რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დიდუბეში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის გახსნასა და კურთხევას უნდა დასწრებოდნენ.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებას დიდი ჯიხაიშის, საჭილაოს, მუხიანისა და კულაშის სამკითხველოები ჰქონდა.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 402 მანეთსა და 14 თეთრს, გასავალი – 400 მანეთსა და 20 თეთრს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 თებერვალს ქართულ თეატრში გამართულ მარო მდივანის ბენეფისზე წარმოადგინეს პიესები „შურისძიების ღმერთი“ და „დრამატული გამგეობის წევრი“.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მოსე ათანასეს ძე ქიქოძე ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 თებერვალს დიდუბის ბიბლიოთეკა-სამკითხველო აკურთხეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ქ შ წ კ გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ლუარსაბ ბოცვაძე, ქალაქის გამგეობის წარმომადგენელი ნ. ე. არგულინსკი და ე. გულისაშვილი.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, რკინიგზის კონდუქტორი ა. ჯუღელი საკუთარ სახლში მოკლეს.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გამოსასყიდის მიზნით გატაცებული რეალური სასწავლებლის მოსწავლე თფ. მამასთან, ა. სოლოვიოვთან დააბრუნეს.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისის სასამართლო პალატამ იოსებ კონსტანტინეს ძე მაჭავარიანი გაანთავისუფლა. მას ბრალად ედებოდა ბროშურის „ვინ არის ხალხის მტერი,სოც.-დემოკრატები თუ ფედერალისტები“ გამოცემა-გავრცელება.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბათუმის სამხედრო სასამართლო სილ. ივანიაძის საქმეს გაარჩევდა, რომელსაც ბრალად პოლიცმეისტერ სკვორცოვის მკვლელობის დაგეგმვა ედებოდა. ბრალდებულს ივანე კაჩუხოვი იცავდა.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ხონში გარდაიცვალა გაზეთის თანამშრომელი ა. ნ. ბახტაძე.

