საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87694

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი იხსენებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ სათავადაზნაურო სკოლაში აღმზრდელად სურდა მოწყობა, მაგრამ ეს ადგილი მიუღია მის ნაკლებწარჩინებულ ამხანაგს, რომელსაც მასზე გვიან შეუდგენია განცხადება, თუმცა გავლენიანი ბიძის წერილის გამო სწორედ ის მიუღიათ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიის დამთვარების შემდეგ მას მეტად გაჭირვებია სამსახურის შოვნა. ბოლოს ამხანაგის დახმარებით დროებით უშოვნია პატარა მოხელის თანამდებობა რკინიგზის კანტორაში.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მას სათავადაზნაურო სკოლაში აღმზრდელად სურდა მუშაობის დაწყება, მაგრამ სკოლიდან უარი მიიღო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი იხსენებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ იგი სამსახურის შოვნასა და ცოტაოდენი ფულის დაგროვებას აპირებდა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ კვლავ სწავლის გაგრძელება სურდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მეექვსე წელს სასწავლებლის პანსიონიდან გამოძევების შემდეგ მას მოულოდნელად ყოველთვიურად ექვსი მანეთი დაუნიშნეს სემინარიიდან. შიო ამას იმით ხსნიდა, რომ სემინარიის რექტორი პაისი გრძნობდა იმ უსმართლობას, რაც მის მიმართ ჩაიდინა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მეექვსე წელს მისი სასწავლებლის პანსიონიდან გამოძევების შემდეგ, რექტორს არაერთხელ მოუგზავნია მასთან ამხანაგები თუ მასწავლებლები მისი მხრიდან ბოდიშის მოხდის შემთხვევაში პანსიონში აღდგენის წინადადებით, მაგრამ შიო თავს დამნაშავედ არ თვლიდა და არც ბოდიში მოუხდია.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მეექვსე წელს იგი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილა, რადგან სემინარიის რექტორს სასწავლებლის პანსიონიდან გამოუძევებია. თუმცა შიოს სემინარიის დამთვარება მოუხერხებია.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანმა წარმოდგენების მმართველი საზოგადოება დააარსა, რომელმაც მალე საკუთარი სათეატრო შენობა მოიპოვა და სპექტაკლებს სხვადასხვა ენაზე მართავდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ფრ. ჩარკვიანმა ნაძალადევში სახალხო თეატრის დაარსება განიზრახა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს საოპერეტო დასის მსახიობ-მომღერალმა, ტენორმა, ლადო ლონგინოზის ძე კავსაძემ მოსკოვში დაიწყო მოღვაწეობა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს თამარ მეფის შვიდასი წლის იუბილეზე მოსე ჯანაშვილმა წაიკითხა მოხსენება „თამარ მეფის დრო“.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910-1916 წლებში მოსე ჯანაშვილი ასწავლიდა ქართულ ენას ქალთა მეხუთე გიმნაზიაში.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წელს გარდაიცვალა ალექსი მირიანაშვილის მამა ივანე.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს თბილისში გრიგოლ მესხმა რუსი მხატვრების გამოფენა მოაწყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს ილარიონ ივანეს ძე ვორონცოვ-დაშკოვი იყო კავკასიის მეფისნაცვალი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ქალაქ გორში მარო და ეკატერინე თარხნიშვილების ხელმძღვანელობით წარმატებით გაიმართა კონცერტი ორ მოქმედებად.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს ელისე მაჭავარიანი ხაშმის ერთკლასიანი სასწავლებლის გალობის მასწავლებლად დაინიშნა.

1910

ტიპი: თანამდებობა

სიკო ბესარიონის ძე ბადურაშვილი (კიკნა-ფშაველა) სამწერლო ასპარეზზე 1910 წელს გამოვიდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს იაკობ ფანცხავას მუდმივად აბეზღებდნენ ჟანდარმერიაში, გუბერნატორსა და მეფისნაცვალათან.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს შიო არაგვისპირელმა ავტობიოგრაფია კოტე მაყაშვილის თხოვნით დაწერა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს თედო სახოკია ინგლისში ჩავიდა, როგორც ჭიათურის შავი ქვის საწარმოს წარმომადგენელი.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს თედო სახოკია ინგლისში ჩავიდა, როგორც ჭიათურის შავი ქვის საწარმოს წარმომადგენელი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ოლივერ უორდროპმა თავის სოფელ სევენოკში დაპატიჟა ლონდონში ჩასული ქართველები.