რეგისტრირებული ფაქტები87657
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1895
ტიპი: ნასამართლეობა
1895 წელს ქუთაისში ურიების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყებისთვის ქუთაისის ოლქის სასამართლომ კ. ჭეიშვილს ერთი წელი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო გ. ნიშნიანიძეს – 8 თვით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე მიხაილ ხილკოვს ამერიკიდან პეტერბურგში რკინიგზის ინსპექტორი ჩამოჰყვა. მას პეტერბურგში ამერიკის რკინიგზის მსგავსი რკინიგზა უნდა გაეყვანა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის იანვარში თბილისში ა. პ. სემენცოვის ხელმძღვანელობით ვარშავის პოლიტექნიკუმის სტუდენტთა ჯგუფი აპირებდა ჩამოსვლას. ისინი თბილისიდან ალავერდის სპილენძის ქარხნის დასათვალიერებლად გეგმავდნენ გამგზავრებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 იანვარს ქაშვეთში თბილისის მიტროპოლიტმა ლეონიდმა ღვთისმსახურება აღასრულა. პროცესია გაგრძელდა გოლოვინის პროსპექტზე იორდანის მიმართულებით, სადაც შეუერთდა რუს სასულიერო პირებს და მათ ერთობლივად შეასრულეს რიტუალი იორდანის წყლის კურთხევით.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებული ნიკოლოზ მკურნალის ცნობით, ქუთაისის სამეურნეო სასწავლებელში მოწყობილ სტუდენტს წინასწარ 5 მანეთი უნდა გადაეხადა, პირველ ოქტომბერსა და პირველ აპრილს კი — 60-60 მანეთი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ელი იანვრიდან ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს თბილისის კანცელარიის ბრძანებით პირველი რაიონის ზედამხედველები – მიხეილ შრამჩენკო, ალექსანდრე ბაქრაძე, სიმონ გლაზკოვი და ვასილი გიუბნერი – უფროს საშტატო კონტროლიორებად დაინიშნენ. მათ გადაადგილება ეკრძალებოდათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 7 იანვარს ამიერკავკასიის აგრარული რეფორმის ლიგამ ჩაატარა საორგანიზაციო სხდომა, რომელმაც დაადგინა, რომ დროებითი ბიურო უნდა აერჩიათ შემდეგი შემადგენლობით: ს. ა. ზახაროვა, გ. ვ. ზერცალოვა, ა. ზ. თამამშევა, ი. შ. პირუმოვა, ლ. ბ. ბებუთოვა, ალექსანდრე კონსტანტინეს ძე კორინთელი.
1895
ტიპი: ნასამართლეობა
1895 წელს ქუთაისში ურიების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყებისთვის ქუთაისის ოლქის სასამართლომ ეგ. ჯიბლაძეს ციმბირში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ბ. ლორთქიფანიძეს – ტობოლსკის გუბერნიაში გადასახლება, ბ. ბალანჩივაძესა და აფრასიონ ლოსაბერიძეს – 2-2 წლით პატიმართა როტაში პატიმრობა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 13 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პოლიციის მე-9 ნაწილში ანასტასია სტასენკომ დამბაჩით თავი მოიკლა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს სამეურნეო ბანკის შენობაში გაიმართა სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენლების ყრილობის სხდომა, რომელსაც ალექსანდრე მაჩაბლიშვილი თავმჯდომარეობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკს, მევენახეთა კონგრესის საბჭოს თავმჯდომარე ივანე ანდრონიკაშვილსა და საბჭოს წევრ გ. წინამძღვრიშვილს ღვინოზე საწინდრის გაუქმებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხთა შესახებ ხანგრძლივი მოლაპარაკება ჰქონდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის რწმუნებული იასონ ლორთქიფანიძე საზღვარგარეთიდან თბილისში დაბრუნდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის რწმუნებულმა იასონ ლორთქიფანიძემ საზღვარგარეთ შეიძინა 10 მილიონამდე ფუთი აბრეშუმის თესლი და ფქვილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოზურგეთის მაზრის წინამძღოლ ივსიხი ნაკაშიძის განცხადებით 17 აპრილს ოზურგეთში გაიმართებოდა თავად-აზნაურთა სამაზრო კრება.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ჯეიმს ვილიამ ლოუზერი იყო დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი (თავმჯდომარე).
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დამფუძნებელი კრების უფროსმა მოადგილემ, ალექსანდრე ლომთათიძემ ინგლისის თემთა პალატის თავმჯდომარე ჯეიმს ვილიამ ლოუზერს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო მადლობის დეპეშა გაუგზავნა.

