რეგისტრირებული ფაქტები90426
სორტირება თარიღი მზარდობით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომამ ალექსანდრე ყიფშიძის მემორანდუმის მოსმენის შემდეგ საჭიროდ მიიჩნია მოხსენება შევსებულიყო შემდეგი საკითხებით: ილიას საგურამოს მამულისა და თბილისის სახლის მართვა-გამგეობის წესის შემოღება; ოლღა ჭავჭავაძისგან იჯარით აღებული ზაქარია გურამიშვილისეული მამულის ფაქტობრივი მდგომარეობის გაცნობა; საზოგადოების მამულებიდან მიღებული შემოსავლების (1908 წლის 15 ივლისიდან მოყოლებული) დაჯამება.
1909
ტიპი: მფლობელობა
1909 წლის 12 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ წაკითხული განმარტებითი მოხსენების თანახმად, „საზოგადოება" იყო ფაქტობრივი მფლობელი შემდეგი ქონებისა: ოლღა ჭავჭავაძისეული 286 დესეტინა მამულისა საგურამოში – ვალი 18 825 მანეთი და 44 კაპიკი, ასევე გადასახადის ნარჩენი – 1139 მანეთი და 88 კაპიკი, სულ – 19 965 მანეთი და 32 კაპიკი; ილია ჭავჭავაძისეული სახლისა თბილისში – ვალი 6000 მანეთი, დამატებით გადასახადის ნარჩენი – 1565 მანეთი 60 კაპიკი, სულ – 7565 მანეთი და 60 კაპიკი; საგურამოს მომიჯნავე ზაქარია გურამიშვილის მამულის ერთი მესამედის იჯარისა; სამივე ზემოჩამოთვლილ მამულს ალექსანდრე ყიფშიძე განაგებდა დაქირავებული მმართველებისა და მოსამსახურეების მეშვეობით, რომელთა შენახვაც წელიწადში 1000 მანეთი ჯდებოდა.
1909
ტიპი: პირადი ინფორმაცია
მაყვალა ალექსანდრეს ასული მრევლიშვილი დაიბადა 1909 წლის 14 თებერვალს თბილისში.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 10 თებერვალს სოფრომ გლახას ძე ტარუაშვილის მოწვევით ქალაქ ჭიათურაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წინასწარი კრება გაიმართა. სხდომას განყოფილების წევრობის მსურველი 33 კაცი ესწრებოდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 10 თებერვალს სოფრომ გლახას ძე ტარუაშვილის მოწვევით ქალაქ ჭიათურაში გამართულმა წინასწარმა კრებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საჩხერისა და ჭიათურის განყოფილებების გახსნა გადაწყვიტა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 10 თებერვალს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 10 თებერვალს ივანე მიხეილის ძე გომელაური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 10 თებერვალს ერეკლე გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი, ალექსანდრე მიხეილის ძე მითაიშვილი და სოფრომ გლახას ძე ტარუაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილება 1909 წლის 4 მაისს დაარსდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილებამ (მოქმედება დაიწყო 4 მაისს) 3 სხდომა ჩაატარა, გაირჩა 11 საქმე.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ერეკლე გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ხაზინადარი იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ნიკოლოზ მაქსიმეს ძე წუწუნავა, ნიკოლოზ რომანოზის ძე ლეჟავა და გიორგი სტეფანეს ძე გუჯეჯიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების შემოსავალი მხოლოდ საწევრო შესატანს – 93 მანეთს შეადგენდა. გასავალი კი – 33 მანეთსა და 26 კაპიკს.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე, ვიქტორ ბეჟანის ძე მელიქიშვილი, სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე და ვარლამ მალაქიას ძე ხუროძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 7 თებერვალს კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1909
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს იოსებ ხახულის ძე აბაშიძე, ნესტორ ზაქარიას ძე წერეთელი და გიორგი სპირიდონის ძე ნუცუბიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს ნინო ალექსანდრეს ასული წულუკიძე, მარიამ არჩილის ასული ჩხეიძე, კოწია (კონსტანტინე) ჩაჩანიძე და მარგარიტა ვაშაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების შემოსავალი 210 მანეთს შეადგენდა. გასავალი – 50 მანეთსა და 20 კაპიკს.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილებამ 6 სხდომა ჩაატარა, გაირჩა 25 საქმე.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების შემოსავალი 74 მანეთსა და 49 კაპიკს შეადგენდა. გასავალი – 45 მანეთსა და 88 კაპიკს.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების შემოსავალი 799 მანეთს შეადგენდა. გასავალი – 682 მანეთსა და 36 კაპიკს.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილება მთავარ გამგეობას შემოსავლის გადასახადის პროცენტის შემცირებას სთხოვს.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების 1913 წლის შემოსავალი 763 მანეთსა და 20 კაპიკს შეადგენდა. აქედან 126 მანეთი საწევრო შენატანი იყო, 20 მანეთი და 40 კაპიკი – კერძო შემოწირულობა, ყულაბებიდან – 89 მანეთი და 78 კაპიკი, ბანკში შენახული ფული – 338 მანეთი და 61 კაპიკი, სტიპენდიის მოვალეთაგან – 30 მანეთი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების 1913 წლის გასავალი 626 მანეთსა 59 კაპიკს შეადგენდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე, გრიგოლ მიხეილის ძე მუხაძე და აპოლონ არსენის ძე კობახიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.

