რეგისტრირებული ფაქტები87614
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 ნოემბერს ქართულ თეატრში გაიმართებოდა მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძის ბენეფისი, სადაც წარმოადგენდნენ სამმოქმედებიან კომედიას „დავიდარაბას“ და ერთმოქმედებიან ვოდევილს „ბარაქალა მასწავლებელს“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ვ. სტეფანოვს წერილები ფოსტიდან თითქმის ერთი თვის დაგვიანებით მიუტანეს. ფოსტის გამგეობის მუშაობით უკმაყოფილო იყო ხალხი და ამ საკითხზე ყურადღება უნდა მიექციათ მმართველებს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის საოლქო სასამართლომ ნიკოლოზ იოსების ძე მაევსკის აუკრძალა საქმიანობა, რადგან მას ბრალდებოდა სასამართლოში უწესოდ მოქცევა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ იოსების ძე მაევსკი იყო ვექილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ივნისს თედო ზაქარაძე ზურგში დანით დაჭრეს. დამნაშავე მიიმალა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ვასილ ბარანოვი დანიშნეს ბაქოს გუბერნიის გამგეობის მე-2 განყოფილების საქმის გამგის თანაშემწედ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე იანოვიჩი იყო ბაქოს გუბერნიის გამგეობის მე-2 განყოფილების დროებითი გამგე და მთავარმართებლის განკარგულებით ამავე თანამდებობაზე მუდმივ თანამშრომლად დაამტკიცეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ალექსანდრე არუთინოვი დანიშნეს მე-9 ხარისხის უხელფასო თანამშრომლად ახალბაიაზეთის მაზრის პოლიციაში.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 მარტს მოსკოვში არქეოლოგიური საზოგადოების კრების წევრებს პ. ს. უვაროვისამ აცნობა, რომ იმპერატორმა მათ 15 000 მანეთი შესწირა ჩრდილოეთ რუსეთსა და კავკასიაში არქეოლოგიური სამუშაოების ხელშესაწყობად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 მარტს ქართულ თეატრში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ანდრონიკოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე მესხიევი, არჩილ ჯორჯაძე (საბუელი), ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (მოხევე), ნებიერიძე და სხვ.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის თანამშრომელი თევდორე ვასილის ძე გლობა იყო ტიტულარული მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის თანამშრომელი დიმიტრი თევდორეს ძე ბუინოვი იყო კოლეგიის ასესორი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის თანამშრომელი ევგენი დავითის ძე ისაროვი იყო სამეფო კარის მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის თანამშრომელი ალექსანდრე ვლადიმერის ძე კოსტენსკი იყო სამეფო კარის მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის თანამშრომელი ალექსანდრე ფრანცის ძე პასერბსკი იყო კოლეგიის მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის თანამშრომელი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე დემინი იყო სახელმწიფო მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის ფინანსურ განყოფილებაში მსახურობდა თევდორე ვასილის ძე გლობა, VIII კლასის საქმისმწარმოებელი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მარტში იტალიის ქალაქ ფოსანოს თეატრის ოპერაში ქართველი მომღერალი სერგო ევლახიშვილი მღეროდა. დამსწრე საზოგადოებამ და ოპერის ორკესტრმა პატივისცემის ნიშნად მომღერალს დაფნის გვირგვინი მიართვა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 5 იანვრიდან კავკასიის მეფისნაცვალის მთავარ სამმართველოში გაცემული ბრძანების მიხედვით, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის მუშაკი ჭოღოშვილი მთარგმნელად უნდა დაენიშნათ სამეგრელოს დროებითი კომისიაში. ამ კომისიას ევალებოდა სამეგრელოს, სვანეთისა და სამურზაყანოს თავადაზნაურთა გვარების შესახებ ცნობების შედგენა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 23 სექტემბერს მიხეილ რომანოვის ბრძანებით საზოგადო საქმის განყოფილების დირექტორი ბარანოვსკი დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მრჩეველად. ამავდროულად დარჩა წინა თანამდებობაზეც.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მაისში ამხანაგობა „გლეხმა“ გადაწყვიტა ეთარგმნა და გამოეცა რუსი საბავშვო მწერლისა და პედაგოგის, ელიზავეტა ვოდოვოზოვას თხზულება „როგორ ცხოვრობს ხალხი ქვეყანაზე“. მისი გამოცემისთვის საჭირო თანხა ხელის მოწერით უნდა შეგროვებულიყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 24 მაისს სათავადაზნაურო თეატრში ილია კარგარეთელის კონცერტი გაიმართა. ქართველმა მომღერალმა ძირითადად რუსული და იტალიური სიმღერები შეასრულა, თუმცა მსმენელებს განსაკუთრებით ქართული რომანსები მოეწონათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 მაისს ქართველი ხელოსნები თბილისში, კუკიაზე შეიკრიბნენ და თბილისის გამგეობას თხოვნით მიმართეს, დაეთმოთ მათთვის ეს ადგილი იჯარით, რათა საცხოვრებელი სახლები აეშენებინათ. მთხოვნელთა შორის იყვნენ: ტატო ოდიაშვილი, კოსტ. არეშიძე, ვასო მგელაძე, მიხეილ ტარიელაშვილი, ზაქ. ნაბიჭვრიშვილი, მიხეილ სუხაშვილი, გაბო ოდიშვილი, ვანო ბიბილაშვილი, ივანე დოლმაზაშვილი, თედო დოლმაზაშვილი და პეტრე პეტრიაშვილი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის განმწესრიგებელ განყოფილებაში მსახურობდნენ: ვასილ ადამის ძე რუდკოვსკი, ტიბერი ივანეს ძე ვერჟბიცკი, თომა ოსიპის ძე ზენკოვიჩი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ მელკომ კასიანეს ძე ლომიძე იყო ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი.

