა) აკმაყოფილებს ქუთაისის ფილიალის გამგეობის 6 ოქტომბრის თხოვნას და აცნობებს, რომ ქუთაისის გუბერნიაში გახსნილია 6 განყოფილება: ბათუმში, სენაკში, სამტრედიაში, ხონში, ყვირილასა და ჭიათურაში. წერილში წარმოდგენილია ექვსივე განყოფილების გამგეობათა წევრების სია.

1909

ტიპი: გარდაცვალება

1909 წლის 7 ოქტომბერს ღადიშის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი გაბრიელ გიორგის ძე ფოფხაძე გარდაიცვალა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 8 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება აკაკი წერეთლის თხოვნასთან დაკავშირებით, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის პენსიების წინასწარ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მისთვის 300 მანეთი გაეგზავნა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 8 ნოემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ადმინისტრაციული სექციის კრების თავმჯდომარე იყო გიორგი ყაზბეგი.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წლის ოქტომბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალის გამგეობა (თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი იასონ ბაქრაძე) თბილისის მთავარ განყოფილებას უგზავნის ეგნატე გიორგის ძე გაბლიანის მიერ მუზეუმისთვის შეწირულ ნივთებს და სთხოვს, გაზეთებში („დროება", „ზაკავკაზიე") გამოაქვეყნონ სათანადო სია, რათა მფლობელი დარწმუნდეს, რომ ნივთები დანიშნულებისამებრ გაიგზავნა.

1909

ტიპი: ღონისძიება

ეპისკოპოს დავით ალავერდელის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის ყოველწლიური 400 მანეთის შემოწირულობით 1909 წლის 15 ოქტომბერს ბათუმის ოლქში ქართველი მაჰმადიანებისათვის დაწყებითი სასწავლებელი გაიხსნა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 15 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა უკრაინული საზოგადოების, „ჩას“ თხოვნა ქართული პოეზიის თარგმნაში დახმარების შესახებ და ეს საქმე მდივან სამსონ ფირცხალავას დაავალა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 15 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება საინგილოში სკოლის დაარსების შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე დავით კარიჭაშვილს დაევალა ბიბლიოთეკის წიგნებისა და ხელნაწერებისთვის ყდებისა და ბუდეების დამზადებაზე ზრუნვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გაეცნენ იაკობ ნიკოლაძის მიერ შედგენილ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ახალი ესკიზებს. გამგეობამ ესკიზები მოიწონა და გადაწყდა, ნიკოლაძისთვის 1000 მანეთი გაეგზავნათ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება ბიბლიოთეკა-მუზეუმის შემოწმების შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ნიკოლაძისეული ახალი ფოტოესკიზების განსახილველად 1909 წლის 22 ოქტომბერს, 7 საათზე, კანცელარიაში მიიწვია მხატვრები – გიორგი ივანეს ძე გაბაევი, ოსკარ ივანეს ძე შმერლინგი და ჰენრიკ თეოდორის ძე ჰრინევსკი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას წინადადება, რომ გამგეობას ფული ბანკში შეენახა. გამგეობამ ბანკში 4 ათასი მანეთის შეტანა გადაწყვიტა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგობამ განიხილა ვასილ ბეჟანიშვილის თხოვნა ვალის სანაცვლოდ მისგან წიგნების მიღების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ბეჟანიშვილს უნდა წარედგინა წიგნების სია ფასისა და ეგზემპლარების რაოდენობის მითითებით.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 24 ოქტომბერს სამსონ ფირცხალავამ შეატყობინა საფრანგეთში მყოფ იაკობ ნიკოლაძეს, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოიწონა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის მისეული ფოტოესკიზები და მისთვის 1200 მანეთის გაგზავნა გადაწყვიტა. ფირცხალავას იმედი ჰქონდა, რომ ბრინჯაოს ქანდაკებაც ისეთივე კარგი გამოვიდოდა, როგორიც ესკიზზე იყო.

1909

ტიპი: გარდაცვალება

1909 წლის 28 ოქტომბერს სოფ. მოხვის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იაკობ თედორეს ძე ყაველაშვილი გარდაიცვალა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 29 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე თავმჯდომარემ, გიორგი ყაზბეგმა გამგეობის წევრებს სთხოვა, დაეჩქარებინათ საზოგადო კრებაზე წარსადგენი მოხსენებების დაწერა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 29 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე თავმჯდომარემ, გიორგი ყაზბეგმა განაცხადა საზოგადო კრების თარიღის დანიშვნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, საზოგადო კრებას 29 ნოემბერს მოიწვევდნენ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 29 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს გ. ბაბალოვის ინიციატივა, ოლღა ალექსი-მესხიშვილისთვის ეთხოვათ, ქვემო ჭალაში საზოგადოების დაარსებული ბიბლიოთეკისთვის წიგნები გადაეცა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 31 ოქტომბერს საზღვაო ხომალდების მესაჭეთა ახალი წესები შეიმუშავეს, რის საფუძველზეც 1911 წლის 28 მარტს კონსტანტინე ჩუბინიშვილმა ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს შორეული ნაოსნობის განყოფილების შტურმანის წოდების დამადასტურებელი დიპლომი მიიღო.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 31 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინეს, რომ დავით სარაჯიშვილის განკარგულებით მათთვის უნდა გადაეცათ 500 მანეთი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ასაგებად. შეტყობინებას ხელი მოაწერა კანტორის მთავარმა რწმუნებულმა ალექსანდრე სარაჯიშვილმა.

1909

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წლის ნოემბერში იოსებ აბაკელია ხელმეორედ დაიჭირეს და ხუშჩევის პოლიციის ნაწილში მოათავსეს. დეკემბრის ბოლოს, შიმშილის გამოცხადების შემდეგ, იგი გაანთავისუფლეს.

1909

ტიპი: გარდაცვალება

1909 წლის ნოემბერში ყარამან ბესარიონის ძე დათეშიძე გარდაიცვალა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის ნოემბერში ალექსანდრე ჯაბადარმა ქვეყნიდან გამგზავრების გამო ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 ნოემბერს სასოფლო-სამეურნეო საურთიერთო ნდობის საზოგადოების მფლობელმა დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 500 მანეთი გადაურიცხა.