რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 6 მარტს ნოტარიუსმა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილმა დაამტკიცა ოლღა ჭავჭავაძისეული საგურამოს მამულის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სრულ საკუთრებად ქცევის დამადასტურებელი ნასყიდობის დოკუმენტი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 მარტს კონსტანტინე იოსების ძე გამყრელიძის მოწვევით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების დამფუძნებელი წინასწარი კრება გაიმართა. კრებას 30 კაცი ესწრებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას 1909 წლის შემოსავლის 20% – 71. 40 მანეთი გაუგზავნა.
1910
ტიპი: ღონისძიება
ქშწკგ საზოგადოების კავკავის განყოფილების 1909 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშის თანახმად, იოსებ სოლომონის ძე ხოლოევმა ბანკში 200 მანეთი შეიტანა სკოლის სახელზე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 11 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს აკაკი წერეთლის თხოვნა აპრილის, მაისისა და ივნისის პენსიის წინასწარ მიცემის შესახებ.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პარიზში მყოფ იაკობ ნიკოლაძეს შეატყობინა, რომ გამგეობას შეუძლებლად მიაჩნდა მისთვის 1 000 მანეთის გაგზავნა ილია ჭავჭავაძის ქანდაკებისთვის, შეახსენა, რომ ამ თანხას საფლავზე ძეგლის გამართვის შემდეგ მიიღებდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტს ქართულ თეატრში გაბრიელ სუნდუკიანცის პიესა „ხათაბალა“ წარმოადგინეს. სპექტაკლში მარიამ საფაროვა-აბაშიძისა ნატალიას როლს ასრულებდა.

