საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამისი ზაქარია მეტად ღვთისმოყვარე კაცი იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს შიო არაგვისპირელი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ ხშირად ახსენდებოდა პაპა მახარე, რომელიც საფუტკრეში, სრულიად მარტო საქმიანობდა ხოლმე.

1910

ტიპი: თანამდებობა

სამსონ ფირცხალავა 1910 წლამდე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს შალვა ნუცუბიძემ პეტროგრადის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის ნოემბერიდან ანანია სალუქვაძე ვოლინის გუბერნიის ჯარში მსახურობდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ანანია სალუქვაძემ სამხედროში საამსახურში ყოფნის დროს სხვებთან ერთად ჯარისკაცთა საორგანიზაციო საიდუმლო წრე შექმნა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს სიმონ ქვარიანმა დაწერა ისტორიული მონოგრაფია „ქართული ერის ტრაგედია მე-17 საუკუნეში“.

1910

ტიპი: ავტორობა

სიმონ ქვარიანის მიერ 1910 წელს დაწერილი მონოგრაფია „ქართული ერის ტრაგედია მე-17 საუკუნეში“ გიორგი სააკაძის ეპოქას აღწერდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

ერმოლოვმა ვარდენ თიკანაძე ასტრახანის ციხეში იცნო და ადმინისტრაციას მისი ვინაობა შეატყობინა. 1910 წელს თიკანაძე ბათუმში გადაიყვანეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს გურიაში ყაჩაღების დასაჭერად ვალოდია გოგუაძე გაგზავნეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იან წლებში თევდორე კიკვაძე ოზურგეთში ცხოვრობდა და ბავშვებს ამზადებდა სასწავლებელში შესასვლელად.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა ლევან მეტრეველის სტატიის „სიტყვა-კაზმულ ნაწარმოების საერთო დაფასება“ დასაწყისი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა იოსებ სოლომონის ძე მჭედლიშვილის ლექსი „თუ ასე მწარედ დავღონდებოდი...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის სტატია „დრამის მოკლე ისტორია“ ნარვილის ფსევდონიმით.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „ვაშა ახალ სხივს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „მსახიობ ქალს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის სტატია „ყოფნა არ ყოფნა!..“ ფსევდონიმით ექიმი შტოკმანი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის ლექსი „შენ მეძახოდი...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა ივანე გომართელის წერილი მწერალ ლეონიდ ანდრეევის შემოქმედების შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა ს. გლახაშვილის მოთხრობა „ჩვენი მსახიობი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის, ჭინკას ფსევდონიმით, წერილი „საახალწლო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ ურუშაძის წერილი „გეილოცა გურულმა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ ურუშაძის, ბიჭი-ბიჭის ფსევდონიმით, შარჟი „ფილოსოფიური ლექცია“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის, ჭიტას ფსევდონიმით, წერილი „სადღესასწაულო მოგზაურობა“.