რეგისტრირებული ფაქტები87616
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე იგნატეს ძე გროსმანი ორი თვით სამსახურიდან დაითხოვეს რუსეთსა და საზღვარგარეთ წასასვლელად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 ივნისს მტკვრის პირას ვანქის ბაღში გეურქ ოჰანეზოვის მიერ მოკლული პირის გვამი იპოვეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 8 ნოემბერს გიორგი ზურაბის ძე ქანანოვი ქალაქის საბჭოს საქმისმწარმოებლად დაინიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 29 ოქტომბერს ახალ სენაკში ანეტა მხეიძისა და მ. დიდებულიძის ინიციატივით დაიდგა 3 სპექტაკლი – „Нечаянное огорчение“, ა. წერეთლის „ბუტიაობა“ და ვ. აბაშიძის „ცოლი თუ გინდა ეს არის“.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 29 ოქტომბერს ჩეკინი და გ. ბუდაგოვსკი ახალ სენაკში დადგმულ სპექტაკლში „Нечаянное огорчение“ მონაწილეობდნენ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთვის გაგზავნილ მოხსენებაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მთავრობისთვის მოთხოვნილი ვალის საგარანტიოდ ასახელებდა საზოგადოების მფლობელობაში არსებულ მიწებსა და შენობა-ნაგებობებს, ასევე მის საკუთრებაში არსებულ ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვრცელი მოხსენება წარუდგინა, რომელშიც მიმართავდა თხოვნით, საზოგადოების მიზნების განსახორციელებლად მთავრობას გამოეყო 5 მილიონი მანეთის სესხი სამი წლის ვადით, რომლითაც პირველ რიგში, უნდა დაბეჭდილიყო იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ და „ბუნების კარი“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 თებერვალს დანიშნული იყო თბილისის ნაფიც ვექილთა საბჭოს არჩევნები. საბჭოს შედგენა სასამართლოს პალატის წევრ გ. ზ. ჩაჩიბაიას ჰქონდა მინდობილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ თებერვალს ბათუმში გამართულ ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრებაზე, რომელზეც განიხილებოდა ცენტრო ბანკის დაარსების საკითხი, მონაწილეობა მიიღეს მომხსენებლებმა: ნიკოლოზ ჯაყელმა, სერგო ყუფარაძემ, მათე რუსიძემ და ვლადიმერ რუხაძემ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ თებერვალს ცენტრო-ბანკის წარმომადგენელმა დავით კალანდაძემ ბათუმში გამართულ ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრებაზე, რომელზეც განიხილავდნენ ხსენებული ბანკის დაარსების საკითხს, განაცხადა, რომ თუ დამფუძნებლები 25 მილიონამდე აქციებს ვერ შეასრულებდნენ, გრიგოლ გიორგის ძე ბერიძე დაამატებდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ თებერვალს ბათუმში გამართულ ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრებაზე ცენტრობანკის წარმომადგენელმა დავით კალანდაძემ კრებას მომავალი ბანკის დაარსების მიზანი და მნიშვნელობა გააცნო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელ თებერვალს ბათუმში გამართულ ცენტრობანკის მიერ მოწვეულ ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრებაზე გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა ერთხმად აირჩიეს თავმჯდომარედ, მათე გაბრიელის ძე რუსიძე კი – მდივნად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ თებერვალს სავაჭრო-სამრეწველო ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი დავით კალანდაძე თბილისიდან ბათუმში ჩავიდა და ეროვნული საბჭოს ბინაზე მოიწვია ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრება, რომელსაც დაახლოებით 60 კაცი დაესწრო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ილ თებერვალს ბათუმში გამართულ ცენტრობანკის ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრებაზე თავმჯდომარე გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავამ დამსწრეთ კრების მოწვევის მიზანი და მომავალი ბანკის დაარსების მნიშვნელობა განუმარტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით იაგორის ძე კალანდაძეს საქართველოს საკრედიტო დაწესებულებათა სავაჭრო-სამრეწველო ცენტრალური ბანკის (ცენტრო-ბანკი) დამფუძნებლებმა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მიანდეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს სამხატვრო არტისტულ წრეში იმართებოდა „მოდების საღამო“, რომლის ხელმძღვანელი იყო ნიკოლაი ევრეინოვი. საღამო გაიხსნებოდა სერგეი რაფალოვიჩის მოხსენებით „შიშველი მოდა“, ნ. ევრეინოვი წაიკითხავდა მოხსენებას „დეკოლტის ფილოსოფია“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თებერვლის ბოლოსთვის თბილისის სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ანტერპრიზა ამზადებდა კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის ოპერას „კერპთა დამხობა“.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი წერილით ზაქარია ჭიჭინაძე გამოეხმაურა „ივერიის“ მე-80 ნომერში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს მან პ. კვიცარიძის მიერ შედგენილი ქართული გრამატიკა თავისი ჩასწორებებით დაბეჭდა. ის უარყოფდა ამ ფაქტს და რედაქციას მიმართავდა, თუ სურდათ, შესადარებლად მიუტანდა დედანსაც და ნაბეჭდ მასალასაც.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 17 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის სასულიერო გიმნაზიის ინსპექტორი პატოცკი სინოდის განკარგულების თანახმად, პერმის სემინარიის ინსპექტორად დანიშნეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 აპრილს ივანე სულხანიშვილის თავმჯდომარეობით გორში გაიმართა თავადაზნაურობის კრება, რომელზეც გადაწყვიტეს, ქვეყნის მმართველობისთვის მიემართათ თხოვნით, თბილისის კადეტთა კორპუსში სასწავლებლად მიეღოთ ქართველი ეროვნების მოსწავლეთა უმრავლესობა, რადგან სასწავლებელი ქართველ თავადაზაურთა თხოვნით დაარსდა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 11 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ გოგია ჟორდანიას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

