საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87735

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ წერილში გრიგოლ ტატიშვილი აღნიშნავს, რომ იოსებ დავითაშვილმა გასულ წელს მისცა ცხინვალის ხეობიდან ჩამოტანილი და თავისი გადმოტანილი საბას მონასტრის ჩუქურთმის ნიმუშები, რომლებსაც „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემის მოსართავად იყენებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილი წერდა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ გამომცემლისაგან მინდობილი ჰქონდა ასომთავრულისა და სხვა მორთულობის შედგენა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გასულ კვირას ქართული დრამატული დასის წარმოდგენის შემდეგ მაყურებლებმა მსახიობები დუდუკითა და ჩირაღდნებით გააცილეს და დაემშვიდობნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, გასულ კვირას ქართული დრამატული დასის წარმოდგენაზე ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგმა წარმოთქვა სიტყვა, რომ ქართული თეატრი იღუპებოდა და ვასილ ალექსის ძე აბაშიძისა და მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძის ხელმძღვანელობით გადაარჩინეს. მან მაყურებელს მადლობა გადაუხადა შეცდომების მოთმენისთვის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. აბაშიძის მიერ იყო გადმოკეთებული ოთხმოქმედებიანი კომედია „ეხლანდელი სიყვარული“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ქართული დრამატული დასის მსახიობებმა გადმოკეთებული ვოდევილი „ბაიყუში“ რეპეტიციის გავლის გარეშე წარადგინეს და ტექსტებს ექსპრომტად ამბობდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისამ გადმოკეთებულ ვოდევილში „ბაიყუშში“ პატარა უმანკო ქალის როლი შესანიშნავად შეასრულა და მაყურებელი აღტაცებული უსმენდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული ვოდევილის „ბაიყუშის“ პერსონაჟის თალიკოს როლში ბევრჯერ ჰყავდათ ნანახი მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისა, თუმცა ახლანდელმა მისმა თამაშმა ყველა დაარწმუნა, თუ როგორი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ბუნებრივსა და მგრძნობიარე თამაშს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ვასილ ალექსის ძე აბაშიძე იყო ის არტისტი, რომელიც მხოლოდ სახით თამაშობდა. ის ოსტატურად იყენებდა თავის გამომეტყველებას და სახეც ისე ემორჩილებოდა, რომ მხოლოდ მოძრაობებით უსიტყვოდ ლაპარაკობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული ვოდევილის „ბაიყუშის“ პერსონაჟის გასპარას როლი ვასილ ალექსის ძე აბაშიძემ უგრიმოდ ითამაშა და ვერაფერი შეედრებოდა მისი ნამდვილი სახის საოცარ მოძრაობებსა და შესრულებას.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული ვოდევილის „ბაიყუშის“ წარმოდგენისას ანდრონიკოვისამ სიმღერა კარგად შეასრულა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გურამიშვილისა სოფელ ქვემო ავჭალაში მიწის ნაკვეთს ფლობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული ვოდევილის „ბაიყუშის“ წარმოდგენისას ნ. მ. ჯორჯაძეს ყურადღება არ მიუქცევია თავისი წინდებისთვის, რომელიც ჭუჭყის გამო ქალამნებს ჰგავდა. ეს უყურადღებობა არ ეპატიებოდა ჯორჯაძეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული ვოდევილი „ბაიყუში“ ქართული დრამატული დასის წევრებმა ცოცხლად და მხიარულად წარმოადგინეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებულ ვოდევილში „ბაიყუშში“ ნ. მ. ჯორჯაძემ ნამდვილი ბაიყუშის ხასიათი წარმოადგინა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული ოთხმოქმედებიანი კომედიის „ეხლანდელი სიყვარულის“ წარმოდგენამ მხიარულად ჩაიარა, თუმცა ქართული დრამატული დასის წევრებს შეეძლოთ ეს სიხარული გაეორმაგებინათ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მ. მ. მძინაროვისამ გადმოკეთებულ ოთხმოქმედებიან კომედიაში „ეხლანდელ სიყვარულში“ პერსონაჟის მუდამ მძინარა ნატალიას როლი საკმაოდ კარგად წარმოადგინა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებულ ოთხმოქმედებიან კომედიაში „ეხლანდელ სიყვარულში“ მარიამ მიხეილის ასულმა საფაროვისამ ჭკვიანურად შეასრულა ორივე როლი – ჯერ მგრძნობიარე, მოსიყვარულე და შემდეგ იმედგაცრუებული ნუცა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ როლის შესრულებისას არტისტისთვის მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო არა მაყურებლის აპლოდისმენტები, არამედ შესრულების ხელოვნება და ხარისხი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული ოთხმოქმედებიანი კომედიის „ეხლანდელი სიყვარულის“ პერსონაჟის თავადი ჯამბარაშვილის როლში ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი გრიმით, შესრულებით კარიკატურას და დეპარტამენტის გამგეს ჰგავდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული ოთხმოქმედებიანი კომედიის „ეხლანდელი სიყვარულის“ პერსონაჟის ნიკო ახირებულაძის როლი ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილმა ვერ შეასრულა ხარისხიანად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული კომედიის „ეხლანდელი სიყვარულის“ პერსონაჟი ნიკო ახირებულაძე იყო ყბედი, სულმდაბალი, სუსტი და ბრიყვი. ამ პერსონაჟს ჩვენს რეალურ ცხოვრებასთან არანაირი საერთო არ ჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი თითო-ოროლა ახალგაზრდა არსებობდა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მაინც დიდი სხვაობა იყო ამ თითო-ოროლა და სხვა ბევრ კარგ, სასახელო ახალგაზრდას შორის.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებულ ოთხმოქმედებიან კომედიაში „ეხანდელ სიყვარულში“ ვასილ ალექსის ძე აბაშიძის შესრულება სხვა სპექტაკლებთან შედარებით სუსტი იყო, რისი მიზეზიც თავად სხვაზე კარგად იცოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული კომედიის „ეხლანდელი სიყვარულის“ ავტორი იყო ისეთი რუსი მწერალი, რომელიც თავის კალამს ხელოვნებისთვის და ცხოვრების სტილის წარმოსაჩენად კი არ იყენებდა, არამედ იმ ადამიანების შესაბღალად, რომლებიც არ მოსწონდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ როდესაც პიესაში მხოლოდ მოქმედ პირებს ჰქონდათ სახელები შეცვლილი და სხვა უცვლელი რჩებოდა, ასეთ პიესას გადმოკეთებულს ვერ უწოდებდნენ. სწორედ ასე იყო გადმოკეთებული კომედია „ეხლანდელი სიყვარული“, რომლის ფაბულაც არ შეესაბამებოდა ჩვენს რეალურ ცხოვრებას.