საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81232

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს ალფეზ სვიმონის ძე აბულაძე შომახეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866-1901 წლებში გიორგი მოსეს ძე მახარაშვილი წყნორის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს მოსე სიმონის ძე მახარაშვილი წყნორის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს იოსებ ბეჟანის ძე გამყრელიძე ხევიჯვრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866-70 წლებში დიმიტრი თამაზის ძე გიორგაძე ჯვარისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს გრიგოლ ბერის ძე კაპანაძე ჯალაურთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს კლიმენტი ჩიქვანი ნამარნევის მონასტერში ბერად აღიკვეცა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866-69 წლებში გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი გაზეთ „დროების“რედაქტორი იყო.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს ივანე მირიანაშვილმა თავისი შვილი ალექსი სოფელ ვაქირის სკოლაში შეიყვანა სასწავლებლად.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს სოფელ ვაქირის სკოლაში მასწავლებელი იყო მღვდელი ხატიაშვილი.

1866

ტიპი: განათლება

1866 წლიდან ალექსი მირიანაშვილმა სწავლა დაიწყო სოფელ ვაქირის სკოლაში.

1866

ტიპი: განათლება

1866 წლიდან ალექსი მირიანაშვილი სოფელ ვაქირის სკოლის მოსწავლეებთან ერთად დილით ადრე მიდიოდა სკოლაში და მხოლოდ მზის ჩასვლისას ბრუნდებოდა შინ.

1866

ტიპი: განათლება

1866 წლიდან ალექსი მირიანაშვილის სოფელ ვაქირის სკოლაში სწავლის პერიოდში მასწავლებლის როლს უფროსკლასელი მკლავღონიერი მოსწავლეები ირგებდნენ და სკოლაშიც ათასგვარი საძაგლობა ხდებოდა.

1866

ტიპი: განათლება

1866 წლიდან ალექსი მირიანაშვილის სოფელ ვაქირის სკოლაში სწავლის პერიოდში ყველაფერს ეთმობოდა დრო წიგნების კითხვის გარდა.

1866

ტიპი: განათლება

1866-1868 წლებში ალექსი მირიანაშვილი სოფელ ვაქირის სკოლაში სწავლობდა.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866-1868 წლებში ალექსი მირიანაშვილი სოფელ ვაქირის სკოლის მასწავლებლის, მღვდელ ხატიაშვილის შესახებ წერდა, რომ იგი თვეში ორჯერ თუ შეივლიდა სკოლაში, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მოწაფეთათვის დაევალებინა მისი სადილისათვის მინდორ-ვენახებიდან სატაცურის მოტანა, ან კალო-საბძელში მუშაობა, ან მისი ეზოს გადასწორება, მატყლის წეწვა და სხვა.

1866

ტიპი: განათლება

1866-1868 წლებში ალექსი მირიანაშვილის სოფელ ვაქირის სკოლაში სწავლის პერიოდში მოსწავლეთა რაოდენობა 50-60-ს აღემატებოდა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866-1868 წლებში მ. ხატიაშვილი იყო მღვდელი.

1866

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვასილ კოპტონაშვილი 1866 წელს ახალქალაქის მაზრის სოფელ კოთელიაში დაიბადა.

1866

ტიპი: სტატუსი

1866 წელს სოლომონ კოპტონაშვილი საშუალო შეძლების გლეხი იყო.

1866

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1866 წელს დაიბადა ვასილ კოპტონაშვილი. იგი ერთადერთი ვაჟი იყო ოჯახში და მშობლები ყოველანაირად ანებივრებდნენ.

1866

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1866 წლის 2 იანვარს იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილი დაიბადა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 5 იანვრიდან (კავკასიის მეფისნაცვალის მთავარ სამმართველოში გაცემული ბრძანებით) ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი იზუმსკი უნდა დაენიშნათ სამეგრელოს დროებითი კომისიის წარმომადგენლად. ამ კომისიას ევალებოდა სამეგრელოს, სვანეთისა და სამურზაყანოს თავადაზნაურთა გვარების შესახებ ცნობების შედგენა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 5 იანვრიდან (კავკასიის მეფისნაცვალის მთავარ სამმართველოში გაცემული ბრძანებით) საგუბერნიო მდივანი ჩარექიშვილი უნდა დაენიშნათ სამეგრელოს დროებითი კომისიის პირველ მდივნად. კომისიას ევალებოდა ცნობების შედგენა სამეგრელოს, სვანეთისა და სამურზაყანოს თავად-აზნაურთა გვარების შესახებ.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 5 იანვრიდან კავკასიის მეფისნაცვალის მთავარ სამმართველოში გაცემული ბრძანების მიხედვით, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის მუშაკი ჭოღოშვილი მთარგმნელად უნდა დაენიშნათ სამეგრელოს დროებითი კომისიაში. ამ კომისიას ევალებოდა სამეგრელოს, სვანეთისა და სამურზაყანოს თავადაზნაურთა გვარების შესახებ ცნობების შედგენა.