საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81763

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის თანამშრომელი ვასილ ნიკოლოზის ძე სტეპანოვი იყო გუბერნიის მდივანი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის თანამშრომელი ტარას ივანეს ძე მულინი იყო კოლეგიის მდივანი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის ფინანსურ განყოფილებაში მსახურობდნენ: სპირიდონ ივანეს ძე შემეტოვი, პავლე ნიკოლოზის ძე სოფრანსკი და ნიკოლოზ ივანეს ძე მოროზოვი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ორმოქმედებიან კომედიაში „პარიზელ ბიჭში“ ჟოზეფის როლის შერულება მსახიობისაგან დიდ ნიჭს, დაკვირვებას, სცენის ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 თებერვალს ქართული დრამატული დასის მიერ წამოდგენილ ორმოქმედებიან კომედიაში „პარიჟელ ბიჭში“ ჟოზეფის როლს ასრულებდა მარიამ მიხეილის ასული საფაროვა.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძის ფსევდონიმი იყო მოლა ბაშირი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რომანოზ სპირიდონის ძე ფანცხავას ფელეტონი „ზოგიერთი ფიქრი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა დავით გიორგის ძე ერისთავის თარგმნილი ორმოქმედებიანი კომედია „პარიჟელი ბიჭი“ და სამმოქმედებიანი კომედია „სადავო მფლობელობა“. ორივე პიესა საკმაოდ ცნობილი იყო საზოგადოებისთვის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ თუკი რომელიმე არტისტის შესრულება არ მოსწონდათ ამას სალანძღავი სიტყვებით კი არ გამოხატავდნენ, არამედ თავაზიანი კრიტიკით. მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ სულმოკლე ადამიანისთვის თუ იქნებოდა საწყენი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ თეატრალურ სივრცეში კრიტიკულ და ხარისხიან რეცენზიებს უგულებელყოფდნენ და ერთმანეთის ლანძღვა-გინება კი – მოსწონდათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, მსახიობებს როგორმე უნდა გაეთავისებინათ, რომ საკუთარი როლის ცოდნა აუცილებელი იყო, რათა შთამბეჭდავად ეთამაშათ და არტისტის სახელი ღირსეულად ეტარებინათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ თეატრს ძირი გამოუთხარა მსახიობების უგულო და დაუდევარმა შესრულებამ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ საზოგადოება ითმენდა თეატრში უხარისხო წარმოდგენებს, თუმცა არავის ჰქონდა უფლება მათი მოთმინებით ესარგებლა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ დრამატურგს თავის პიესაში სასაცილოდ ადამიანის არა ფიზიკური, არამედ ზნეობრივი ნაკლი უნდა წარმოეჩინა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გასულ შაბათს ვასილ ალექსის ძე აბაშიძის ბენეფისზე ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა სუნდუკიანცის ოთხმოქმედებიანი კომედია „ხათაბალა“.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს დავით ჭავჭავაძე იყო თავადი.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის ოლქის სასამართლომ კონსტანტინე ვასილის ძე ქელბაქიანს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო თბილისის სასამართლო პალატამ ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სასამართლომ კონსტანტინე ვასილის ძე ქელბაქიანის სააპელიაციო საჩივარი განიხილა. მას ბრალდებოდა ექვთიმე მჭედლიძის მკვლელობა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 12 თებერვალს ნატალია მერაბის ასულის გაბუნია-ცაგარლის ბენეფისზე ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა ილია ჭავჭავაძის თხზულება „დედა და შვილი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 12 თებერვალს ქართულ თეატრში გაიმართა ნატალია მერაბის ასულის გაბუნია-ცაგარლის ბენეფისი, რომელზეც ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა აქვსენტი ანტონის ძე ცაგარლის ოთხმოქმედებიანი კომედია „ხანუმა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სამაზრო ზედამხედველობა შედგებოდა ორი წევრისაგან მაზრის უფროსისა და მომრიგებელი კაცისაგან, საჭიროებისამებრ კი ჩაერთვებოდა მაზრის უფროსის თანაშემწე. დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ სამაზრო ზედამხედველობის საკითხები მხოლოდ მაზრის უფროსს გადაეწყვიტა, რადგან მას თავისი თანაშემწე წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და მომრიგებელი კაცის აზრს ყურადღებას არც კი მიაქცევდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, სამაზრო ზედამხედველობის ინსტრუქციის 31-ე მუხლი გულისხმობდა, რომ საგლეხო მმართველობის ზედამხედველების უმთავრესი მოვალეობა იყო მაცხოვრებლებისთვის ესწავლებინათ კანონი და განემარტათ მისი არსი, მნიშვნელობა, გამოყენება და აღმოეფხვრათ კანონდარღვევა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სამაზრო ზედამხედველობა შედგებოდა ორი წევრისაგან მაზრის უფროსისა და მომრიგებელი კაცისაგან, რომლებიც თანასწორად ვალდებულები იყვნენ ყურადღება მიექციათ გლეხების მმართველობის საქმიანობისთვის და საჭიროების შემთხვევაში მესამე წევრად მოეწვიათ მაზრის უფროსის თანაშემწე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ამიერკავკასიის მაჰმადიანური გუბერნიების გლეხების მმართველობის ზედამხედველების სამართავად შედგენილი ახალი პროექტის მიხედვით, ისინი დაექვემდებარებოდნენ ორ ინსტანციას: „გლეხთა მმართველობის სამაზრო ზედამხედველობას“ და „საგუბერნიო მოხელეობას“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ გლეხების მმართველობის ზედამხედველები ექვემდებარებოდნენ მხოლოდ გუბერნატორს და გლეხების საგუბერნიო გამგეობას, რაც ამიერკავკასიის მაჰმადიანური გუბერნიებისთვის შედგენილი ახალი პროექტის მიხედვით შეიცვალა.