საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87668

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე დამფუძნებელ კრებას სთხოვდა სვეტიცხოვლის ტაძრის დაზიანებული სახურავის აღდგენას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების სამხატვრო კომისიამ მიიღო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს განცხადება, რომელშიც ის იუწყებოდა, რომ სვეტიცხოვლის ტაძრის სახურავი დაზიანებული იყო და წყალი ჩადიოდა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მსახიობთა კავშირის საბჭომ გადაწყვიტა ახალგაზრდა მსახიობ გიორგი იშხნელის ცხედარი თბილისში გადმოესვენებინათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 30 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სტამბოლიდან მიიღებული ცნობის თანახმად, აპრილის დამდეგს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე ათონის ქართველთა მონასტრის მონახულებისა და იქაური წიგნსაცავის გაცნობის შემდეგ თბილისში დაბრუნდებოდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლეონიდ ლეონიდოვი რუსი მსახიობი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოლგა ჩეხოვა-კნიპერი რუსი მსახიობი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნიკოლოზ (პარმენ) გაბრიელის ძე ჭიჭინაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ჯაგეტიანცი სომხეთის სახელმწიფო კონტროლიორი იყო.

1888

ტიპი: სტატუსი

1888 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივანე რამაზის ძე ანდრონიკაშვილი თავადი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 31 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დაიბეჭდა ივანე მაჩაბლის მიერ ქართულად ნათარგმნი უილიამ შექსპირის ხუთმოქმედებიანი ტრაგედია „ოტელო“, რომელიც იყიდებოდა ყველა წიგნის მაღაზიაში, წიგნის ფასი 10 შაური იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 31 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, სამეურნეო საზოგადოებამ ქიმიკოსებს – გიორგი ალიბეგოვსა და სტრუვეს დაავალა გამოეკვლიათ, გამოდგებოდა თუ არა ვაზისთვის ალავერდის ქარხნის გოგირდი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს პ. აკოფაშვილი ბორჩალოს მაზრაში ეკატერინენფელდის უბნის მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ანტონ ხუციშვილი ბორჩალოს მაზრაში შულავერის უბნის მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნ. ელიოზიშვილი ბორჩალოს მაზრაში სარვანის უბნის მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ დიმიტრი ჯანაშვილი მღვდლად სოფელ ნუხაში გაამწესა. სოფელ თასმალოში მცხოვრევბი ინგილოები, რომლებიც დ. უტიაშვლმა გააქრისტიანა და ისევ აპირებდნენ სარწმუნოების შეეცვლას ჯანაშვილმა გადაარწმუნა, ასევე მან მიმართა „კავკასიაში მართმლმადიდებელ ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებას“, რომ გაქრისტიანებული ინგილოებისთვის თასმალოში აეგოთ ტაძარი, რადგან ყორღანში მდებარე ეკლესია მათგან შორს იყო და ვერ ახერხებდნენ წირვაზე ხშირად წასვლას.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გასაყიდად დაიბეჭდა იაკობ გოგოებაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „русское слово“. წიგნის ფასი 10 შაური იყო, ხოლო ვინც 20 ცალს შეიძენდა 9 შაურად დაეთმობოდა. მსურველებს წიგნის შეძენა გრიქუროვის მაღაზიაში შეეძლოთ.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 17 თებერვალს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა „ცენტრალ სასტუმროს“ გადაწვის საქმე. ბრალდებულები იყვნენ ლევან ორახელაშვილი და მისი მეუღლე ანნა ალავიძე. საქმის განხილვის დროს გაირკვა, რომ ინციდენტის დღეს ორახელაშვილმა სასტუმროს დარაჯი გაგზავნა თავის მეუღლის მოსაყვანად, თავად კი ამ დროს დარაჯის ოთახში შევიდა და ცეცხლი გააჩინა, რომ არა იქვე მცხოვრები პირი სასტუმროც და მასში მყოფი ადამიანებიც ერთიანად დაიწვებოდნენ. სასამართლომ ორახელაშვილი დამნაშავედ სცნო და ციმბირში გადასახლება მიუსაჯა, ხოლო მისი მეუღლე გაამართლა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების დასს უნდა წარმოედგინა გაბრიელ სუნდუკიანცის სამმოქმედებიანი კომედია „დაქცეული ოჯახი“მონაწილეობას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ მარიამ საფაროვა-აბაშიძე, ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, თამაროვისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ავქსენტი ცაგარელი და სხვ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 იანვარს ახალციხეში საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ გაიმართა ქართულ-რუსული წარმოდგენა. ქართულად ითამაშეს „ხანუმა“. ღონისძიების მოთავენი იყვნენ ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილი და ანა მუსხელოვი, რომლებსაც დიდი მადლობა გადაუხადეს თავდაუზოგავი შრომისთვის, ასევე მემამულე ფიზულა ბეგი, რომელმაც სკოლას10 მანეთი შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 26 იანვარს „ქართული დრამატული საზოგადოება“ გამართავდა კომედიას „პარიჟელი ბიჭი“ ორმოქმედებად. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებდნენ: ნატო გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, თამაროვისა, ლეონიძისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასო აბაშიძე, ხუციშვილი და კ. მაქსიმიძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის „სობრანიის“ დარბაზში გაიმართებოდა კონცერტი ზეითუნელების სასარგებლოდ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებდნენ: ვარვარა ზარუდნაია, იოსეფოვიჩი, ზვიაგინა, ლუბკოვსკაია, პრიანიშნიკოვი და მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 იანვარს ქართული დრამატული საზოგადოების დასს უნდა წარმოედგინა ოპერეტა „რაინდი უშიშარი და გულმართალი“ 2 მოქმედებად. მონაწილეობას მიიღებდნენ კ. მაქსიმიძე, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, მარიამ აბაშიძე, ბარბარე ავალიშვილისა, ლეონიძისა, თამაროვისა და ვასილ აბაშიძე.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 11 იანვარს თბილისის ოლქის სასამართლოში მოქალაქე მიხეილ თეთრაძეს 300 თუმნის ვექსილების, ოთხი თუმნისა და ვერცხლის საათის მოპარვის გამო 8 თვით პატიმრობა მიესაჯა. თეთრაძემ ეს ყველაფერი ბიბილურის ტრაქტორში მძინარე იაგორ კარაპეტოვს მოჰპარა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პელაგია კულუმბეგაშვილმა ნათესავებსა და ნაცნობებს შვილის, თევდორე გიორგის ძე კულუმბეგაშვილის, გარდაცვალების შესახებ აუწყა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს მომარაგების მინისტრმა გიორგი პავლეს ძე ერაძემ ფირმა „სიბუნიონ ლიმიტედის“ წარმომადგენლებთან - ნოელ სტეფანეს ძე სმიტთან და ლევ ქრისტეფორეს ძე გერმანთან ხელშეკრულება გააფორმა.