საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81459

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ანტონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ორპირის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 190 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ალექსი იოსების ძე მოსეშვილს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ლაზარეთის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 103 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მარიამ ალექსის ასულ უტულოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ლაზარეთის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 128.5 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საკრედიტო დაწესებულებათა საბჭოს, ვაჭარ-მრეწველთა და ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის თაოსნობით თბილისში საქართველოს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკი „ცენტრობანკი“ დაარსდა. ბანკის ძირითადი თანხა 20 მილიონი მანეთი იყო. თითო აქცია 1000 მან. ღირდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ვანო კალანდაძე წერდა, რომ 29 იანვარს ბათუმიდან მატარებლით მგზავრობის დროს სოფ. ნატანებში საბაჟოზე მგზავრებსა და მებაჟეებს შორის ინციდენტი მოხდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა საყმაწვილო ჟურნალ „ჯეჯილის“ საიუბილეო (30) ნომერი, რომელშიც მოთავსებული იყო შიო მღვიმელის, ეკატერინე გაბაშვილის, დავით კასრაძის, დუტუ მეგრელის, ანასტასია წერეთლის, ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილის, ივანე გომართელის, ალექსანდრე ფაღავას, ივანე თინიკაძის და სხვათა მოთხრობები და ლექსები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის ნაწარმოებები საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფო საზოგადოების თელავის განყოფილებამ დაბეჭდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე ბიწკინაშვილი კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის მეგობარი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით პავლიაშვილი კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის მეგობარი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს არჩილ სოლომონის ძე ციხისთავი თელავის სამუსიკო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ალექსანდრე (სანდრო) ვასილის ძე ახმეტელი ქართული მუსიკალური საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ილია (ილიკო) სოლომონის ძე აბაშიძე სამუსიკო კოლეგიის მდივანი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კუჩინსკი ინჟინერი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 თებერვალს სახაზინო რკინიგზის სამმართველოს თათბირზე უნდა განეხილათ ინჟინერ კუჩინსკის საუღელტეხილო რკინიგზის პროექტი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გიორგი ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი ინჟინერი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ბიჭაშვილი ონის ქალაქისთავი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მელიტონ ივანეს ძე რუსია საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარემ მელიტონ რუსიამ ონში შიმშილობის შეტყობის შემდეგ მომარაგებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში სათანადო შუამდგომლობა აღძრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე მელიტონ რუსიამ ონის ქალაქისთავ ბიჭაშვილისგან მიიღო შეტყობინება ქალაქში შიმშილობის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვალს სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლიორი ჯაგეტიანცი თბილისიდან ერევანში გაემგზავრა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დავით ადამის ძე ართმელაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის გენერალი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის პირველ თებერვალს სამხედრო მინისტრმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ გენერალ დავით ართმელაძეს მისწერა, რომ სოჭის ოლქში აჯანყებული გლეხების წინააღმდეგ ნეიტრალიტეტი დაეცვათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლ თებერვალს სამხედრო მინისტრმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ გენერალ დავით ართმელაძეს გაგრაში, სოჭის ოლქში გლეხების აჯანყების შესახებ შეტყობინება (დეპეშა) გაუგზავნა.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვიდო პაპიაშვილი იყო ყაჩაღი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის თებერვალში აზერბაიჯანის მთავრობამ მოახერხა ზაქათალის ოლქის შემოერთება, სადაც გენერალ-გუბერნატორად დენიკინელი ლეკი, გალაჩიხანი დაინიშნა. ამით მთავრობამ მოიგო ლეკების გული, რომელთაც აზერბაიჯანთან შეერთება არ სურდათ. ზაქათალის წარმომადგენელი მიიწვიეს მთავრობაში. აქამდე ეს ოლქი სადავო ტერიტორიად მიიჩნეოდა.