რეგისტრირებული ფაქტები81472
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ არონ იაკობის ძე ბუზიაშვილს, შამოელ, მიხაილ და რაფაელ ისხაკას ძე ბუზიაშვილებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, ბაზრის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი, 15 კვადრატული საჟენი და 5 კვადრატი ალაბი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ბესარიონ ალექსის ძე გაბაშვილს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ორპირის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქნები და 72 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ კონსტანტინე ანანიას ძე ქვარიანს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, მიხაილის და ბაზრის ქუჩებ შუა მდებარე ორსართულიანი ქვითკირის დუქნები და 19 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 24 სექტემბერს ქალაქის მესამე ნაწილის სასამართლოში გაირჩა ჩარკვიანის მიერ ნაძალადევში აშენებული ქართული თეატრის შენობის საქმე.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ საქალებო ისნტიტუტის პედაგოგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე ოთხშაბათობით და კვირაობით მასწავლებლებისა და აღმზრდელებისთვის პედაგოგიკის ფსიქოლოგიაზე ისაუბრებდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 სექტემბერს ზუგდიდში წერა-კითხვის სკოლა აკურთხეს. ბ. პატარაიამ სკოლას მაგიდა და სკამი შესწირა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 სექტემბერს ზუგდიდში წერა-კითხვის სკოლა აკურთხეს. მ. გეთიამ სკოლას საკლასო დაფა შესწირა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ორ-ანის ფსევდონიმით არტემ მირიანის ძე ახნაზაროვმა პოლონურუიდან თარგმნილი პატარა მოთხრობა დაბეჭდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ თბილისის საგუბერნიო გამგეობა სახელმწიფო ვალის გადაუხდელობის გამო გაბრიელ და მიხეილ მელქუმოვების ავლაბარში მდებარე ერთსართულიან სახლს ყიდდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ თბილისის საგუბერნიო გამგეობა სახელმწიფო ვალის გადაუხდელობის გამო იოსებ ყაზაროვის ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიან ქვითკირის სახლს ყიდდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი გაბაშვილი საზღვარგარეთიდან დაბრუნდა და სამხატვრო სასწავლებელი გახსნა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ იოსებ სტეფანეს ძე კიკაჩეიშვილს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, გეგუთის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 100 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის 7 მაისს ეკატერინე ვოლკოვისამ თვითმკვლელობა სცადა და მტკვარში გადახტა. თუმცა დროზე მიუსწრეს და გადაარჩინეს. ამბობდნენ, რომ ქალს ოჯახში პრობლემები ჰქონდა და თავის მოკვლაც ამიტომ გადაწყვიტა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 აპრილს საჩხერეში დანიშნული კრების თავმჯდომარედ ანეპოდისტე მაჩაბელი აირჩიეს. კრებაზე გადაწყდა, საწევრო ფული მოგროვებინათ, რათა ამხანაგობა „შუამავლისთვის“ეთხოვათ, რომ სავაჭრო ცენტრის განყოფილება საჩხერეშიც დაეარსებინათ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 17 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დაბა ზუგდიდის პოლიციის ბოქაული გ. გაბუანია სამსახურიდან გაათავისუფლეს და საგუბერნიო სამმართველოში ჩარიცხეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 17 სექტემბრის „ცნობის ფურცელში“ ნათქვამია, რომ თარჯიმანი სოლომონ შენგელაია დაბა ზუგდიდის პოლიციის ბოქაულად დანიშნეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 მაისის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ დაგეგმილი იყო ე. ვოდოვოზოვის თხზულების „როგორ ცხოვრობს ხალხი ქვეყანაზე“ თარგმნა. მისი გამოცემისთვის საჭირო ფულს ხელიმოწერებით აგროვებდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 სექტემბრის „ცნობის ფურცელი“ გვაცნობებს, რომ სტოკჰოლმის გამოფენაზე „ანკარის“ ღვინის ამხანაგობის წარმომადგენლები – თოიძე და თურქესტანიშვილი ბრინჯაოს მედლითა და დიპლომით დააჯილდოვეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 მაისის „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, ეკატერინე სარაჯიშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მომავალი ლატარია-ალეგრისთვის ჩაის სერვიზები, ყვავილის ვაზები, საფერფლეები, ჭიქა და ფურცლები შესწირა.