რეგისტრირებული ფაქტები87744
სორტირება თარიღი მზარდობით
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 21 დეკემბერს სილიბისტრო თავართქილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უგზავნის 20 დეკემბერს დაბა ჩოხატაურში გამართული კრების ოქმს ადგილობრივი განყოფილების დაარსების შესახებ და სთხოვს დაეხმარონ ფილიალის დაკანონებასა და შემდგომი საქმიანობის წარმართვაში.
1909
ტიპი: გარდაცვალება
1909 წლის 21 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე თედო ლაბაური ჩამოახრჩვეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 20 დეკემბერს დაბა ჩოხატაურში ჩატარებულმა კრებამ დაადგინა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების შექმნა. კრების ოქმისა და სილიბისტრო თავართქილაძის თხოვნის რუსულენოვანი ვარიანტი ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობას 22 დეკემბერს წარუდგინა ბესარიონ დოლიძემ – ზემო ამაღლების წმ. გიორგის ტაძრის მღვდელმა, ჩოხატაურის ფილიალის გამგეობის წევრმა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ნინო ორბელიანის თხოვნა დახმარების თაობაზე. უსახსრობის გამო გამგეობამ მას უარი უთხრა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს მდივნის, სამსონ ფირცხალავას ცნობა ისიდორე კვიცარიძისა და კონსტანტინე ონიკაშვილის ვექსილების ვადის გასვლის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ოლღა გურამიშვილის თხოვნა ყოველთვიურად 25 მანეთის მიცემის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს და პეტრე როსტომის ძე სურგულაძეს სამუზეუმო კომისიაში მონაწილეობა დაავალა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 26 დეკემბრიდან 1910 წლის 2 იანვრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივნის მოვალეობას სამსონ ფირცხალავას მაგივრად ლუარსაბ ბოცვაძე ასრულებდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 ნოემბერს დანიშნული საზოგადო კრება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაიტანა 6 დეკემბერს, რადგან ნატო გაბუნია-ცაგარლის იუბილეს ემთხვეოდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების შემოსავალი 3424 მანეთსა და 87 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 1923 მანეთსა და 78 კაპიკს.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910-11 წლებში ქრისტინე შარაშიძე ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრად აირჩიეს.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წელს დავით გიორგის ძე ჩიქოვანმა უნივერსიტეტი მიატოვა და საქართველოში დაბრუნდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს დავით ჩიქოვანი გაემგზავრა სტამბოლში, საიდანაც რვა თვის მანძილზე, როგორც საკუთარი კორესპონდენტი, წერილებს უგზავნიდა „სახალხო გაზეთს“ ქართველ მაჰმადიანთა და, ზოგადად, ოსმალეთის ცხოვრების შესახებ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს აკაკი ჩხენკელი დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაერთო ქვეყნაში არსებულ დემოკრატიულ მოძრაობაში. ცარისტულმა რეჟიმმა იგი კვლავ დააპატიმრა და გააძევა ქვეყნიდან.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბაქოს ფილიალის წევრ ტყეშელაშვილს ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად დახმარების თხოვნით მიმართა.
1910
ტიპი: ავტორობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს საზოგადოების თელაველი წევრების თხოვნა თელავში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მთავრობისთვის მიეწერა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წელს ლავროსი პავლეს ძე კიღურაძე ციმბირში გადაასახლეს, სადაც 8 წელი გაატარა და სამშობლოში დასუსტებული დაბრუნდა.

