რეგისტრირებული ფაქტები87614
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 23 აგვისტოს ალექსანდროვის საკატორღო საპყრობილიდან გამოქცეული კოლია ყუფარაძე დააკავეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის იანვარში თბილისის გზათა სამინისტროს კომისარმა ამიერკავკასიის რკინიგზის სასწავლო განყოფილების ხელმძღვანელის ა. ტ. სნარსკის ადგილზე დიმიტრი ათაბეგი დანიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში ქართველ მწერალთა კავშირის თაოსნობით გამართულ დავით კლდიაშვილის 30 წლის იუბილეზე დაიდგმებოდა მისი ერთმოქმედებიანი პიესა „უბედური“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში ქართველ მწერალთა კავშირის თაოსნობით გამართულ დავით კლდიაშვილის 30 წლის იუბილეზე ივანე გომართელი წაიკითხავდა მოხსენებას იუბილარის შემოქმედების შესახებ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი ქართველ მწერალთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ (რუსთაველის გამზ.21) გაიმართებოდა ქართველ მწერალთა საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე მაყაშვილის პირველი ქართული საღამო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ (რუსთაველის გამზ. N21) ყოველდღე, 13 და 17 საათზე, წარმოადგენდნენ გასტროლიორ არკადი ლაზარევის პროგრამას.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე კუცია იყო მოხალისე ჯარისკაცის, ნიკო ალექსის ძე კუციას ბიძა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნადია ალექსის ასული კუცია იყო მოხალისე ჯარისკაცის, ნიკო კუციას და.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელენე ალექსის ასული კუცია იყო მოხალისე ჯარისკაცის, ნიკო კუციას და.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ აკოფოვს 16 მანეთი გადაუხადეს.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსი კუცია იყო მოხალისე ჯარისკაცის, ნიკო ალექსის ძე კუციას მამა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკო ალექსის ძე კუცია იყო მოხალისე ჯარისკაცი.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 8 თებერვალს ნიკო ალექსის ძე კუცია მოკლეს სოჭის ფრონტზე მოხალისეთა ჯარის შეტაკების დროს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა დიტიატკოვსკის მაღაზიას 515.98 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ბესარიონ ჩომახიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, დიდი ჯიხაიშის სამკითხველოსთვის ჟურნალ-გაზეთები გაეგზავნათ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ექიმი აპოლონ მესხი იუწყებოდა, რომ მამის, ისაკ მესხისმ ორმოცი დღის პანაშვიდი 8 თებერვალს ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში გაიმართებოდა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის ნოემბერში გარდაიცვალა ექიმ აპოლონ მესხის მამა, ისაკ ალმასხანის ძე მესხი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ისაკ ალმასხანის ძე მესხი იყო ექიმ აპოლონ მესხის მამა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სამხედრო პირნი იუწყებოდნენ, რომ კაპიტან გიორგი დავითის ძე მიქელაძის, ჯარისკაცების – გიორგი მარგველაშვილის, ისაკ ზაზიკაშვილის, ზაქარია ჩიტაძის, გრიგოლ გეგეჭკორის, გაბრიელ გეგეშიძის, გიორგი თადუმაძის და ლეონტი არველაძის წლის წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა 9 თებერვალს, 11 საათზე, სამხედრო ტაძარში.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 9 თებერვალს კაპიტანი გიორგი დავითის ძე მიქელაძე, ჯარისკაცები – გიორგი მარგველაშვილი, ისაკ ზაზიკაშვილი, ზაქარია ჩიტაძე, გრიგოლ გეგეჭკორი, გაბრიელ გეგეშიძე, გიორგი თადუმაძე და ლეონტი არველაძე გმირულად დაეცნენ საქართველოსთვის ბრძოლის ველზე ახალციხესთან, სოფ. თაბუზართან და ცირთან.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი დავითის ძე მიქელაძე იყო კაპიტანი.

