რეგისტრირებული ფაქტები87668
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი) ქ. თბილისის თვითმმართველობის უხუცესი ხმოსანი იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის იანვარში გარდაიცვალა საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძემ ხმოსნებს მოუწოდა, გარდაცვლილი გიორგი თუმანიშვილისთვის ფეხზე ადგომით პატივი მიეგოთ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 იანვარს, 21.30 საათზე ქალაქის საბჭოში გაიხსნა სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ალექსანდრე ლომთათიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვ. ა. ბერიძისა დაბრუნდა საზღვარგარეთიდან.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 8 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ალექსანდრე იაკობის ძე მანუჩაროვის მოწამვლაში ბრალდებული იყო დეიდამისი, მართა თედოშვილი, რომელიც დააპატიმრეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სატეხნიკო საზოგადოების თავმჯდომარე ბოდესლავ სტატკოვსკი 30 აპრილს სურამში აპირებდა წასვლას გვირაბის სანახავად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ეპისკოპოსმა ალექსანდრემ თავისი ხარჯებით გააკეთებინა ბაქანი რკინიგზაზე სოფელ ძეგვთან, რომლითაც მოსახლეობას მისვლა-მოსვლა მეტად გაუადვილდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სმიტინი თბილისის ოლქის სასამართლო პალატის პროკურორი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ბიკოვი თბილისის ოლქის სასამართლოს პროკურორი იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის თებერვალში ელენე კონსტანტინეს ასული სვიმონიშვილ-ბარათაშვილისა გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ მსახიობთა პროფესიული კავშირის საბჭო იუწყებოდა, რომ მსახიობ ვალერიან შალიკაშვილის წლისთავის აღსანიშნავად წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა 8 თებერვალს, 12 საათზე, ქაშვეთის ტაძარში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 1-ლი აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლის ივანე რამაზის ძე ანდრონიკაშვილის განცხადება, რომ 20 მაისს თბილისში გაიმართებოდა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრება, რის გამოც 8 აპრილს სიღნაღში ჩატარდებოდა სამაზრო კრება სხვადასხვა განკარგულებათა დასადგენად.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 21 მარტს სასტუმრო „საქსონიაში“ მყოფი ტიტულოვანი მრჩეველი სერგო ტერ-გრიქუროვის გაქურდვაში ბრალი ედებოდათ სასტუმროს მოსამსახურეებს – სვიმონ შენგელაიას და პოკრიფ ანჯარიას, რომლებიც მე-4 ნაწილის ბოქაულის ხელქვეითმა შერგილოვმა დააპატიმრა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 მარტს სასტუმრო „საქსონიის“ მე-2 ოთახიდან, რომელშიც ტიტულოვანი მრჩეველი სერგო ტერ-გრიქუროვი იმყოფებოდა, გაიტანეს 298 მანეთი, 2 მომგებიანი ბილეთი, 2 500 მანეთის თამასუქები და 500 მანეთის ოქროსა და ბრილიანტის ნივთები.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 21 მარტს პოლიციის მე-3 ნაწილში თბილისის მოქალაქე მელაშვილს ივანე ოვანოვმა 73 მანეთი მოჰპარა. ის პოლიციის მოხელე სავჩუკმა რკინიგზის სადგურზე დააკავა და მოპარული თანხა დააბრუნებინა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 22 მარტს ოდესელი ეკატერინე იეპეცკის სახლიდან ქურდებმა გაიტანეს 140 მანეთის ღირებულების სხვადასხვა ნივთი.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პოლიციის მე-10 ნაწილში ჯარისკაცის შვილმა პრასკოვია ევდოკიმოვმა დამბაჩით თავი მოიკლა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვერაზე მცხოვრებმა ინჟინერმა გავრილენკომ თავი მოიკლა.

