საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87614

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს იაკობ არსენის ძე კუზნეცოვი მინერალოვოდსკის რკინიგზის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონად დაინიშნა.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 7 ნოემბერს ივანე პავლეს ძე სიდამონიძეს მომრიგებელმა მოსამართლემ ცოლზე ძალადობისათვის ერთი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატთა ლიდერი სპირიდონ მალხაზის ძე კედია ვრცელი სიტყვით გამოვიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე დარბაზიდან გააპროტესტეს მენშევიკთა ორატორ ბიქტორ თევზაიას განცხადება, რომ ის არ ემხრობოდა ხალხის ქონებრივად გათანასწორებას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის თებერვალში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარმა ჩიჩერინმა მისწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს, რომ საბჭოთა რუსეთი განციფრებით გაეცნო იმ არგუმენტს, რომლითაც საქართველოს მთავრობამ გაამართლა თავისი უარი, მონაწილეობა მიეღო გენერალ დენიკინის წინააღმდეგ ბრძოლაში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე მიწის დეკრეტის შესახებ, სოციალ-დემოკრატმა კირილე ნინიძემ აღნიშნა, რომ მას საკმარისად არ მიაჩნია სოციალ-ფედერალისტ თევდორე ღლონტის უსაფუძვლო სტატისტიკური ციფრები და სოციალ-რევოლუციონერ ლეო შენგელაიას პროპაგანდისტული სოციალისტური მაგალითები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე მიწის დეკრეტის შესახებ ნიკო ნიკოლაძეს სოციალ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა უპასუხა, რომ გერმანიაში სავარგული მიწების ყიდვა-გაყიდვა აკრძალული იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თევდორე ზურაბის ძე ღლონტი ქ. თბილისის საბჭოს ხმოსანი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე თბილისის ქალაქისთავმა ბენიამინ ჩხიკვიშვილმა მოხსენება წარადგინა მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების მეათე მომატების შესახებ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 აპრილს მთავარმართებელი ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი საგანგებოდ გაემგზავრა ბათუმში, საიდანაც იალტაში მიბრძანდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი და ღარიბ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოება ყველაზე მეტად უნდა განიცდიდეს თავიანთი წევრების საქმეების მიმართ გულგრილობას, რადგან სწორედ ამ ორი საზოგადოების ხელშეწყობასა და კეთილდღეობაზე იყო დამოკიდებული ხალხის წარმატება.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 23 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას ფელეტონი „ფშავლის სიმღერა“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 მარტს მოსკოვში გაიმართა არქელოგიური საზოგადოების კრება, რომლის თავმჯდომარე იყო პ. ს. უვაროვისა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის ფელეტონი „ზოგიერთი ცნობანი და მოსაზრებანი შესახებ საქართველოს ისტორიისა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი წერდა, რომ საქართველოში ოდითგანვე აბრეშუმის ჭიის მოვლა დედაკაცების საქმე იყო. მამაკაცებს საოჯახო საქმეები: ხვნა-თესვა, საქონლის მწყემსვა, ნადირობა, მტრის მოსაგერიებლად და სალაშქროდ გასვლა და სხვ. არ აძლევდა დიდი ხნით შინ დარჩენის საშუალებას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი აღნიშნავდა, რომ საინგილოში აბრეშუმის ჭიის მოვლა დედაკაცების საქმიანობად და მოვალეობად ითვლებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის სტატია „აბრეშუმის მრეწველობა საინგილოში“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არწუნისეულ თეატრში დანიშნული იყო სომხური წარმოდგენა, სადაც ითამაშებდნენ „ჰამლეტს“ და მთავარ როლს ადამიანი შეასრულებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ არტისტს მხოლოდ ჭკუისა და ნიჭის წყალობით შეეძლო სახელი გაეთქვა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მსახიობს ნიჭის გარდა გონიერებაც სჭირდებოდა, რათა თავისი როლი სრულყოფილად შეესრულებინა. სასცენო ხელოვნებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ნიჭისა და ჭკუის თანხვედრა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ყველა ნიჭიერ მსახიობს შეეძლო ეგრძნო თავისი როლი, თუმცა ეს არ კმაროდა და როლის გააზრება, გათავისება იყო უმნიშვნელოვანესი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ადამიანის ნიჭი და ჭკუა თანაბარწილად სრულყოფდა ხელოვნებას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძის ფელეტონი „ტფილისიდამ თეირანს“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ა. ორნატსკი იყო სამხედრო პროკურორის თანაშემწე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფ. ვ. იაჩევსკი იყო სამხედრო მოსამართლე და მას ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება.