საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87641

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 15 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს სამი ახალი ქართული წიგნი: ვასილ ბარნოვის „საკვირველი ხე“ და „პაპუნა“ და ასევე, „სარკე კაცის შინაგანი ცხოვრებისა“, მღვდელ-მონაზონ ბენედიქტეს მიერ შედგენილი სხვადასხვა ძველი ქართული წერილებიდან, რომელიც ათონის ქართველთა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სავანემ გამოსცა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 15 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი ექიმი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 15 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ვოლსკის სტატია „ცოფის აცრა პასტერისებურის მეთოდით“. ექიმი დაწვრილებით აცნობს მკითხველს, თუ რა არის ცოფი, რამდენად აზიანებს ის ადამიანის ორგანიზმს და განმარტავს, რას ნიშნავს პასტერისებური აცრის მეთოდი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ აპრილის დამლევს ან მაისის დამდეგს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ მუშტაიდში გაიმართებოდა ლატარეა-ალეგრი. მსურველებს შესაწირი ნივთი ოლღა ჭავჭავაძის ან საზოგადოების სახელზე უნდა გაეგზავნათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის პირველ აპრილს, სოფელ ოქუმში, მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას ქუთაისის გუბერნატორმა გროსმანმა განუცხადა, რომ ხმები თითქოსდა ახალ გაწვეულ ჯარისკაცებს ცუდ პირობებში ამყოფებდნენ სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგან მათ შეძლებულ აფხაზზე უკეთესი სასმელ-საჭმლით ამარაგებდნენ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის პირველ აპრილს სოფელ ოქუმში მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ქუთაისის გუბერნატორმა გროსმანმა, განუმარტა, რომ სამხედრო მოვალეობის შესრულებას თავი აარიდა არაერთმა გაწვეულმა ჯარისკაცმა, რაც ძალიან ცუდი ფაქტი იყო და მოსახლეობას მიმართა, თუ 10 დღის განმავლობაში ჯარისკაცები უკან დაბრუნდებოდნენ, მათ მიმართ სადამსჯელო ღონისძიებებს არ გაატარებდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსანი დავით ვაჩნაძე გადასახადთა მომატების წინააღმდეგ გამოვიდა და მოითხოვა, საკითხი განსახილველად საფინანსო კომისიას გადასცემოდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე ქ. თბილისის საბჭოს ხმოსანი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსანი პართენ გოთუა გადასახადების მატებას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სკითხად მიიჩნევდა. რადგან ორი გადაწყვეტილება – სატარიფო პალატისა და დამფუძნებელი კრებისა ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, ქალაქის გამგეობის აზრიც გაყოფილი იყო. (ბიუჯეტი 7 მილიონამდე თანხაზე დგებოდა, რასაც საფინანსო კომისიას უნდა შეჰკითხვოდნენ). ხმოსნები ითხოვდენენ საკითხის საფინანსო კომისიისთვის განსახილველად გადაცემას, რომელსაც უახლოეს ვადაში უნდა წარმოედგინა თავისი მოსაზრება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელ თებერვალს ქართულ კლუბში დანიშნულ მორწმუნეთა მესამე კრებაზე მსურველებს ჩაწერა შეეძლოთ კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს კანცელარიაში, 9 საათიდან 12 საათამდე ან ქართულ კლუბში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელ თებერვალს, 12 საათზე, ქართული კლუბის სათეატრო დარბაზში გაიმართა მორწმუნეთა საზოგადოების დამფუძნებელი წევრების მესამე კრება, რომლის თავმჯდომარე იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს (მინისტრი ნოე რამიშვილი) ეკატერინოვკიდან შეატყობინეს, რომ მოკლეს ცნობილი ყაჩაღი ფაშა ყარამან ოღლი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელ თებერვალს ვერა დავიდოვა მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო თეატრის წარმოდგენაში „კარმენი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი წინამძღვრიშვილის „სასოფლო მეურნეობა, კახეთის მევენახეობისა და მეღვინეობის მდგომარეობა“, მევენახეთა და მეღვინეთა კონგრესზე წაკითხული მოხსენება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის 1920 წლის 27 იანვრის ბრძანება არ ვრცელდებოდა რესპუბლიკის საზღვრებში მყოფ უცხო სახელმწიფოთა მისიების წარმომადგენლებზე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქ. თბილისის სასკოლო კომისიამ ანა სოლოღაშვილისა ქალთა N1 გიმნაზიის სამეურნეო ნაწილში თავის რწმუნებულად დანიშნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ყოველთვიურ ჟურნალ „ცისარტყელას“ N2-ში დაიბეჭდა აკაკი პაპავას და ვარლამ რუხაძის კრიტიკული წერილები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ყოველთვიურ ჟურნალ „ცისარტყელას“ N2-ში დაიბეჭდა დ. თურდოსპირელის მინიატურა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობის ბოლო სხდომაზე სახალხო სახლში ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარმა წაიკითხა მოხსენება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის თავმჯდომარეობით სახალხო სახლში გაიმართა სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობის მე-5 და უკანასკნელი სხდომა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეების წარმომადგენელთა ყრილობამ გაბრიელ ცისკარაშვილს დაავალა სოფელ ძველი დმანისის (ბორჩალო) საჭიროებათა შესწავლა და შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრა დამფუძნებელი კრების წინაშე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობა დაეთანხმა მომხსენებელ შალვა ქარუმიძეს და რეზოლუციის გამოტანა პრეზიდიუმს დაავალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობაზე მომხსენებელი შალვა ქარუმიძე ითხოვდა მწყემსებისათვის შეღავათების მიცემას სამხედრო ბეგარაში გაწვევის დროს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს დიმიტრი ივანეს ძე აფხაზმა წაიკითხა მოხსენება სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენლების ყრილობაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობამ მწარმოებელი კოოპერატივების საგამსაღებლო კავშირის თავმჯდომარე ივანე გიორგის ძე ციციშვილის მოხსენებების დებულებები მიიღო.