საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87735

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ პიესა გადმოკეთებულად ითვლებოდა მაშინ, როცა მთელი მისი აგებულება, წყობა, მოქმედებები უცვლელი რჩებოდა და სხვა დანარჩენი ჩვენს რეალობას, ცხოვრებას იყო მორგებული.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ პიესის გადმოკეთების დროს უნდა გაეთვალისწინებინათ თუ რამდენად შეესაბამებოდა მისი ფაბულა ჩვენს რეალობას და ცხოვრებას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ პიესის თარგმნისას მთარგმნელს სურდა ავტორის ხელოვნება ან მხატვრულობა, უცხო ცხოვრების სტილი ეჩვენებინა და ცვლილების შეტანის შემთხვევაში ეს ყველაფერი დამახინჯდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ პიესის თარგმნისას შინაარსობრივად არაფერი არ უნდა შეცვლილიყო გარდა მცირე დეტალებისა, რომელთა შეკვეცას თუ ჩამატებას თავად სცენარი მოითხოვდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ უცხო ენაზე დაწერილი პიესა ან სრულად უნდა გადმოეთარგმნათ ან ხარისხიანად გადმოეკეთებინათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ პიესის გადმოკეთება დიდად მიზანშეწონილი არ იყო, თუმცა თუ რეპერტუარის განახლებისთვის სხვა გზა არ არსებობდა, მაშინ ხარისხიანად მაინც უნდა გადმოეკეთებინათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ ქართველმა თავადაზნაურობამ წინამძღოლად ვერ აირჩია ისეთი გამოცდილი, გამჭრიახი ადამიანები, რომლებიც მომავალში მათ რთულ მდგომარეობას ოდნავ მაინც შეამსუბუქებდნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის რწმუნებული ჩიქოვანი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გასულ კვირას ქართული დრამატული დასის წევრებმა წარმოადგინეს ოთხმოქმედებიანი კომედია „ეხლანდელი სიყვარული“ და ვოდევილი „ბაიყუში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ დრამატული წარმოდგენები დიდ მარხვაში აკრძალული იყო და დეკემბრის ბოლომდე მთელი რვა თვის განმავლობაში ქართული დრამატული დასის წევრები უმუშევრები და სარჩოს მოკლებულები იყვნენ.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკოვს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ვერის პირველ ნაწილში უსახელოს ქუჩაზე მდებარე ქვითკირის სახლი და 350 კვადრატული საჟენი მიწა, როლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მირზოევი სოფელ ქვემო ავჭალაში მიწის ნაკვეთს ფლობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 აპრილს სპარსეთის ქვეშევრდომის მაშადი-ირზი-გაჯი-ქიარიმ-ოღლის საქონლის საწყობი გაძარცვა ქილბალაი-ყიაზუმ-მაშადი-ირზი-ოღლიმ, რომელიც დააკავეს. დაკარგული საქონლის უმეტესი ნაწილი პოლიციამ აღმოაჩინა და მეპატრონეს დაუბრუნა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლაძეს სოფელ ქვემო ავჭალაში მიწის ნაკვეთი ჰქონდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაალ გურამიშვილი სოფელ ქვემო ავჭალაში მიწის ნაკვეთს ფლობდა.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ზაალ გურამიშვილი თავადი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჩიქოვანმა თბილისის გამგეობის მინდობილობით ქალაქში წყლის გასაყვანად სოფელ ქვემო ავჭალაში ზაალ გურამიშვილის, ნიკოლაძის, გურამიშვილისა და მირზოევის 15 ნაჭერი მიწა შეისყიდა 12 550 მანეთად.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჩიქოვანი კერძო ვექილი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, ახალ სასწავლო სეზონზე თავადაზნაურებისთვის ისურვებდნენ, რომ მათ ისევე ებრძოლათ უმეცრების წინააღმდეგ, როგორც ადრე გარეშე მტერს ებრძოდნენ. თავადაზნაურებს ამ ბრძოლას ის გარემოებაც გაუადვილებდა, რომ მათ ჰყავდათ გონიერი წინამძღოლები, რომლებიც თავად აირჩიეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ ზოგიერთი უბნიდან სასიამოვნო ამბებს ისმენდნენ თავადაზნაურთა გულუხვობისა და სკოლებზე ზრუნვის შესახებ, რაც ძალიან დამაიმედებელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. გ. ტატიევი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ ყველა ადამიანს მცირე თანხა მაინც უნდა ჰქონოდა გადადებული საკუთარი და ქვეყნის საჭიროებისთვის. ეს არ უნდა დაევიწყებინათ იმ აზნაურებს, რომლებიც სასწავლებლებში შვილების სწავლის საფასურის გადახდაზე უარს აცხადებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, როცა ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის სამზრუნველო კომიტეტმა მოსწავლეების მშობლებს სწავლის გადასახადი დაუწესა, ზოგიერთმა აზნაურმა უარი განაცხადა თანხის გადახდაზე და თქვა, რომ ბანკი სწორედ შვილების გასაზრდელად და განათლების მისაცემად დააარსეს, ამიტომ ბანკს უნდა დაეფინანსებინა მათი განათლება. ეს პოზიცია სამწუხარო იყო, თუმცა ამ აზრს აზნაურთა მხოლოდ მცირე ნაწილი იზიარებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, თავადაზნაურებმა, როცა შეიტყვეს სასწავლებლებს ბანკი საკმარისად ვეღარ ეხმარებოდა და სკოლების არსებობას საფრთხე ემუქრებოდა, მათ ყველა ღონე უნდა ეხმარათ სასწავლებლების გადასარჩენად და ეთქვათ, რომ ხუთი-ექვსი მანეთის გადახდასაც არ დაინანებდნენ, პირიქით სასწავლებლებისთვის ახალ სახლებს შეიძენდნენ და გააფართოვებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, სკოლის მზრუნველებმა თავადაზნაურებს შეატყობინეს, რომ ბანკის დახმარება სასწავლებლებს არ კმაროდა და თუკი სურდათ შვილები უსწავლელად არ დარჩენილიყვნენ ბანკს ფინანსურად დახმარებოდნენ, რათა შემდეგ მას სასწავლებლებისთვის უფრო მეტად გაემართა ხელი.