რეგისტრირებული ფაქტები87668
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ელექტროენერგიით ქალაქების გამნათებელი კომპანიის მეპატრონე ბლანშო, რომელიც შვეიცარიიდან თბილისში ჩამოვიდა, კერძოდ, სათავადაზნაურო ბანკის თეატრის განათების საქმეზე, მოლაპარაკებები აწარმოა ბანკის გამგეობასთან მტკვრის მარჯვენა მხარეს განათებების დადგმის თაობაზე.
1888
ტიპი: ღონისძიება
„გაზეთი“ ივერია იუწყება, რომ 1888 წლის 19 მარტს ნიკოლოზ აბამელიქოვის მაღაზიიდან მოიპარეს წითელი სამოვარი.
1888
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1888 წლის 22 მარტს პოლიციის მე-9 ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მდივანმა დიმიტრი თევდორეს ძე გავრილენკომ თავი დამბაჩით მოიკლა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 23 მარტის „გაზეთი“ ივერია იუწყება, რომ სომხური გაზეთ „მშაკის“ ცნობით, ახალქალაქის მაზრის უფროსი ალექსანდრე სუმბათაშვილი ბორჩალოს მაზრის უფროსად გადაჰყავდათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 23 მარტის „გაზეთ“ ივერიის ცნობით, მოსეშვილმა ქუთაისიდან მარსელში სავაჭრო და სამრეწველო საქმეების შესასწავლად ახალგაზრდა, გვარად გაჩეჩილაძე გაგზავნა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 23 მარტის „გაზეთ“ ივერიის ცნობით, იოსებ რატილი ბოლოჯერ იქნებოდა აღნიაშვილის ქართული ხოროს ლოტბარი, რის შემდეგაც ლოტბარობას მელიტონ ბალანჩივაძეს გადასცემდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 23 მარტის „გაზეთი“ ივერია იუწყება, რომ მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის მიერ შედგენილი გეომეტრიისა და პრაქტიკული ტრიგონომეტრიის სურათებისა და ფიგურების კლიშეები ნოვიკოვმა 150 მანეთად გააკეთა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 23 მარტის „გაზეთი“ ივერია იუწყება, რომ მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა დასაბეჭდად გადასცა მიხეილ ქაიხოსროს ძე ყიფიანს მის მიერ შედგენილი ქართული გეომეტრიისა და პრაქტიკული ტრიგონომეტრიის მასალები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 მარტს თბილისის ოლქის სასამართლოს წევრი მ. ელიოზიშვილი და თიანეთის სახელმწიფო მამულების გამგებელი ნ. ნევსკი გზების გაუმართაობის გამო თიანეთში ეტლით ჩაეფლნენ თოვლში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 22 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თიანეთში ცუდი გზის გამო ბარბარე ბარათაშვილი ეტლით გადაადგილების დროს თოვლში გაიჭედა და 10 საათის განმავლობაში ელოდა დახმარებას, სწორედ ამიტომ, ადგილობრივმა გლეხებმა გზის შეკეთება დაიწყეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 22 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გორში ქურდებმა გატეხეს ერთ-ერთი ვაჭრის დუქანი და მოიპარეს სხვადასხვა ნივთები. გორის ბოქაულ ხერხეულიძის წყალობით მოახერხეს დამნაშავეების დაჭერა და სათანადოდ დასჯა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 22 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Новое Обозръние“-ს რედაქტორის განცხადებით რუსულად უნდა გადაეთარგმნათ და დაებეჭდათ გიორგი წერეთლისა და სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის გუბერნატორი კარლ ლევის ძე ზისერმანი შემდეგ კვირაში ჩამოვიდოდა დედაქალაქში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 22 მარტს ქართული თეატრის მსახიობი ვასილ აბაძიშე გამართავდა ლიტერატურულ საღამოს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ანდრონიკოვისა, ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი, კ. მ. მაქსიმიძე, ალექსანდრე ნებიერიძე და სხვანი. საღამოზე ასევე წარმოდგენილი იქნებოდა გეორქ ბაშინჯაღიანის მიერ შესრულებული სურათები „ვეფხისტყაოსნიდან“.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს გაიმართა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრება ნიკოლოზ ღოღობერიძის თავმჯდომარეობით. კრებაზე გადაანაწილეს საზოგადო საჭიროებისთვის გამოყოფილი თანხა: სააზნაურო სკოლას გადასცეს 8 000 მანეთი, წმ. ნინოს საქალებო გიმნაზიას- 1200 მანეთი, ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას- 1000 მანეთი, სააზნაურო სკოლის ღარიბებს- 500 მანეთი, სავაჟო გიმნაზიაში მოსწავლე სამხედრო შეგირდებს- 350 მანეთი, ქუთაისის გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას- 300 მანეთი. სტიპენდიის სახით ბესარიონ ღოღობერიძისა და ოლგა თეოდორის ასულზე გაიცა 1000 მანეთი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ ვაშლოვანის საზოგადოების ცნობით, მენახშირეებს- პეტრე კელბერაშვილს და სიმონა დათიაშვილს შინდისის აღმართში თავს დაესხნენ ავაზაკები, რომლებმაც მათ წაართვეს ერთი ცხენი და თავში მძიმედ დაჭრეს სიმონა დათიაშვილი.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი, რომელიც ქალაქ ნუხაში მოღვაწეობდა და უცხო პირთა მეშვეობით შეაწყვეტინეს მისიონერობა, ელოდებოდა გამოძიების პასუხს, რა მიზეზით გადააყენეს თანამდებობიდან.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 15 სექტემბერს თურქეთიდან გადმოსულმა ქურდებმა ზაქარია ოთურბამ და შაბაი მარღანიამ სოხუმში გაძარცვეს გენერალ ზავადსკის სახლი. გენერალი იარაღით მოკლეს თავის ორ მსახურთან ერთად. სახლიდან გამოქცეულებმა გზად ვაჭარი ფილიპე ბოკუჩავაც მოკლეს და გაიქცნენ.
1887
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1887 წლის 22 დეკემბერს ცხინვალში მცხოვრებ დავით ნამორაძეს მევალეებმა მიაკითხეს სახლში სასამართლოს მიერ გადაცემული მამულის დასაკუთრების მიზნით, რა დროსაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მათ შორის და დაიჭრა ვ. ელიოზიძის ძმისშვილი და თანმხლები პირი კვანჭახაძე.

