რეგისტრირებული ფაქტები87673
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ტერეზა ხმიადაშვილის თხოვნა, რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველთვიურად 15 მანეთი მიეცათ სესხად. გამგეობა დათანხმდა.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 14 თებერვალს იასონ ბაქრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ ქუთაისის ფილიალის გამგეობა თანახმა იყო, მონაწილეობა მიეღო საზოგადოების საერთო უწყების გამოცემაში და მათზე დაკისრებული 75 მანეთი ნაწილ-ნაწილ გაეგზავნა მთავარი გამგეობისთვის.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 თებერვალს ქართულ თეატრში გაიმართა ტასო აბაშიძის ბენეფისი მისი სცენაზე მოღვაწეობის 10 წლისთავის აღსანიშნავად.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 14 თებერვალს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს ალიოზ შიხინოვი, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი და ივანე ტიმოთეს ძე პოლუმორდვინოვი.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 14 თებერვალს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე პეტრე გრიგოლის ძე მამრაძე და დიმიტრი დუმბაძე სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 14 თებერვალს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე ანასტასია ალექსანდრეს ასული მაჩაბლისა საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 თებერვალს სამეურნეო ბანკის დარბაზში გაიმართა ქართული დრამატული საზოგადოების კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ვასილ მაჩაბელი.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 14 თებერვალს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს: ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, ნიკო მერაბის ძე ლორთქიფანიძე, დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი, ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილი, ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი და ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ტარსაიძე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 თებერვალს ანასტასია აბაშიძის საიუბილეო საღამოზე წარმოადგინეს შირვანზადეს პიესა „ნამუსისათვის“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 თებერვალს ქართულ თეატრში ჟურნალ „ჯეჯილის“ 20 წლის იუბილე აღნიშნეს. საიუბილეო წარმოდგენას ჟურნალის რედაქტორი ანასტასია თუმანიშვილიც დაესწრო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 თებერვალს ქართულ თეატრში წარმოდგენილ პიესაში „ნამუსისათვის“ ტასო აბაშიძემ მარგარიტას როლი შეასრულა, ვასილ აბაშიძემ – ვაჭარ ანდრიას ელიზბარიანისა, გედევან გედევანოვმა – საღათელასი.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 15 თებერვალს დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის მდივნად აირჩიეს.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 15 თებერვალს ალოიზ ბაღდანის ძე შიხინოვი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის ხაზინადრად აირჩიეს.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 15 თებერვალს ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 15 თებერვალს ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 15 თებერვალს ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავმა უარი განაცხადა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეობასა და წევრობაზე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 თებერვალს დეპუტატთა საკრებულოში გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების ახალი გამგეობის პირველ კრებას დაესწრნენ გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვი და სხვ.

